დიდთოვლობასთან დაკავშირებით ნინო წილოსანის ყალბი ციტატა ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დიდთოვლობა
164
VIEWS

24 თებერვალს ფეისბუქზე დიდთოვლობასთან დაკავშირებით გავრცელდა პარტია “ქართული ოცნების” წევრის, ნინო წილოსანის ციტატა. საინფორმაციო ბარათზე, რომელზეც პოლიტიკოსის ფოტო და ტელევიზია “იმედის” ლოგოა, წერია: “თოვლის მოსვლა მარტო ნაციონალებს არ უხარიათ, რა ამბავი ატეხეთ ხალხო მოდის გაზაფხული და დადნება სულ კი არ იქნება ეს თოვლი.” 

დიდთოვლობა

დიდთოვლობასთან დაკავშირებით ნინო წილოსანის ციტატა ყალბია და “იმედს” არ გაუვრცელებია. მსგავსი განცხადება არც პოლიტიკოსის სოციალური ქსელის გვერდებზე იძებნება და საპირისპიროდ, მისი ნამდვილობა ფეისბუქ პოსტით თავად წილოსანმა უარყო. 

ნინო წილოსანის ციტატა ტელეკომპანია “იმედს” არ გამოუქვეყნებია. ფოტო განსხვავდება იმ საინფორმაციო ბარათებისგან, რომელსაც ტელევიზია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დებს ხოლმე. 

ნინო წილოსანს მსგავსი პოსტი არც სოციალურ ქსელში გამოუქვეყნებია, თუმცა გამოეხმაურა მისი სახელით გავრცელებულ ციტატას და დაწერა, რომ ის ყალბია. რაც შეეხება დიდთოვლობას, პოსტში ამასთან დაკავშირებით აღნიშნულია:ყველა სტრუქტურული ერთეული აქტიურად ჩართულია მისგან გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად და იმედი მაქვს მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლებთ თითოეულ ოჯახთან მივიდეთ დასახმარებლად.”  

დიდთოვლობა

საქართველოს რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობაა. შექმნილი მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია გურიასა და აჭარაში. სოფლები გარე სამყაროს მოწყვეტილია, არ მიეწოდება ელექტროენერგია, რთულად აღწევს ტექნიკა. არაერთი მოქალაქე ხელისუფლების არასათანადო ყურადღებასა და რეაგირებაზე საუბრობს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დიდთოვლობის შედეგად რამდენიმე ადამიანის დაღუპვის შესახებაც. 

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. დიდთოვლობასთან დაკავშირებით კომენტარი ასევე გააკეთა შალვა პაპუაშვილმა: “სტიქია გრძელდება, სტიქია რა, თოვლი არის და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს, რომ კომუნიკაციები იყოს.” შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა მამუკა მდინარაძემაც. მისი თქმით, დიდთოვლობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ამასთანავე განაცხადა: ერთი საოცრება შემიძლია გითხრათ აქვე, სოფელ ნინოშვილში, ლანჩხუთში, გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ რაღაც ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და გარდაიცვალა სტიქიის გამო. წარმოიდგინეთ, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც აწერდნენ სტიქიას და ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდათ…”

“მითების დეტექტორს” არაერთი ყალბი ციტატა გადაუმოწმებია, მათ შორის “ქართული ოცნების” წევრების სახელით გავრცელებული. მიმდინარე თვეში ასევე გავრცელდა მამუკა მდინარაძის ყალბი ციტატა, რომელიც ემიგრანტებს შეეხებოდა.  

წყაროს შესახებ:

ნინო წილოსანის გაყალბებული ციტატა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ანგარიშმა “მარეხი ლიპარიშვილი”, თუმცა ანგარიში თავდაპირველად გვანცა გოგოლაძის სახელითაა შექმნილი. ანგარიშის პროფილის ფოტო მას არ ეკუთვნის და ის არაერთ ვებ-გვერდზე იძებნება (1, 2). მარეხი ლიპარიშვილი სოციალურ ქსელში როგორც “ქართული ოცნების”, ასევე ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტებით გამოირჩევა.  

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist