დიდი ბრიტანეთი თუ საბჭოთა ხელისუფლება – ვისი ჩარევით ჩამოეჭრა საქართველოს ლორე და ზაქათალა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

296
VIEWS

26 მაისს ტვ ალტ-ინფოს გადაცემა “ალტერნატიულ ხედვაში” პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიები, ლორეტაშირი, ჰუჯაბი და ისტორიული ჰერეთი გასაბჭოების შემდგომ, დიდი ბრიტანეთის პირდაპირი ჩარევის გზით ჩამოეჭრა.

Screenshot 3 დიდი ბრიტანეთი თუ საბჭოთა ხელისუფლება - ვისი ჩარევით ჩამოეჭრა საქართველოს ლორე და ზაქათალა?

რეალურად, ლორეს და ზაქათალას ოლქები საქართველომ საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე დაკარგა. დიდი ბრიტანეთი ქვეყნის გასაბჭოებამდე საქართველოსა და სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტის დროს შუამავლის როლს ასრულებდა. ამ პერიოდში ლორეს სადავო ტერიტორია ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და საქართველომ ის, ისევე როგორც ზაქათალას ოლქი სწორედ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაკარგა.

1918 წელს, მას შემდეგ, რაც ლორე ოსმალურმა ჯარებმა დატოვეს, რეგიონში საქართველოსა და სომხეთს შორის დაპირისპირება განახლდა, რაც მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. სომხური მხარე ლორეს და ბორჩალოს მაზრაზე პრეტენზიას ეთნიკურ ნიადაგზე აცხადებდა. კონფლიქტის გადაჭრაში მედიატორის როლი სამხრეთ კავკასიაში შემოსულმა ბრიტანულმა ძალებმა იკისრეს. გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული მიმართვის მიხედვით, საქართველოს მთავრობას მოლაპარაკებების გზით “დასავლეთ ევროპის და ამერიკის დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ერთად ომის საბოლოო მოსპობა და ხალხთა შორის სოლიდარობის განმტკიცება” სურდა. დიდი ბრიტანეთის ჩარევის შედეგად შედგა საზავო შეთანხმება, რომლითაც ბორჩალოს მაზრის ლორეს რაიონი დაიყო რამდენიმე ზონად. 1919 წლის 19 იანვარს “საქართველოს რესპუბლიკაში” სომხეთ-საქართველოს კონფერენციაზე საზღვრების შესახებ მიღებული დადგენილება გამოქვეყნდ. კონფერენციაში საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, თავმჯდომარე კი ბრიტანეთის სამხედრო ძალების წარმომადგენელი იყო. სადავო, ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთ საზღვრად განისაზღვრა ის ტერიტორია, რომელიც ქართულ ჯარებს 1918 წლის 31 დეკემბრის ღამის 12 საათისათვის, ცეცხლის შეწყვეტის მომენტისათვის ეჭირათ. ჩრდილოეთ საზღვრად ჩაითვალა ასევე სოფელი ახქერფი, რომელთანაც მდებარეობს ჰუჯაბის მონასტერი. 

ანალოგიურად გადაწყდა სამხრეთ საზღვრის საკითხი. შესაბამისად, საქართველოს ჩრდილოეთ ლორე დარჩა, სომხეთს სამხრეთი, ხოლო შუა ნაწილი გამოცხადდა ნეიტრალურ ტერიტორიად, რომელსაც შერეული მმართველობა ჰყავდა.  ასევე დადგინდა თუ რა სამხედრო ძალები განთავსდებოდნენ ბორჩალოს მზრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში.

Screenshot 4 დიდი ბრიტანეთი თუ საბჭოთა ხელისუფლება - ვისი ჩარევით ჩამოეჭრა საქართველოს ლორე და ზაქათალა?
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

1919 წლის 7 იანვარს “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას სიტყვა, რომელშიც ის განმარტავდა, თუ რატომ დათანხმდა საქართველო ზავის ამ პირობებს. ჟორდანიას თქმით, მათ ბრიტანეთის ძალების შიში არ ამოძრავებდათ და ამ ნაბიჯით საქართველოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიული გზის განმტკიცებას ემსახურებოდნენ. მისივე თქმით, საზღვრების საკითხი საბოლოოდ პარიზში გადაწყდებოდა.

Screenshot 5 დიდი ბრიტანეთი თუ საბჭოთა ხელისუფლება - ვისი ჩარევით ჩამოეჭრა საქართველოს ლორე და ზაქათალა?
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

აღსანიშნავია, რომ 1919 წლის პირველ მაისს “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდა ლორეს რაიონის ექვსი სოფლის მუსლიმი მოსახლეობის თხოვნა საქართველოსთან შეერთების თაობაზე. 1920 წლის ნოემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ნეიტრალურ ზონაში ჯარები შეიყვანა და მოგვიანებით სამხრეთ ლორეც დაიკავა. სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ლორეს პროვინციაში შეიქმნა “საქართველოს რევკომი” და სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკების მიერ. ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 7 ივლისს, რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიურომ იოსებ სტალინის და სერგო ორჯონიკიძის ჩარევით აღნიშნული ნეიტრალური ზონა სომხეთს გადასცა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ასევე ახსენებს ისტორიულ ჰერეთს, რომელიც კახეთის ნაწილს და საინგილოსაც მოიცავდა. ზაქათალას ოლქი, იგივე საინგილო, რომელიც 1920 წელს რუსეთმა ჯერ საქართველოს ნაწილად აღიარა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავ სადავო ტერიტორიად ცნო, აზერბაიჯანს ასევე საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით გადაეცა.

ზაქათალის ოლქის შესახებ დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

ალტ-ინფო
ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist