იჭერენ თუ არა თვეში ათასზე მეტ ადამიანს დიდ ბრიტანეთში სოციალური მედიის პოსტების გამო?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

სოციალური მედიის პოსტები
16.8k
VIEWS

3 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა დაწერა, რომ დიდ ბრიტანეთში თვეში ათასზე მეტ ადამიანს იჭერენ სოციალური მედიის პოსტების გამო. წილოსანმა აღნიშნული მაგალითი საქართველოში “მედია რეგულაციაზე ატეხილი აჟიოტაჟის” კონტექსტში მოიყვანა. მოგვიანებით მისი პოსტი გაავრცელეს მედიასაშუალებებმა: იმედი; რუსთავი 2; რადიო იმედი, საინფორმაციო სააგენტო INFO 9

სოციალური მედიის პოსტები

დიდ ბრიტანეთში სოციალური მედიის პოსტების გამო დაკავებულთა სტატისტიკა რეალურია, თუმცა კონტექსტის გარეშე ვრცელდება. კანონები, რომლებითაც მოქალაქეებს აკავებენ, ასევე ეხება “მავნე კომუნიკაციას”, რომელიც მოიაზრებს ტერორიზმისა და ძალადობისკენ მოწოდებასაც. კანონი ასევე ეხება ინტერნეტ მუქარასა და შეურაცხყოფას – მათ შორის, არასასურველ კომუნიკაციას მეილის საშუალებით და ა.შ. შესაბამისად, სტატისკიტაში ეს დანაშაულებიც არის მოხვედრილი. გარდა ამისა, პოლიცია ვალდებულია, საქმეზე გამოძიება დაიწყოს დარღვევაზე მიღებული შეტყობინების შემდეგ, თუმცა სტატისტიკა ასევე აჩვენებს იმას, რომ დაკავებების მაღალი რაოდენობის მიუხედავად, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ასამართლებენ ან პატიმრობაში უშვებენ, მცირეა. მაგალითად, 2024 წელს ამ მუხლებით დაუყოვნებლივ პატიმრობა 137 ადამიანს მიესაჯა. ამის მიუხედავად, დიდ ბრიტანეთში არსებობს კრიტიკა, რომ აღნიშნული კანონი შესაძლოა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენდეს.

  • რომელი მუხლები ეხება სოციალურ ქსელში აქტივობას?  

დიდ ბრიტანეთში სოციალურ ქსელში აქტივობას ეხება 2003 წლის კომუნიკაციების კანონის 127-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დანაშაულად ითვლება შეურაცხმყოფელი, უცენზურო, უხამსი ან მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა საჯარო ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების გამოყენებით. კანონის მიხედვით ასევე ისჯება გაღიზიანების ან შფოთვის გამოწვევის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება. დანაშაულები ითვალისწინებს ჯარიმას და პატიმრობას არა უმეტეს 6 თვისა. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში ასევე ხელმძღვანელობენ 1988 წლის აქტით მავნე კომუნიკაციის შესახებ. ამ მუხლით შესაძლებელია მოქალაქის დაჯარიმება ან პატიმრობაში გაშვება მაქსიმუმ 2 წლით. აღსანიშნავია, რომ მუხლები მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტივობას არ ეხება და ის ასევე ითვალისწინებს არასასურველ კომუნიკაციას ისეთი საშუალებებით, როგორიც არის მეილი და ა.შ.   

მაგალითისთვის, მას შემდეგ, რაც ინგლისის ქალაქ საუთპორტში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმას 3 მცირეწლოვანი გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრიტანეთის პოლიციამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების გამო მოქალაქეები დააკავა. მაგალითად, 55 წლის ქალი დააკავეს, რადგან მან სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ინდენტობის შესახებ ინფორმაცია არასწორად გაავრცელა. პოლიციის განმარტებით, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რასობრივი სიძულვილის გაღვივებას ისახავდა მიზნად. თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში არეულობა გამოიწვია. გარდა ამისა, 2 კაცს პატიმრობა მიესაჯა ძალადობისკენ მოწოდების გამო – მაგალითად, ერთ-ერთი მსჯავრდებული მიგრანტთა მასობრივ დეპორტაციას მოითხოვდა და მოქალაქეებს სოციალური ქსელით მოუწოდებდა, ცეცხლი მოეკიდებინათ სასტუმროსთვის, რომელშიც თავშესაფრის მაძიებლები იმყოფებოდნენ. პოლიციამ მცირეწლოვნების მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრიტანელი თინეიჯერი, ალექს რუდაკუბანა დააკავა და 2025 წელს მას მინიმუმ 52 წლით პატიმრობა მიესაჯა.  

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის მისჯის (და არა დაკავების)  შემთხვევების ნაწილი ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსგავსია, შეშფოთება, რომ ბრიტანეთში, შესაძლოა, აღნიშნული კანონი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მხრივ პრობლემას წარმოადგენდეს, მაინც არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ დღეში, საშუალოდ, 30 ადამიანს აკავებენ, ცნობილ გამოცემებში ვკითხულობთ ბრიტანეთის კანონების კრიტიკას, რადგან როცა ონლაინ ზიანზე ასეთი მკაცრი მიდგომაა, გამოხატვის თავისუფლება მეორე ადგილზე გადადის და მას ეწირება კიდეც

  • რას აჩვენებს სტატისტიკა ბრიტანეთში დაკავებულებთან დაკავშირებით? 

ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთში იმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც პოლიციამ დააკავა სოციალურ ქსელში გაგზავნილი ან დაწერილი ისეთი შეურაცხმყოფელი შეტყობინების გამო, რომელმაც გამოიწვია გაღიზიანება, დისკომფორტი ან შფოთვა. The Times-ის მონაცემებით, ინგლისისა და უელსის გრაფიკი ასე გამოიყურება

სოციალური მედიის პოსტები
გრაფიკი: The Times

2023 წელს 35 საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლებმა დააკავეს 12 183 ადამიანი, რაც დღეში, დაახლოებით, საშუალოდ 33 ადამიანია. The Times-ის მონაცემებით, მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის 58%-იან ზრდას წარმოადგენს.  

თუმცა, საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ აქედან რამდენ შემთხვევაში გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი და შემდეგ რამდენი დაკავებული აღმოჩნდა პატიმრობაში. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ეს მაჩვენებლები, დაკავებების ზრდის მიუხედავად, იკლებს. 2023 წელს 127-ე და 1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის განაჩენი გამოიტანეს 1 119 პირის შემთხვევაში, რაც მკვეთრად ნაკლებია 2015 წლის მაჩვენებელზე, როცა 1 995 ადამაინი ცნეს დამნაშავედ. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ აღნიშნულის მიზეზი მტკიცებულებებთან დაკავშირებული სირთულეებია. 

სოციალური მედიის პოსტები
იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დამნაშავედ ცნეს 2010-2023 წლებში. გრაფიკი: The Times

2024 წელს მავნე კომუნიკაციის გამო გაასამართლეს 1 160 ადამიანი, მათგან დაუყოვნებლივ პატიმრობა მხოლოდ 137 ადამიანს მიესაჯა და პატიმრობის ვადის უმეტესობა 2 თვეზე ნაკლები იყო. 

სოციალური მედიის პოსტები
გრაფიკი: The Times

The Times-ის აღნიშნული გრაფიკი აჩვენებს 2017 წლის შემდეგ კომუნიკაციის 2003 წლის აქტითა და პირველი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე დაკავებების, გასამართლებებისა და პატიმრობაში გაშვების პროცენტულ ცვლილებას. 2017 წლის შემდეგ დაკავებათა რაოდენობა 121%-ით გაიზარდა, თუმცა, გასამართლება შემცირდა 12%-ით და პატიმრობაში გაშვება შემცირდა 13%-ით.  

სტატისტიკის მიხედვით, როდესაც საქმე დამაზიანებელ კომუნიკაციას ეხება, ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება მარტივია, თუმცა ისინი პატიმრობაში იშვიათად მიდიან ან იშვიათად სამართლდებიან. აღნიშნულს The Times-ი სხვა დანაშაულებს ადარებს, როცა ეჭვმიტანილი პოლიციას უფრო ხშირად არ ჰყავს. 

სოციალური მედიის პოსტები
გრაფიკი: The Times

მავნე კომუნიკაციის კანონების დარღვევის შემთხვევებში, პასუხისგებაში მხოლოდ 2.5% ეძლევა. მაჩვენებელი დაბალია, რადგან მსგავსი შემთხვევების ნაწილი უმნიშვნელოდ ითვლება, ნაწილის შემთხვევაში კი მტკიცებულებებთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს. თუმცა, მესამე შემთხვევაში მსხვერპლს არ სურს საქმის გაგრძელება და ეჭვმიტანილისთვის ბრალის წარდგენა. ამავდროულად, პოლიცია ვალდებულია, გამოიძიოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ყველა პოსტი, რომლის შესახებაც შეტყობინება შევიდა, ხოლო 5 წელში, 2017-2022 წლებში მსგავსი შეტყობინებების რაოდენობა გაორმაგდა.  

  • ნინო წილოსანის შედარება 

ნინო წილოსანი ბრიტანეთში მოქალაქეების დაკავებას ადარებს “მედია რეგულაციაზე ატეხილ აჟიოტაჟს”. საქმე ეხება პარტია “ქართული ოცნების” საჩივრებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. 

“ქართულმა ოცნებამ” ტელეკომპანია პირველის, მთავარი არხისა და ფორმულას წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას მიმართა. საჩივრის მიზეზი გახდა მოვლენების გაშუქების დროს, მაუწყებლობისა და სოციალურ ქსელში სიახლის გავრცელებისას გამოყენებული ტერმინები. “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ გამოყენებული ტერმინები პირად შეფასებებსა და ბრალდებებს წარმოადგენს და არ არის გამიჯნული ფაქტი და შეფასება. პარტია ითხოვს, მედიას “შესაბამისი სანქცია” დაეკისროს.  

“ქართულმა ოცნებამ” მაგალითად მოიყვანა ტერმინები, როგორებიც არის: “რეჟიმი”; “რეჟიმის პატიმრები”; “ოლიგარქის რეჟიმი”; “ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო”; “ე.წ. პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი”;  “არალეგიტიმური ხელისუფლება” და .აშ.  

“ქართული ოცნების”   საჩივარს “მედიის ადვოკატირების კოალიცია” გამოეხმაურა განცხადებით, რომელშიც საუბარია საქართველოში დამოუკიდებელ მედიაზე სისტემურ თავდასხმაზე. 

“სამართლებრივი რეპრესიები – ‘ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა საჩივრით და პარტიისთვის არასასურველი სიტყვებისა და ტერმინების გამოყენების გამო „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სამართალდამრღვევად ცნობა და დასანქცირება მოითხოვა.  

აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური, უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია”.  

არქივი (1;2;3;4;5

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist