დონორი: ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცი (Organisation internationale de la Francophonie (OIF))
პარტნიორი: CivilNetCheck
ბიუჯეტი: EUR 44,946
“მითების დეტექტორის” ბიუჯეტი: EUR 21,180
ხანგრძლივობა: სექტემბერი 2025 – მაისი 2026
“დეზინფორმაციის წინააღდეგ საზღვარშორისი მედეგეობის მშენებლობა სომხეთსა და საქართველოს შორის” მითების დეტექტორისა და CivilNetCheck-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც “ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის” ინიციატივის “Twinning between Francophone Initiatives to Combat Disinformation” ფარგლებში, მისი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, საქართველოსა და სომხეთის მედეგობის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით რეგიონული ძალისხმევის ფრანკოფონიული მედიების პრაქტიკებთან დაახლოება.
პროექტის ფარგლებში დეზინფორმაციის თემებზე ფაქტების გადამოწმების სტატიები და მულტიმედიური ნამუშევრები მომზადდება და ერთობლივი ღონისძიებები გაიმართება. მოხდება ასევე გამოცდილების გაზიარება როგორც მითების დეტექტორისა და CivilNetCheck-ის თანამშრომლებს შორის, ასევე ფრანგ კოლეგებთანაც.














