დეზინფორმაცია, თითქოს ზურაბიშვილს ევროპარლამენტში ჩაწერილი ტაშით დახვდნენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ჩაწერილი ტაშით
777
VIEWS

18 დეკემბერს პროსახელისუფლებო POSTV-იმ გაავრცელა საინფორმაციო ბარათი, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში ჩაწერილი ტაში დაახვედრეს. POSTV-იმ საკუთარ ფეისბუქ-გვერდებზე (1;2) ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც წერს: “როცა ჩაწერილი ტაში ხმადაბლა ისმოდა და უცბად აუწიე”. 

ამავე შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა სხვა ფეისბუქ ანგარიშებზეც (1;2;3), მათ შორის გამოაქვეყნა პროსახელისუფლებო ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა. ჭეიშვილის პოსტი პროსახელისუფლებო მედია Mkhare.ge-მ გაავრცელა. იგივე მტკიცება ასევე გავრცელდა Geo News-ის ფეისბუქ-ჯგუფში.  

ჩაწერილი ტაშით

მტკიცება, თითქოს საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში ჩაწერილი ტაშით დახვდნენ, დეზინფორმაციულია. კადრებში ჩანს, რომ ევროპარლამენტარები ზურაბიშვილს ტაშს უკრავენ. ინფორმაცია, რომ გამოსვლისას ტაშის ჩანაწერი ჩართეს, უარყვეს ევროპარლამენტშიც. 

“მითების დეტექტორი” დასაზუსტებლად, ჩართული იყო თუ არა დარბაზში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლისას ტაშის ჩანაწერი, ევროპარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მათ პროსახელისუფლებო მედიის მტკიცება უარყვეს:  

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “ჩაწერილი ტაში” არ ყოფილა.  

ჩანაწერის აღნიშნულ მონაკვეთში დარბაზის ხმა რეალურ დროში იყო ჩართული – როდესაც ევროპარლამენტარები ნამდვილად უკრავდნენ ტაშს პრეზიდენტ ზურაბიშვილს (დარბაზში მისი შესვლისას, სიტყვით გამოსვლის დროს და მის ბოლოს)”.

სალომე ზურაბიშვილის სრული გამოსვლის, მათ შორის, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან შეხვედრისა და შემდეგ დარბაზში შესვლის ჩანაწერი ევროპარლამენტის ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული. ორივე ვიდეოში ჩანს, რომ ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს ჯერ დარბაზში შესვლისას უკრავენ ტაშს, ხოლო შემდეგ გამოსვლის დაწყებამდე. 

ჩაწერილი ტაშით ჩაწერილი ტაშით ჩაწერილი ტაშით ჩაწერილი ტაშით

სქრინშოტები: European Parliament

საქართველოს პრეზიდენტს ტაში გამოსვლის დასრულების შემდეგაც დაუკრეს და ეს ასევე ჩანს ჩანაწერში

ჩაწერილი ტაშით ჩაწერილი ტაშით

სქრინშოტები: European Parliament

ფოტოები, რომლებშიც ჩანს, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს ტაშს უკრავენ და ხელში საქართველოს დროშები უჭირავთ, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-საიტზეც გამოქვეყნდა

ჩაწერილი ტაშით ჩაწერილი ტაშით

ფოტოები: European Parliament 

ამრიგად, პროსახელისუფლებო აქტორების მტკიცება, თითქოს სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში ტაშის ჩანაწერით დახვდნენ, დეზინფორმაციულია.  

საქართველოს პრეზიდენტი 18 დეკემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ევროკავშირს მოუწოდა, პროევროპული პროტესტის მხარდაჭერა გაააქტიურონ

წყაროების შესახებ 

მათ შორის ვინც ევროპარლამენტში სალომე ზურავიშვილის გამოსვლაზე დეზინფორმაცია გაავრცელა, ირმა ხახუტაიშვილიც არის, რომელსაც ორი ფეისბუქ-ანგარიში აქვს (1;2) და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ხახუტაიშვილი სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის, ასევე ქართული ოპოზიციის საწინააღმდეგო ცნობებსა და ყალბ ამბებს. მის მიერ ორივე ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.  

კიდევ ერთი ფეისბუქ მომხმარებელი, ვინც იგივე დეზინფორმაცია გაავრცელა დავით ჩიხელიძეა – „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარე. ჩიხელიძე ძირითადად ოპოზიციის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს აქვეყნებს და ყალბი ინფორმაციაც გაუვრცელებია. 2020 წელს ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დისკრედიტაციის კამპანიაში მონაწილეობდა. გარდა ამისა ჩიხელიძესთან არის დაკავშირებული 2024 წელს წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილი ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი გვერდიფაქტები და არჩევანი”. 

არქივი (1;2;3;4;5)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროპის პარლამენტი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist