დეზინფორმაცია, თითქოს ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავები ამერიკიდან გარბიან

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

711
VIEWS

2024 წლის 11 ნოემბერს, პარტიის “ხალხის ძალა” წევრმა დავით ქართველიშვილმა, რუსმა მწერალმა და ჟურნალისტმა მარინა ახმედოვამ და ე.წ “თრედის” ანგარიშმა გამოაქვეყნეს პოსტი, რომლის თანახმად, ტომ ჰენქსი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები ამერიკიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც ამერიკაში არჩევნები ტრამპმა მოიგო. 

Screenshot 2024 11 20 134213 დეზინფორმაცია, თითქოს ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავები ამერიკიდან გარბიან Screenshot 2024 11 20 134223 დეზინფორმაცია, თითქოს ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავები ამერიკიდან გარბიან

ინფორმაცია, თითქოს ტომ ჰენქსი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები ამერიკიდან გაიქცნენ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სიმართლეს არ შეესაბამება. არ არსებობს სანდო წყარო, რომელიც ამ ინფორმაციას დაამტკიცებდა. ზოგმა ცნობილმა პირმა ტრამპის პირველი ვადის დროს ან ბოლო წლებში გააკეთა მსგავსი განცხადება, თუმცა, საბოლოოდ, ქვეყნიდან არ წასულან. 

პოსტების თანახმად, ტომ ჰენქსის გარდა ამერიკის დატოვება გადაწყვიტა შემდეგმა ცნობილმა პირებმა: ალეკ ბოლდუინი, ვუპი გოლდბერგი, ჯონ ლეჯენდი, კრისი ტეიგენი, რობ რეინერი, ბარბარა სტრეიზანდი, მეგან რაპინოე, ემი შუმერი, ლედი გაგა, ტეილორ სვიფტი, ჯეინ ფონდა, მადონა, მარკ რუფალო, კიმ კარდაშიანი, ბრიუს სპრინგსტინი, ჯორჯ კლუნი, ოპრა ვინფრი, რობერტ დე ნირო, სამუელ ლ. ჯექსონი, მაილი საირუსი, ტრავის კელსი, ბობი ოლტოფი, რაშიდა თალიბი, სტორმი დენიელსი, დიდი, ემინემი, ელენე დეჯენერესი, შონ პენი, შერონ სტოუნი, ეშლი ჯადი, ბრაიან კრენსტონი და ბილი ჯო. 

ჰენქსი ტრამპს პირველი პრეზიდენტობის პერიოდიდანავე ღიად აკრიტიკებს, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ მან ქვეყანა დატოვა ან გააკეთა მსგავსი განცხადება. ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის დროს ჰენქსი ამერიკაში იმყოფებოდა და არ უთქვამს, რომ ქვეყნიდან მიდიოდა. ამასთან ერთად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ მიზეზით ჰოლივუდის ვარსკვლავები ამერიკიდან გაიქცნენ. 

ცოტა ხსნის წინ ნიუზვიკის (Newsweek) ფაქტების გადამოწმების სამსახურმა გამოავლინა, რომ მტკიცებულებების უმეტესობა მცდარი იყო, ხოლო დანარჩენი მნიშვნელოვანი კონტექსტის გარეშე იყო გადმოცემული. 

ცნობილი პირების უმეტესობას არ უთქვამს, რომ ამერიკას დატოვებდა ტრამპის არჩევის შემთხვევაში, ხოლო ვინც თქვა, არ განუხორციელებია მსგავი ქმედება. მაგალითად, 2016 წელს ისეთი ცნობილმა პირებმა, როგორიცაა მაილი საირუსი და ლენა დანჰამი, იმედგაცრუების ფონზე განაცხადეს, რომ ამერიკას დატოვებდნენ, თუ ტრამპი გაიმარჯვებდა. ამისდა მიუხედავად, არცერთს არ დაუტოვებია ქვეყანა. 

მაგალითისთვის, 2016 წელს ვუპი გოლდბერმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან მიდიოდა. მოგვიანებით, გოლდბერმა ეს განცხადება შემდეგნაირად ახსნა: 

“პროტესტის უფლეება გვაქვს. შეგვიძლია ავდგეთ და ვთქვათ, რომ არ ვეთანხმებით. ვთანხმდებით თუ არა, არაუშავს, მაგრამ თქვენა არ გაქვთ უფლება მითხრათ, რომ მივდივარ. თქვენ არ შეგიძლიათ ჩემ ნაცვლად მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. მე ვრჩები” – ვუპი გოლდბერგი

2023 წლის ნოემბერში ბარბარა სტრეიზანდმა განაცხადა, რომ შეიძლება ინგლისში გადავიდეს საცხოვრებლად, თუმცა, საბოლოოდ, არ წასულა. ამის მსგავსად, 2016 წლის არჩევნებამდე ემი შუმერი და ბრაიან კრენსტონი ამერიკიდან წასვლას ფიქრობდნენ. 2020 წლის ოქტომბერში, ბრიუს სპრინგსტინმა განაცხადა, რომ თუ დემოკრატიული კანდიდატი ჯო ბაიდენი არ გაიმარჯვებდა, ის ვსტრალიაში წავიდოდა. 2020 წელს სხვაგან საცხოვრებლად გადასვლის თაობაზე განცხადება ტომი ლიმაც გააკეთა. რეალურად, არცერთმა ცნობილმა პირმა არ დატოვა ქვეყანა. 

სიაში არსებულ ცნობილ გვარებს, როგორიცაა სვიფტი, კელსი, ჰენქსი, ფონდა, პენი და ემინემი, მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებიათ. 

ღია წყაროებში არ იძებნება სხვა ნახსენები ცნობილი სახეების საჯარო განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ქვეყანას დატოვებდნენ. 


მოამზადა ნურლანა ჰაჯიევამ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist