დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ ბილ კოსბის 29-მილიონიანი სასახლე შეიძინა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ბილ კოსბი
72
VIEWS

3-9 დეკემბერს ქართულ და რუსულენოვანმა (1;2;3;4) ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 მილიონ აშშ დოლარად ნიუ-იორკში მდებარე სასახლე შეიძინა. მათი თქმით, მან ეს ძვირადღირებული სახლი ამერიკელი ტელეწამყვანისა და მსახიობის, გაუპატიურებისთვის გასამართლებული ბილ კოსბისგან ოფშორული კომპანია Film Heritage Inc-ის მეშვეობით შეიძინა. ზოგიერთ პოსტში წყაროდ გამოცემა New York Post-ია დასახელებული. 

4 დეკემბერს ინფორმაცია ზელენსკის მიერ მრავალმილიონიანი სასახლის შეძენის შესახებ რუსულენოვანმა საინფორმაციო სააგენტოებმაც (ცარგრადი; RG.RUMK.RU; Пятый канал) გაავრცელეს. ყველა მათგანი წყაროდ გამოცემა Page Six-ს ასახელებს.   

ბილ კოსბი
ბილ კოსბი
ბილ კოსბი
ბილ კოსბი


მტკიცება, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში 29 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა, დეზინფორმაციულია. ინფორმაციის პირველწყარო გამოცემა Page Six-ის კლონირებული საიტია, რომელიც სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 29 მილიონ დოლარად შეფასებული სასახლის შეძენის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებლების ნაწილი წყაროდ New York Post-ს ასახელებს, ნაწილი კი Page Six-ს. ზოგიერთი ფეისბუქ პოსტს ვიდეოც აქვს დართული, რომელზეც Page Six-ის ლოგოს ვხედავთ. 

ბილ კოსბი
სქრინშოტი გავრცელებული ვიდეოდან


PageSix ამერიკული გამოცემაა და ის New York Post-ს ეკუთვნის. გამოცემა ძირითადად ცნობად სახეებთან დაკავშირებულ ახალ ამბებს ავრცელებს. სინამდვილეში PageSix-ს ვიდეო ან სტატია ზელენსკისა და ბილ კოსბის შესახებ თავის YouTube არხსა ან ოფიციალურ საიტზე არ გამოუქვეყნებია. 

რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტოები წყაროდ იყენებენ ბმულს, რომელსაც გადავყავართ საიტზე pagesix.now. აღნიშნული საიტი PageSix-ს არ ეკუთვნის. გამოცემის ოფიციალური საიტი pagesix.com არის.

ბილ კოსბი
სქრინშოტი Page Six-ის ყალბ საიტზე გამოქვეყნებული სტატიიდან


WhoIs.com-ის საშუალებით შესაძლებელია ყალბი საიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება. pagesix.now-ის დომენი შეიქმნა სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე – ის 2025 წლის 27 ნოემბერსაა რეგისტრირებული. რეალური PageSix-ის ვებ-საიტის დომენი 1996 წლის 13 სექტემბერს დაარეგისტრირეს.

ბილ კოსბი
ინფორმაცია Page Six-ის რეალური საიტისა (მარცხნივ) და კლონირებული საიტის შესახებ. 

ბილ კოსბის სახლის გაყიდვა დასტურდება ღია წყაროებით. 15 სექტემბერს Realtor.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭარბი ფინანსური ვალდებულებების გამო კოსბიმ სახლი გასაყიდად გამოიტანა და ის 29 მილიონ აშშ დოლარად იყო შეფასებული. 17 ოქტომბერს New York Post წერდა, რომ ბილ კოსბიმ მყიდველი იპოვა, თუმცა შეთანხმების დეტალები უცნობი იყო. 17 ნოემბერს ამავე გამოცემამ სახლის გაყიდვის ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა. მოგვიანებით, homes.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახლი 2025 წლის ნოემბრიდან კომპანია Seven Manor Holding LLC-ის კუთვნილებაშია. ამრიგად, არ დასტურდება Film Heritage Inc-ის ჩართულობაც. 

გავრცელებული ცნობები BBC Verify-მაც გადაამოწმა. კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ, გავრცელებული ყალბი ინფორმაცია რუსულ დეზინფორმაციულ ჯგუფს Storm-1516-ს ეკუთვნის. 

შესაბამისად, ზელენსკის მიერ სასახლის შეძენის შესახებ ინფორმაციის პირველწყარო Page Six-ის კლონირებული საიტია. ყალბი ცნობები უკრაინის პრეზიდენტის მიერ ძვირადღირებული უძრავი ქონების შესახებ წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ვრცლად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist