დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკების ოჯახმა სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ზელენსკების ოჯახმა
3.5k
VIEWS

რუსულ მედიაში (1tv.ru, Russia Today,Sputnik, Duma tv, lenta.ru) ასევე გადაცემაში სოლიდარობის დრო დავით ახვლედიანთან ერთადიტალიურ მედია Database Italia – ზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკების ოჯახმა ბრიტანელი მომღერალი სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული – Tenuta il Palagio შეიძინა, რომელშიც 60-დან 75 მილიონამდე გადაიხადა.

Screenshot 2024 08 09 172617 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკების ოჯახმა სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა ზელენსკების ოჯახმა

სტატიას იტალიის ქონების რეესტრის ორი დოკუმენტი ერთვის, რომელშიც მამულის ამჟამინდელ მფლობელად ვოლოდიმირ ზელენსკის კომპანია San Tommaso SRL არის მითითებული.

გავრცელებული დოკუმენტები ყალბია. “მითების დეტექტორის” მიერ იტალიური უძრავი ქონების რეესტრი – Agenzia delle Entrate – დან გამოთხოვილი დოკუმენტების თანახმად Tenuta il Palagio – ის მფლობელი ისევ SUMNER Gordon Matthew, ანუ, ბრიტანელი მომღერალი სტინგია. 

  • იტალიური მედიის Database Italia – ს გამოქვეყნებული დოკუმენტები ყალბია

იტალიურმა მედია Database Italia – მ სტატია 5 აგვისტოს გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ სტინგმა და მისმა მეუღლემ ღვინის მამული 1997 წელს იყიდის და 2024 წლის 28 ივნისს გაყიდეს. თანდართული დოკუმენტების თანახმად, ამჟამინდელი მესაკუთრე ზელენსკების ოჯახის კომპანია San Tommaso SRL- ია. დოკუმენტი 24 ივლისით თარიღდება.

Screenshot 2024 08 09 172630 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკების ოჯახმა სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა ზელენსკების ოჯახმა

Tenuta il Palagio (Tenuta il Palagio Via San Martino Altoreggi, Figline e Incisa Valdarno 50063 FI) ტოსკანაში მდებარეობს.  აღნიშნული მისამართის მითითებით ქონების მფლობელობაზე ინფორმაცია”მითების დეტექტორმა” იტალიის ქონების რეესტრიდან Agenzia delle Entrate გამოითხოვა. მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, 08/08/2024-ის მდგომარეობით Tenuta il Palagio -ის მფლობელი ისევ SUMNER Gordon Matthew ანუ, მომღერალი სტინგია

ზელენსკების ოჯახმა
ინფორმაცია იტალიის ქონების რეესტრიდან 08/08/2024-ის მდგომარეობით
ზელენსკების ოჯახმა
Tenuta il Palagio წყარო: ilpalagiointuscany-ს ინსტაგრამ-გვერდი

რაც შეეხება San Tommaso SRL-ს, რომელიც Database Italia-ს მიხედვით ღვინის მამულის ახალი მესაკუთრეა, ნამდვილად ზელენსკების ოჯახს ეკუთვნის და ზელენსკის დეკლარაციაშიც აქვს მითითებული, თუმცა Tenuta il Palagio ამ იურიდიული პირის მფლობელობაში არ გადასულა.

ზელენსკების ოჯახმა
ვოლოდიმირ ზელენსკის დეკლარაცია 2019 წელი

აღნიშნული დეზინფორმაციის პირველწყარო იტალიური მედია Database Italia არის, საიდანაც ჯერ რუსულ მედიაში, შემდეგ კი ქართულ პრორუსლ მედიაში გავრცელდა. 

ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრიც გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ Database Italia-ს დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.

ზელენსკების ოჯახმა

აღსანიშნავია, რომ მტკიცება თითქოს ზელენსკების ოჯახი დასავლეთის ფულს პირადი ფუფუნების საგნებზე ხარჯავს დიდი ხანია ვრცელდება და ამ თემაზე “მითების დეტექტორს” არაერთი დეზინფორმაცია გამოუვლენია. 

ინფორმაციის გავრცელების ეს მეთოდი რუსული პროპაგანდის ნაწილია. თავდაპირველად დეზინფორმაცია ვრცელდება რომელიმე დასავლურ, ახალშექმნილ მედიაში, რომელსაც შემდეგ რუსული წყაროები ეყრდნობიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირველწყარო არა ახლად შექმნილი მედია, თუმცა ისეთი მედიაორგანიზაციაა, როემლსაც დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთელ გაუვრცელებია. 

ამ თემაზე  “მითების დეტექტორმა” Maldita.es -სთან, StopFake-თან, Delfi -ისთან,  Chequeado-ს La Silla Vacía-ს, Animal Político -სა და EsPaja -სთან ერთად უკვე ვრცელი ორი კვლევაც მოამზადა.  

არქივის ბმულები: 1, 2, 3,  4, 56


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist