დეზინფორმაცია, თითქოს ვაქცინის მიღებიდან 3 დღეში 45 000 ადამიანი გარდაიცვალა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

42
VIEWS

19 ივლისს ფეისბუქ-პროფილმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები ამერიკელი ანტივაქსერი ექიმი ოსტეოპათის (მკურნალობის შედარებით ახალ მეთოდი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილზე ხელებით ზემოქმედებას ეფუძნება) ქერი მადეის პოსტის სქრინი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 3 დღის განმავლობაში კოვიდ ვაქცინით 45,000 ადამიანი გარდაიცვალა და ეს ფაქტი დამალეს.
;
გარდა ამისა, ფეისბუქ-პროფილებმა შორე შანიძე და Catrine Maraneli გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც, მათი თქმით, ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ ამერიკაში ვაქცინების შესახებ უპასუხისმგებლო ინფორმაცია ვრცელდება და რეალობა აჩვენებს, რომ “ამ ვაქცინით მსოფლიოში მილიონობით, ამერიკაში კი ასი ათასობით ადამიანი გარდაიცვალა”.;
მტკიცება, თითქოს ვაქცინის მიღებიდან 3 დღეში 45 000 ადამიანი გარდაიცვალა, მცდარია. ინფორმაცია America’s Frontline Doctors-ის სარჩელში ანონიმურმა წყარომ გაავრცელა, რომელიც VAERS-ის ბაზას და სამედიცინო ცენტრებში გარდაცვლილთა შემთხვევებს დაეყრდნო, თუმცა მისი გამოთვლის მექანიზმი ბუნდოვანი და საეჭვოა, რადგან VAERS-ის ბაზაში სულ 6207 გარდაცვალების შემთხვევაა ასახული და მათი ვაქცინასთან კავშირი არ დადგენილა.

 

რაც შეეხება სენატორ დურბინს, სენატში სიტყვით გამოსვლისას მან ნამდვილად თქვა, რომ ვაქცინით მილიონობით ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით, ის კორონავირუსს გულისხმობდა.

45 000 ადამიანი ვაქცინის მიღებიდან 3 დღეში არ გარდაცვლილა

ფეისბუქ-პროფილ “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მტკიცება, რომელიც ამერიკელი ანტივაქსერი ექიმის ქერი მადეის პოსტის შინაარსს იმეორებს, თითქოს ვაქცინაციის გამო 3 დღეში 45 000 ადამიანი გარდაიცვალა, ტყუილია.

politifact-ისა და snopes-ის სტატიების მიხედვით, რომლებმაც ეს ინფორმაცია გადაამოწმეს, მტკიცება 45 000 გარდაცვლილის შესახებ America’s Frontline Doctors-ის სახელით მომზადებული სარჩელის ნაწილია, რომელიც მათ ალაბამას სასამართლოში შეიტანეს, თუმცა სასამართლოს მის დასაშვებობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

America’s Frontline Doctors-ის წევრები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ დაუდასტურებელ და კონსპირაციულ ინფორმაციას აქამდეც ავრცელებდნენ, მათ შორის ისინი კორონავირუსის ცრუ მკურნალობებს უწევდნენ პოპულარიზაციას და ამტკიცებდნენ, რომ კორონავირუსი არ კლავს.

ამ ორგანიზაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
რა აკავშირებს Pfizer-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს კონსპირაციულ ორგანიზაციასთან?

America’s Frontline Doctors-ის სარჩელს “ანონიმური სამთავრობო წყაროს” სახელით დაწერილი ბრალდებები ახლავს, რომელიც ჯეინ დოის სახელითაა მოხსენიებული და ხაზგასმულია, რომ ის თავისი ნამდვილი სახელით არ პოზიციონირებს, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინია. სარჩელში ასევე წერია, რომ დოის გამოთვლა ვაქცინის გვერდითი მოვლენების აღრიცხვის სისტემა VAERS-ის მონაცემებს ეყრდნობა და ეს მონაცემები ვაქცინებთან დაკავშირებულ ჩივილებისა და სამედიცინო ცენტრებში პაციენტების გარდაცვალების შემთხვევებთანაა შედარებული, გარდა ამისა, დოი აღნიშნავს, რომ VAERS-ის ბაზაში მონაცემები ბოლომდე ასახული არ არის და მინიმუმ 5-ჯერ ნაკლები გარდაცვალების შემთხვევაა შეყვანილი, ვიდრე რეალურად არის.

snopes-ისა და politifact-ის სტატიებში აღნიშნულია, რომ ჯეინ დოის გამოთვლები ბუნდოვანია, რადგან მას არ გაუმჟღავნებია, თუ ზუსტად რა გზა გაიარა გარდაცვალების შემთხვევების დათვლის დროს და VAERS-ში კონკრეტულად რომელი პარამეტრებით მოძებნა და გაფილტრა გარდაცვალების შემთხვევები. გარდა ამისა, მას ახსნილი არ აქვს, თუ რატომ მივიდა დასკვნამდე, რომ VAERS-ის ბაზაში ასახული გარდაცვალების შემთხვევები რეალურ შემთხვევებზე 5-ჯერ ნაკლებია.

ჯეინ დოის მტკიცებით, 9 ივლისის მონაცემებით, VAERS-ის ბაზაში 9048 გარდაცვალების შემთხვევა იყო ასახული, politifact-ის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ დაავადებათა კონტროლის მონაცემების მიხედვით, 19 ივლისისთვის VAERS-ის ბაზაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიღების შემდეგ გარდაცვალების 6207 შემთხვევაა ასახული. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ სიკვდილის შესახებ ბაზაში 6000-ზე მეტი შეტყობინება მიიღო, CDC-ის ვებ-გვერდზე ხაზგასმულია, რომ არსებული კლინიკური ინფორმაციის მიმოხილვის, გვამების გაკვეთისა და სამედიცინო ჩანაწერების შესწავლის შემდეგ, გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი კორონავირუსის ვაქცინებთან არ დადგენილა.

მნიშვნელოვანია, რომ VAERS-ის ბაზა ღიაა და მასში მონაცემების შეყვანა ყველას შეუძლია, ბაზაში ასახული მონაცემები არ ადასტურებს იმას, რომ კონკრეტული ადამიანის გარდაცვალება ნამდვილად ვაქცინის შედეგი იყო.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რა არის VAERS-ის სისტემა და რა ვიცით ამერიკაში ვაქცინაციის პროცესზე?

ამ თემაზე გამოქვეყნებული ქართულენოვანი პოსტი ამერიკელი ანტივაქსერი ოსტეოპათის, ქერი მადეის ფეისბუქ-პოსტს ეყრდნობა. ქერი მადეი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიებსა და დეზინფორმაციებს აქამდეც ავრცელებდა.

ქერი მადეის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
რა ვიცით მიკრონემსების და ID 2020 Alliance-ის შესახებ? 

სენატორი დურბინი სენატში სიტყვით გამოსვლისას ანტივაქსერულ კამპანიას აკრიტიკებს და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

22-წამიან ვიდეოში მოსაუბრე მამაკაცი ამერიკელი დემოკრატი სენატორი დიკ დურბინია და მან სენატში სიტყვით გამოსვლისას ნამდვილად თქვა, რომ ვაქცინით მილიონობით ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით, ის კორონავირუსს გულისხმობდა და არა ვაქცინას, რადგან დურბინის ტვიტერზე გამოქვეყნებულ მთლიან ვიდეოში, რომელიც 17 წუთზე მეტია, კარგად ჩანს, რომ ის ანტივაქსერულ განწყობებს აკრიტიკებს.

აღნიშნული ვიდეო პირველად ტვიტერისა და bitchute-ს ამერიკელმა მომხმარებლებმა გაავრცელეს თუმცა იმ განსხვავებით, რომ ისინი წერდნენ, რომ დემოკრატმა სენატორმა შემთხვევით აღიარა, რომ ვაქცინებით ადაიანები გარდაიცვალნენ.

როცა დურბინი ამბობს, რომ ვაქცინაციის შესახებ უპასუხისმგებლო ინფორმაცია ვრცელდება, ის ფოქნიუსს გულისხმობს და აღნიშნავს, რომ ტელეარხის წამყვანები ტაკერ კარლსონი და ლორა ინგრაჰამი ანტივაქსერულ კამპანიას აწარმოებენ.

აღიშნული ფრაზის შემდეგ დურბინი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კორონავირუსით მძიმედ დაავადებული და ჰოსპიტალიზებული პაციენტების 99.5% ვაქცინირებული არ ყოფილა. დურბინი აღნიშნავს, რომ თვითონ უკვე ვაქცინირებულია და საზოგადოებასაც ამისკენ მოუწოდებს.

დურბინის ტვიტერზე გამოქვეყნებული სხვა პოსტებიც იმაზე მეტყველებს, რომ სენატორის აზრით, პანდემიის დასასრულებლად ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist