დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების სატვირთოებს ცლიან და იარაღით ავსებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

რუსული დეზინფორმაცია
260
VIEWS

29 აპრილს ფეისბუკ-გვერდმა СМЕРШ გამოაქვეყნა ვიდეო, აღწერით: „გერმანელი ჟურნალისტების გამოძიება. უკრაინისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას საზღვართან ყრიან და სატვირთოებს შეიარაღებით ავსებენ. “ 

Screenshot 9 4 | mythdetector.com

იდენტური ვიდეო იმავე შინაარსის აღწერით ფეისბუკ-პროფილმა Larissa Prince გამოაქვეყნა.

Screenshot 10 4 | mythdetector.com

ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება. ინფორმაცია, თითქოს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან სატვირთოები იმიტომ იცლება, რათა შემდეგ ის იარაღით დატვირთონ, არც მოცემულ ვიდეოში და არც ღია წყაროებით არ დასტურდება. სინამდვილეში, ვიდეოში ჟურნალისტი ამბობს, რომ ხშირად ჰუმანიტარული ტვირთის გადანაწილების კოორდინაცია საკმაოდ რთულია და საზღვარზე სათანადოდ გადატანაც ვერ ხერხდება. იარაღს კი საერთოდ არ ახსენებს.

ვიდეო გერმანული მედიის Blaulicht-Magazin-ის გვერდიდან არის აღებული. ფეისბუკ-გვერდზე ვიდეო 7 მარტს განთავსდა. აღწერაში მითითებულია, რომ უკრაინელების დახმარების სურვილი დიდია და უკრაინასა და პოლონეთში ლტოლვილების დასახმარებლად უამრავი ტვირთი იგზავნება – მათი კოორდინირება და გადანაწილება კი რთულია. ვიდეოსა თუ მის აღწერაში არსად არის აღნიშნული, რომ სატვირთოები იმიტომ იცლება, რათა ის შემდეგ იარაღით დატვირთონ.

Screenshot 11 4 | mythdetector.com

გერმანელი ჟურნალისტი: „აქ თავმოყრილია საკმაოდ დიდი რაოდენობის საჭირო ნივთები, მაგალითად ზამთრის ქურთუკები, რომლებიც ამ პერიოდში, როდესაც ტემპერატურა ნულ გრადუსზეა, ნამდვილად საჭიროა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი, ამ რაოდენობის პროდუქცია, აქ ასე უბრალოდ აწყვია. ხშირად მათი გადანაწილების კოორდინაცია საკმაოდ რთულია და საზღვარზე სათანადოდ გადატანაც ვერ ხერხდება. ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი გერმანიიდან ახდენს მსგავსი ნივთების დონაციას, რათა ისინი პოლონეთის საზღვრიდან უკრაინაში იქნეს გაგზავნილი.“

აღსანიშნავია, რომ ომის პირობებში მიღებული ჰუმანიტარული ტვირთის კოორდინირება საკმაოდ რთულია. ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი მართლაც ყრია პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე და წვიმების შედეგად ნელ-ნელა ნადგურდება.  ამის მიზეზი კი ისაა, რომ ტვირტი იმდენად ბევრია, რომ ხშირად საწყობები სავსეა და მათ შესანახად არც სივრცე და არც საკმარისი მუშახელი ჰყავთ. 


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist