დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში შოკოლადი წარწერით “სიკვდილი ალიოშკას” გამოუშვეს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ვიდეომანიპულაცია, ფოტოფაბრიკაცია, ფაქტების გადამოწმება
3.5k
VIEWS

18 თებერვალს ფეისბუქ-ანგარიშმა ნონა შარაბიძემ შოკოლადის ფილის ფოტო გამოაქვეყნა. შეფუთვაზე პატარა ბიჭი შავი ლენტითაა გამოსახული და წარწერა “სიკვდილი ალიოშკას” (Смерть Алёшки) ჩანს. შოკოლადის შეფუთვის ზედა მარჯვენა კუთხეში უკრაინის გერბია გამოსახული. პოსტის თანახმად, შოკოლადი უკრაინაში გამოუშვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში “ნაციზმი ყვავის.”

ეს ვიზუალი რუსულენოვანმა წყაროებმა (1, 2), მათ შორის კრემლის პროპაგანდისტულმა tsargrad.tv-მ, ასევე ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) 30-31 იანვარს გაავრცელეს. ისინი აღნიშნავენ, რომ შოკოლადის შეფუთვაზე გამოსახული ბავშვი ბელგოროდის რაიონში მცხოვრები 8 წლის ალიოშკაა, რომელიც 2022 წელს “რუსეთის სპეციალური ოპერაციის” სიმბოლო გახდა.

Screenshot 1 11 | mythdetector.com

დეზინფორმაციაა, თითქოს 8 წლის რუსი ბიჭის სიკვდილის მოწოდებით უკრაინაში შოკოლადები გამოუშვეს. ღია წყაროებში შოკოლადის ერთადერთი, მხოლოდ ის ფოტო იძებნება, რომელიც რუსულენოვანმა წყაროებმა გაავრცელეს. გამოსახულება რუსეთში წარმოებული ცნობილი ტკბილეულის Алёнка-ს შოკოლადის ფილის პროგრამულად დამუშავების შედეგადაა მიღებული. უკრაინაში ასეთი შოკოლადის შექმნა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს “სტრატეგიული კომუნიკაციისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრმაც” უარყო.

ღია წყაროებში არ იძებნება ისეთი ფოტოები, რომლებიც შოკოლადს რომელიმე მაღაზიაში აჩვენებდა ან უბრალოდ სხვა რაკურსითაც გამოაჩენდა. 

შოკოლადის შეფუთვა საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი რუსეთში წარმოებულ ცნობილი შოკოლად “ალიონკას” (Алёнка) შეფუთვასაა მიმსგავსებული. შეფუთვაზე წარწერების ნაწილი რუსულია, ნაწილი კი უკრაინული. “ალიონკას” მწარმოებელი კომპანია “წითელი ოქტომბერია” (Красный Октябрь), გავრცელებულ შეფუთვაზე ეს სახელი Красный Орк-ით არის ჩანაცვლებული. 

Screenshot 2 12 | mythdetector.com

გარდა ამისა, შოკოლადის შეფუთვაზე 1997, 1998, 2000 წლებში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული ჯილდოებია გამოსახული, რომლებიც ასევე “ალიონკას” შეფუთვის დიზაინიდანაა აღებული. ეს ჯილდოები რეალურად “Красный Октябрь-ს” ეკუთვნის

Screenshot 3 12 | mythdetector.com
ფოტო: Красный Октябрь-ს ჯილდოები

ქვედა მარცხენა კუთხეში გაკეთებული უკრაინული წარწერის მიხედვით, პროდუქტი უკრაინის ეროვნული სტანდარტის მიხედვითაა დამზადებული (зроблено згідно з ДСТУ). მსგავსი წარწერა (сделано по ГОСТ “დამზადებულია სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად”) იდენტურ ადგილას ორიგინალ პროდუქტს რუსულ ენაზე აქვს, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ შეფუთვის დიზაინი “ალიონკას” პროგრამულად დამუშავებით მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ შოკოლად “ალიონკას” უკრაინული ვერსიაც არსებობს, თუმცა მას სრულიად განსხვავებული დიზაინის მქონე შეფუთვა აქვს და უკრაინული კომპანია Roshen აწარმოებს.

Screenshot 4 10 | mythdetector.com

აღსანიშნავია, რომ Красный Октябрь-ს წარმოებული Алёнка-ს შოკოლადის ფილა სოციალურ ქსელში ვიზუალური მანიპულაციის საგანი ხშირად ხდება. Სხვადასხვა დროს მისი ვიზუალის დამუშავებით სხვადასხვა შინაარსის გასართობ ფოტოებს ქმნიდნენ. 

Screenshot 5 9 | mythdetector.com

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს “სტრატეგიული კომუნიკაციისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრმა” რუსული პროპაგანდისტული მიზნებისთვის გავრცელებული ვიზუალის შესახებ მომზადებული პუბლიკაცია გამოაქვეყნა და ამ დეზინფორმაციის იდეა ახსნა. ცენტრის მიხედვით, ინფორმაციის პირველწყარო პროპაგადანტისტული ანტიუკრიანული ტვიტერის ანგარიში “Donbass Devushka” არის  და რეალურად, შოკოლადის შეფუთვები გაყალბებულია.

რუსეთში, ბელგოროდის რაიონში მცხოვრები 8 წლის ბიჭი ალექსეი პავლიჩენკო რუსულ სოციალურ ქსელებსა და მედიაში რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულიდან აქტიურად ჩნდება. ის უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთ-ერთ სიმბოლოდ აქციეს.

ბელგოროდი უკრაინის მოსაზღვრე რაიონია, 8 წლის ალექსეი კი რუს ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინისკენ მიემართებოდნენ, ყოველდღიურად სამხედრო ფორმაში ჩაცმული ესალმებოდა. მას ფორმაზე რუსული სამხედრო სიმბოლო Z ჰქონდა მიმაგრებული და ამავე სიმბოლოს დროშას აფრიალებდა. კრემლის პროპაგანდისტული მედია აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ბიჭს  სამომავლოდ თვითონაც ჯარისკაცობა სურს და ამასთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ოცნებობს.

 

bavSi blariT | mythdetector.com

პროპაგანდისტული PR კამპანია არაერთ ღონისძიებას მოიცავდა. 8 წლის ალიოშა რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდა, ასევე ესტუმრა კადეტთა სკოლას, ქუჩებში მისი გამოსახულებით არაერთი ქუჩის მხატვრობა და პოსტერი გამოჩნდა. 

bavSi blariT 1 | mythdetector.com

კამპანიის ფარგლებში ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში 8 წლის ბიჭის გამოსახულებით ლიმიტირებული რაოდენობის შოკოლადი “Алёшка” გამოუშვეს. ეს სახელწოდებაც ცნობილ რუსულ შოკოლადს Алёнка-ს უკავშირდება.

Screenshot 8 5 | mythdetector.com

ნონა შარაბიძე, რომელმაც შოკოლადის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist