დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ექსპორტის 90-95% რუსეთში გადის

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

საქართველოს ექსპორტი
31
VIEWS

10 ოქტომბერს ტელეკომპანია ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა” სტუმარმა, რევაზ კილასონიამ განაცხადა, რომ საქართველოს ექსპორტის 90-95% რუსეთის ფედერაციაში გადის.

კილასონია [58:20]: მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებას, ჩვენი ექსპორტი მაინც 90-95%, მაინც რუსეთში გადის ვიდრე დასავლეთში.

საქართველოს ექსპორტი

მტკიცება, რომ საქართველოს ექსპორტის 90-95% რუსეთში გადის, მცდარია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 5 წელში რუსეთში ექსპორტის წილი 10.8-14.4% შორის მერყეობდა, ხოლო ევროკავშირში 11.6%-21.2% შორის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის ექსპორტის 90-95% ერთ რომელიმე ქვეყანაში არ გადის. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე მსხვილი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო და მისი წილი მთლიან ექსპორტში 17.9%-ია. რაც შეეხება რუსეთს, ის საექსპორტო ქვეყნებს შორის მეოთხეა და მისი წილი 11.2%-ია. 

საქართველოს ექსპორტი

ბოლო 5 წლის განმავლობაში, საექსპორტო ქვეყნებს შორის რუსეთის წილი 10.8 და 14.4%-ს შორის მერყეობდა.

წელი რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში (%)
2023 10.8
2022 11.5
2021 14.4
2020 13.2
2019 13.1

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთლიან ექსპორტში 90-95%-იანი წილი ქვეყნების რომელიმე ერთ ჯგუფსაც არ უჭირავს. 2024 წლის იანვარ-აგვისტოს ექსპორტის მონაცემები ქვეყნების ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველოს ექსპორტი

ბოლო 5 წლის განმავლობაში ექსპორტში ყველაზე დიდი წილი დსთ-ს ქვეყნებზე მოდის (45.1%-66%), ევროკავშირის ქვეყნების წილი 11.6%-21.2% შორის მერყეობს.

წელი ევროკავშირის ქვეყნების წილი (%) დსთ-ს ქვეყნების წილი (%) დანარჩენი ქვეყნების წილი (%)
2023 11.6 66 22.4
2022 15.5 48.1 36.4
2021 19.9 47.6 35.5
2020 20.9 45.1 34
2019 21.2 53.8 25

პროცენტული წილი დათვლილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist