დეზინფორმაცია, თითქოს საფრანგეთსა და იტალიაში კაფეების გათბობა აიკრძალა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

109
VIEWS

13 დეკემბერს ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა” ლალი მოროშკინამ ევროპული ქვეყნების ენერგეტიკულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მოროშკინას მტკიცებით, იტალიასა და საფრანგეთში კაფეებს გათბობის ჩართვა აკრძალული აქვთ, ამიტომ ამ ქვეყნებში ტურისტები არ არიან ჩასული. გარდა ამისა, მისი თქმით, საფრანგეთში “ავადობის პროცენტი” პანდემიის პერიოდთან შედარებით გაზრდილია და საავადმყოფოები კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს აღარ იღებენ, რადგან სახელმწიფოს მათი მკურნალობის სახსრები აღარ აქვს. “ალტერნატიული ხედვაში” მოროშკინას საუბრის ნაწყვეტები ფეისბუქ მომხმარებელმა Koba Jakobia-მაც გაავრცელა (1,2).

Screenshot 2022 12 26 153314 დეზინფორმაცია, თითქოს საფრანგეთსა და იტალიაში კაფეების გათბობა აიკრძალა

ალტ-ინფოს ეთერში ლალი მოროშკინა 2 დეზინფორმაციულ მტკიცებას აჟღერებს:  1) საფრანგეთსა და იტალიაში კაფეების გათბობა აკრძალული არ არის. ორივე ქვეყანაში დაწესებულებებს გათბობის ზედა ზღვარი აქვთ დაწესებული; ხოლო საფრანგეთში ინიციატივა ნახშირორჟანგის გამოყოფის დონის შესამცირებლად კაფეების გარე სივრცეების გათბობის აკრძალვის შესახებ 2020 წელს გაჟღერდა და ენერგოკრიზისთან კავშირი არ აქვს. 2) საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვები პანდემიის სხვა პერიოდების მაჩვენებლებზე გაცილებით დაბალია

საფრანგეთის ენერგო კრიზისთან ბრძოლის გეგმა პრემიერ მინისტრმა ელიზაბეთ ბორნმა 6 ოქტომბერს წარადგინა. გეგმის, სახელად “ენერგეტიკული სიფხიზლე” (Sobriété Enérgetique) მოკლევადიანი მიზანი მომდევნო ზამთრის რუსული ბუნებრივი აირის გარეშე გადატანა, ხოლო გრძელვადიანი – 2030 წლისთვის ენერგიის მოხმარების 30%-ით შემცირებაა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. 

გეგმა სამ ნაწილად იყოფა, იმის მიხედვით, თუ ვის ეხება ცვლილებები: საჯარო დაწესებულებებსა და სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნეს სექტორს თუ კერძო პირებს.

საჯარო სექტორისთვის შემუშავებული ზომები, როგორიცაა შენობის შიდა გათბობის 19°C-მდე დაწევა, საჯარო სპორტულ დაწესებულებებში ტემპერატურის 2°C-ით, ხოლო საჯარო საცურაო აუზებში 1°C-ით შემცირება და სახლიდან მომუშავე საჯარო მოხელეებისთვის დღიური ხელფასის მომატება, სავალდებულო ხასიათისაა

ბიზნეს სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვების ხასიათი განსხვავებულია სექტორების მიხედვით. მაგალითად, არსებობს მოლოდინი, რომ დაწესებულებები, რომლებიც სტუმრებს იღებენ (სასტუმროები, ბარები, კაფეები, რესტორნები და ა.შ.) გათბობის 19°C-იან მაქსიმუმს დათანხმდებიან

“ენერგეტიკული სიფხიზლის” გეგმის ბოლო ნაწილი კერძო პირებს ეხება და ის მთლიანად ნებაყოფლობითია. შესაბამისად, ლალი მოროშკინას მტკიცება, რომ საფრანგეთში კაფეების მეპატრონეებს გათბობის ჩართვის უფლებას არ აძლევენ, მცდარია. 

აღსანიშნავია, რომ გარე სივრცეების გათბობა რესტორნებსა და კაფეებში 2022 წლის 31 მარტიდან აკრძალულია. ამ ინიციატივის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2020 წელს გახდა და ის საფრანგეთის გეგმის ნაწილია, რომელიც ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას მიმდინარე ენერგოკრიზისთან კავშირი არ აქვს. 

რაც შეეხება იტალიას, ენერგოკრიზისთან ბრძოლაში გეგმის მთავარი ნაწილი ცენტრალური გათბობის ჩართვის 15 დღით შემცირებაა, თუმცა თარიღები მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირი არაა და ის რეგიონების მიხედვით განსხვავდება. გარდა ამისა, გათბობის მაქსიმალურ ტემპერატურად საცხოვრებელი სახლებისთვის 19°C, ხოლო ბიზნესისთვის 18° განისაზღვრა. შეზღუდვები არ ეხებათ რელიგიურ დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებსა და საცურაო აუზებს, ასევე შენობებს, რომელთა გათბობაც განახლებადი ენერგის წყაროებზეა დამოკიდებული.  

პირებს, რომლებიც წელიწადში 35,000 ევროს ან ნაკლებს გამოიმუშავებენ, ერთჯერადად 200 ევრო გამოეყოფათ. ასევე, კომპანიებს, რომლებიც ენერგიის მოხმარებაზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული და ფასები 30%-ით ეზრდებათ, სახელმწიფო 20%-იან საგადასახადო შეღავათს დაუწესებს. გარდა ამისა, განიხილება “მოულოდნელი გადასახადის” (windfall tax) შემოღება ენერგოკომპანიებზე 2023 წლისთვის.

ორივე ქვეყანა ევროკავშირის ზოგადი დირექტივების ფარგლებში მოქმედებს, რომლებიც 2022 წლის 1 დეკემბერიდან 2023 წლის მარტამდე პიკის საათებში ელექტროენერგიის მოხმარების 5%-ით შემცირებას გულისხმობს. ასევე, არსებობს გეგმა ჯამური ელექტროენერგიის მოხმარების 10%-იანი შემცირების შესახებ, რომელიც ნებაყოფლობითია და ქვეყნებს აძლევს იმის გადაწყვეტილების თავისუფლებას, თუ როგორ მიაღწიონ ამ მიზანს.

ევროპაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის გარდა ლალი მოროშკინამ “ალტერნატიულ ხედვაში” საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემაზეც ისაუბრა. მისი მტკიცებით, საფრანგეთში კოვიდით დაავადებულთა რიცხვი ძალიან მაღალია და ის პანდემიის დროინდელ რიცხვებსაც აჭარბებს, ხოლო საავადმყოფოები დაავადებულთა მიღებაზე უარს ამბობენ, რადგან სახელმწიფოს აღარ აქვს მათი მკურნალობის დაფინანსებისთვის საჭირო ხარჯები. 

23 დეკემბერის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 47,103 შემთხვევას შეადგენდა, რაც პანდემიის პიკის პერიოდებთან შედარებით ძალიან მცირე რიცხვია. შედარებისთვის, 2022 წლის 24 იანვარს ახალ შემთხვევათა რიცხვი 360,912-ს შეადგენდა, ამავე წლის პირველ აპრილს 140,513-ს, ხოლო 10 ივლისს 130,692-ს.

tskhrili დეზინფორმაცია, თითქოს საფრანგეთსა და იტალიაში კაფეების გათბობა აიკრძალა
წყარო: worldometers.info

ამასთან, ნაკლებია აქტიური შემთხვევების რიცხვიც, რომელიც პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში დაახლოებით ექვსჯერ მეტი იყო, ვიდრე 19 დეკემბრის კვირაში. 

ფრანგული უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა (STI) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების დაახლოებით 83%-ს ანაზღაურებს, დარჩენილ ხარჯებს მოქალაქეები თავად ანაზღაურებენ, ან კერძო დაზღვევას მიმართავენ

პანდემიის მანძილზე საფრანგეთის ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებულ არაერთ ხარჯს ანაზღაურებდა. მათ შორის ნიღბებისა და სადეზინფექციო ხსნარის, კორონავირუსის ტესტების, ექიმთან ვიზიტისა და ზოგიერთი წამლის ხარჯებს.  სახელმწიფო ასევე ფარავდა ყველა ხარჯს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრილი პაციენტებისთვის.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია, საფრანგეთი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist