8 ივლისს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პრორუსული და ანტილიბერალური “ალტ-ინფოს” მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა “Tbilisi Pride-ის” მიერ დაგეგმილი ფესტივალი ჩაშალა და ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ფესტივალისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები გაანადგურა.
ღონისძიების ჩაშლის შემდეგ, კრემლისტური არხის “ალტ-ინფოსა” და სხვა ანტილიბერალური ჯგუფების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელებში ლისის მიმდებარე ტერიტორიის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეო გაავრცელეს. მაგალითად, “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა, ასევე ფეისბუქ-გვერდები ქართული იდეა – qartuliidea.ge, მართლმადიდებლური გვერდი და არაერთი ფეისბუქ-ანგარიში (1, 2, 3, 4) ავრცელებენ კადრებს, რომლებშიც თეთრი ფერის კონსტრუქციაა ნაჩვენებია. მათი მტკიცებით, ეს სატანისტური კერპის, სახელად “მოლოქის” ფიგურაა და კერპი ბავშვების მსხვერპლშეწირვასთანაა დაკავშირებული.
დეზინფორმაციაა, თითქოს “Tbilisi Pride-მა” “პრაიდ ფესტივალზე” სატანისტური კერპის – მოლოქის ინსტალაცია განათავსა, რომელიც ბავშვების მსხვერპლშეწირვას უკავშირდება. რეალურად, აღნიშნული ინსტალაცია “Tbilisi Open Air-ს” ეკუთვნის, ის ირაკლი კეიდიას წიგნის შთაგონებითაა შექმნილი, ფესტივალის დეკორაციის ნაწილია და მოლოქთან ან სხვა ღვთაებასთან კავშირი არ აქვს.
-
ინსტალაცია “Tbilisi Open Air-ის” ფესტივალის დეკორაციის ნაწილია და სატანურ ღვთაებებთან კავშირი არ აქვს
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მითების დეტექტორი” “”Tbilisi Pride-ისა” და “Tbilisi Open Air-ის” წარმომადგენლებს დაუკავშირდა. “Tbilisi Pride-ის” თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას თქმით, კონსტრუქცია მათ არ ეკუთვნით. “”Tbilisi Pride-ს” ლისის მიმდებარე ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდა ნაქირავები, აღნიშნული კონსტრუქცია კი უკვე რამდენიმე წელია “Tbilisi Open Air-ის” საფესტივალო ტერიტორიაზეა განთავსებული.
“Tbilisi Open Air-ის” ერთ-ერთი სცენის, Eye Stage-ის თანადამფუძნებელმა ქეთა დონაძემ “მითების დეტექტორთან” სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ინსტალაცია Eye Stage-ის საკუთრებაა, ის ფესტივალის დეკორაციის ნაწილი იყო და დაბნელების შემდეგ 3-განზომილების ვიზუალებით ნათდებოდა. დონაძე აღნიშნავს, რომ ინსტალაცია ქართველი მწერლის, ირაკლი კეიდიას წიგნის “ანუნაკების” შთაგონებით და თვითონ კეიდიას თანამონაწილეობით შეიქმნა.

რაც შეეხება მოლოქს, რომელსაც გავრცელებული პოსტების ავტორები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ინსტალაციას უკავშირებენ, ის ქანაანური ღვთაებაა, რომელიც ბიბლიურ წყაროებში ბავშვების მსხვერპლშეწირვის პრაქტიკასთანაა დაკავშირებული. შუა საუკუნეების პერიოდიდან მოლოქს ხარის თავის მქონე ფიგურად გამოსახავდნენ.

მოლოქისა და ბაფომეტის ღვთაებებზე აქამდე გავრცელებული კონსპირაციებისა და დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:
- საიდან იღებს სათავეს უკრაინის გერბი და რასთან აკავშირებენ მას კონსპიროლოგები?
- სატანური ღვთაება თუ ბრანდენბურგის კარიბჭე? – რისი ასლია რუსთაველის ქუჩაზე განთავსებული განათება
8 ივლისს დაგეგმილი “პრაიდ ფესტივალის” ჩასაშლელად “ალტ-ინფოს” მიერ ორგანიზებული ჯგუფები დილიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლის შემდეგ, ძალადობრივმა ჯგუფებმა “პრაიდ ფესტივალისთვის” განკუთვნილი სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. ორგანიზატორები ფესტივალის ტერიტორიიდან საევაკუაციო მიკროავტობუსებით პოლიციამ გაიყვანა. ტერიტორიის დარბევის შემდეგ სავარაუდო ზარალი 10 ათასი ლარს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ჩაშლა ანტილიბერალური ჯგუფების მიერ ჯერ კიდევ ივნისის თვეში იგეგმებოდა, ისინი რეგიონებიდან ხალხის მობილიზაციის მიზნით თანხასაც აგროვებდნენ.
პრაიდ ფესტივალის დარბევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიშებს, რომლებმაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სატანური ინსტალაციის განთავსებაზე დეზინფორმაცია გაავრცელეს, მცდარი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გამოუქვეყნებიათ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:
ლევან ჩაჩუა:
- გიორგი მაისურაძის სახელით მართლმადიდებლობის შესახებ ყალბი განცხადება ვრცელდება
- რა მანიპულაციური გზავნილები ვრცელდება კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებით?
კონსერვატიული მოძრაობა რუსთავი:
- აიკრძალა თუ არა კიევში სააღდგომო ღვთისმსახურება?
- კიევ-პეჩერის ლავრის ჯვრების გაშავებაზე კრემლის მედია კონსპირაციას ავრცელებს
სტრიჟაკი ლია:
- რას განასახიერებს ზელენსკის მიერ რომის პაპისთვის ნაჩუქარი ღვთისმშობლის ნახატი?
- TBILISI PRIDE-ის ხელმძღვანელის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.