დეზინფორმაცია, თითქოს მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი რნმ ვაქცინები გახდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

რნმ ვაქცინები
47
VIEWS

2024 წლის 10 ივლისს  ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა 3 წუთიანი ვიდეო, რომელშიც მოქალაქეთა გარდაცვალებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას უკავშირებენ. პოსტის ავტორი ვიდეოს შესახებ წერს: “მაშინ როცა კოვიდ-19 შხამ-ინექციებით ყოველ დღე, ათობით ქართველი იღუპება, ამის მიუხედავად გეგმიური ინექციები რაც ” ჯანმო-მ” ბოლო წლებში ჩაუშვა ამჯერად ბავშვების დასაშხამად, არც კი შეჩერებულა…!! გაუფრთხილდით შვილებს, ეს “რნმ” ინექციები აცრიდან 6 თვე, 3-5 წლის ფარგლებში სრულად დაასნეულებს ადამიანებს, დიდსა თუ პატარას, შევაჩეროთ ერის გენოციდი ჯერ კიდევ სანამ დროა!”  

რნმ ვაქცინები

ვიდეოში ასახული ადამიანების გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. რეალურად, ზოგიერთი მათგანი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ნაწილი კი სხვადასხვა დაავადებით დაიღუპა, რომელსაც კოვიდ-ვაქცინასთან  კავშირი არ აქვს.  ნაწილის გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებით არ იძებნება. სიმართლეს ასევე არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს რნმ ვაქცინები ადამიანის ჯანმრთელობისთის საფრთხეს შეიცავს. 

გამოქვეყნებულ ვიდეოში გვხვდება  მირანდა ცეხლაძის ფოტო. ფოტოს დართული აქვს წარწერა – “მირანდა ცეცხლაძე აცრიდან 25 თვეში გარდაიცვალა”. თუმცა, რეალურად, ახალგაზრდა ქალის დაღუპვა კავშირში არ არის ვაქცინაციასთან – ის 2023 წლის ივლისში ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.  

რნმ ვაქცინები

ასევე,  ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა დავით დარჯანია, რომლის ფოტო ასევეა ნაჩვენები ვიდეოში მტკიცებით, რომ ის ვაქცინაციიდან 34 თვეში გარდაიცვალა. დარჯანია 2024 წლის 6 ივლისს კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად არის დაღუპული (1;2).

რნმ ვაქცინები

2023 წლის ნოემბერში ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევას ესმხვერპლა  24 წლის თორნიკე გვადიბაძეც (1;2;3), რომლის ფოტო ასევეა ვიდეოში, მტკიცებით, რომ ის აცრიდან 26 თვეში გარდაიცვალა.  

რნმ ვაქცინები

პოსტის ავტორი ვიდეოში ასევე აქვეყნებს დავით ბერიაშვილის ფოტოს, რომ ის “აცრიდან 2 წელში გარდაიცვალა”. რეალურად, ის 3 აგვისტოს შოვში მომხდარ ტრაგედიას – მეწყერის ჩამოწოლას ემსხვერპლა. მისი ცხედარი 5 აგვისტოს ამოიცნეს.  

რნმ ვაქცინები

ვიდეოში ასევეა ნაჩვენები პროფესორ გიორგი გახელაძის ფოტო. 57 წლის კაცი 2024 წლის 19 ივნისს დაიკარგა. 6 დღიანი ძებნის შედეგად იგი კუს ტბასთან გარდაცვლილი იპოვეს.  ცხედარი გადაასვენეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც  დადგინდება მისი გარდაცვალების მიზეზი. თუმცა, ღია წყაროებით არ იძებნება ინფორმაცია, რომ მის გარდაცვალებას ოჯახი ან ექიმები ვაქცინაციას უკავშირებენ.

რნმ ვაქცინები

კიდევ ერთი დაკარგული ადამიანი, რომლის ფოტოსაც ვიდეოში აჩვენებენ, თორნიკე ჭავჭავაძეა. ის 2024 წლის 18 ივნისს საბადურის ტყეში გრადაცვილი იპოვეს. მის შემთხვევაშიც, გარდაცვალების მიზეზზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, ხოლო მტკიცება, თითქოს ის ვაქცინაციას ემსხვერპლა, ღია წყაროებით ასევე არ დასტურდება.  

რნმ ვაქცინები

ვიდეოში ასახული კიდევ ერთი მოქალაქე, მადონა კვანტალიანი 2024 წლის 22 ივნისს გარდაიცვალა. ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ მიზეზი ვაქცინაცია გახდა, თუმცა, 2019 წელს ერთ-ერთ გადაცემაში ყოფილი პედაგოგი საუბრობდა, რომ საქმიანობას ინსულტმა დააშორა

შესაბამისად, “ბოლო ჟამის ქრისტიანები” მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზებზე დეზინფორმაციას ავრცელებს და მას კოვიდ-ვაქცინას უკავშირებს, მაშინ, როცა ვიდეოში ნაჩვენები ადამიანების ნაწილის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ღია წყაროებით იძებნება. მათი ნაწილი უბედური შემთხვევის შედეგად არის გარდაცვლილი, ნაწილის დაღუპვის მიზეზს კი ვაქცინაციას არ უკავშირებენ. ვიდეოში ასახული სხვა ადამიანების გარდაცვალების კონკრეტული გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ არის გავრცელებული.  

“მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა დეზინფორმაციული ვიდეო, რომელშიც მოქალაქეების გარდაცვალებას Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციას უკავშირებენ.  

წყაროს შესახებ

“ბოლო ჟამის ქრისტიანები” კონსპირაციის თეორიებსა და დეზინფორმაციას, მათ შორის, ვაქცინაციის შესახებ, სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტეტქორს” ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული მრავალი მცდარი მტკიცება აქვს გადამოწმებული.  


ია იაძე 

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist