დეზინფორმაცია, თითქოს კიევში ბავშვთა საავადმყოფო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ დააზიანა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.1k
VIEWS

8 ივლისს რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მათ შორის კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე “ოხმატდიტ”. იმავე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა რუსეთის იერიშის სამიზნე არ ყოფილა და “მრავალრიცხოვანი ფოტო და ვიდეოკადრები ცალსახად ადასტურებს”, რომ ნგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგია. ეს მტკიცება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ რამდენიმე განცხადებაში გაიმეორა. სამინისტროს განცხადება აქტიურად გააშუქა, რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ (1,2,3,4), მათ შორის Russia Today, Ria Novosti. კრემლისტურმა მედიამ ასევე აქტიურად გააშუქა, პრორუსულად განწყობილი ამერიკელი ბლოგერის ჯეკსონ ჰინკლის პოსტი X-ზე, რომ ბავშვთა საავადმყოფოს უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა მოხვდა (1,2,3,4,5,6,7). 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საავადმყოფოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა მოხვდა (1,2,3).

Screenshot 2024 07 10 at 10.55.16 AM დეზინფორმაცია, თითქოს კიევში ბავშვთა საავადმყოფო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ დააზიანა

Screenshot 2024 07 10 at 10.55.33 AM დეზინფორმაცია, თითქოს კიევში ბავშვთა საავადმყოფო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ დააზიანა Screenshot 2024 07 10 at 10.55.43 AM დეზინფორმაცია, თითქოს კიევში ბავშვთა საავადმყოფო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ დააზიანა Screenshot 2024 07 10 at 10.55.54 AM დეზინფორმაცია, თითქოს კიევში ბავშვთა საავადმყოფო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ დააზიანა

მტკიცება, რომ ბავშვთა საავადმყოფო ოხმატდიტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა, დეზინფორმაციაა. უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი გამოძიების და გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის შეფასებით და ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიზის მიხედვით, საავადმყოფოზე თავდასხმა რუსული ფრთოსანი რაკეტით განხორციელდა.

უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი გამოძიების შედეგების მიხედვით, საავადმყოფოზე თავდასხმისთვის Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა იყო გამოყენებული. უწყების ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნი იყო შესაბამისი მტკიცებულებები: Х-101 რაკეტის უკანა ნაწილის კორპუსის ნამტვრევები სერიული ნორმით და ამავე რაკეტის საჭის ნაწილი. უწყებამ შემთხვევის ადგილიდან რაკეტის ნამსხვრევების ფოტოებიც გაავრცელა.

Screenshot 2024 07 10 at 10.58.39 AM დეზინფორმაცია, თითქოს კიევში ბავშვთა საავადმყოფო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ დააზიანა

სოციალურ ქსელებში ასევე აქტიურად გავრცელდა ვიდეო, რომელზეც საავადმყოფოზე დარტყმის მომენტი ჩანს.

Screenshot 2024 07 10 at 10.59.35 AM დეზინფორმაცია, თითქოს კიევში ბავშვთა საავადმყოფო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ დააზიანა

ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ რაკეტა საავადმყოფოსთან შეჯახებამდე მკვეთრად ქვევით მიმართული ტრაექტორიით მიფრინავს. ISW თანახმად, რაკეტის ტრაექტორია და მისი ძრავა, რუსული Х-101 ტიპის რაკეტის სილუეტს შეესაბამება, რაც მიუთითებს, რომ ეს რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ არ იყო გაშვებული. ვიდეო ასევე მიუთითებს იმაზე, რომ საავადმყოფოსთან შეჯახებამდე რაკეტა დაზიანებულიც არ ყოფილა.

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, დენიელ ბელმაც მსგავსი შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ მისიის ანალიზის თანახმად, საავადმყოფოზე თავდასხმა დიდი ალბათობით რუსული მხარის მხრიდან პირდაპირი თავდასხმის შედეგი იყო.

დანიელ ბელი: “ვიდეომასალის ანალიზი და ინციდენტის ადგილის შეფასება მიუთითებს მაღალ ალბათობაზე, რომ ბავშვთა საავადმყოფოზე პირდაპირი დარტყმა განხორციელდა და არ დაზიანებულა რაკეტის ჩამოგდების შედეგად”

Screenshot 2024 07 10 at 11.00.48 AM დეზინფორმაცია, თითქოს კიევში ბავშვთა საავადმყოფო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ დააზიანა

  • კიდევ რა დეზინფორმაციული მტკიცებები ვრცელდება ბავშვთა საავადმყოფო ოხმატდიტზე თავდასხმასთან დაკავშირებით?

უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა (1,2,3) და ომის კვლევის ინსტიტუტმა საავადმყოფოზე თავდასხმასთან დაკავშირებით კრემლისტური წყაროებში გავრცელებული სხვადასხვა ნარატივები გამოავლინეს:

  • ბავშვთა საავადმყოფოში უკრაინელ სამხედროებს მკურნალობენ/საავადმყოფო სინამდვილეში სამხედრო ჰოსპიტალია
  • საავადმყოფოში სამხედრო მასალა ინახებოდა
  • საავადმყოფოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეხვედრა მიმდინარეობდა
  • საავადმყოფო უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა საგანგებოდ დააზიანეს, რათა ომის გაგრძელებისთვის დასავლეთის დაფინანსება მოიპოვონ
  • რუსეთის სამიზნე საავადმყოფოდან 1.6 კილომეტრით დაშორებული ქარხანა Artem-ი იყო

ომის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ გავრცელებული მტკიცებები არსებულ ფაქტებს ეწინააღმდეგება. არსებული ინფორმაცია, მიუთითებს რომ საავადმყოფო მკაცრად სამოქალაქო ობიექტია და მას რუსული რაკეტა Х-101 პირდაპირი იერიშის შედეგად მოხვდა. გარდა ამისა, ინსტიტუტი აღნიშნავს, სამხედრო ჰოსპიტალიც ომის დროს ლეგიტიმურ სამიზნეს არ წარმოადგენს და ყალბი ნარატივი, რომ ოხმატდიტში სამხედროებს მკურნალობდნენ ან ეს სამხედრო საავადმყოფო იყო, რუსეთის იერიშს მაინც ვერ ამართლებს.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსულ მხარეს არაერთხელ აურიდებია პასუხისმგებლობა, მაგალითად კრემლისტური წყაროები უარყოფდნენ ბუჩას ტრაგედიას და ოლენივკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების ციხეზე თავდასხმაში კიევს ადანაშაულებდნენ. 

არქივის ბმულები: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო (1,2,3), Russia Today (1,2), Рен TV (1,2), Газета.ru. Взгляд, Регнум, РИА Новости (1,2,3), Россиская газета, Life.ru, Лента, Московский Комсамолец, Царград.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist