დეზინფორმაცია, თითქოს კაფსულიანი მედიკამენტები გრაფენის ოქსიდს შეიცავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

Mif detektoru ilə dezinformasiyanın aşkarlanması
66
VIEWS

12 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3.) გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებშიც ისინი ამტკიცებენ, რომ აფთიაქებში ნაყიდი კაფსულიანი მედიკამენტების დიდი ნაწილი შეიცავს გრაფენს, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, პოსტის ავტორები მოუწოდებენ ხალხს, კაფსულები მაგნიტით შეამოწმონ. მათი თქმით, თუ მაგნიტი კაფსულას მიიკრავს, ეს იმის დამდასატურებელი იქნება, რომ წამალი ნამდვილად გრაფენს შეიცავს. პოსტებში ატვირთულია ვიდეოც, რომელშიც რუსულად მოსაუბრე მამაკაცი მაგნიტით ექსპერიმენტს ატარებს.

graphenis oqsidi | mythdetector.com

graphenis oqsidi1 | mythdetector.com

მტკიცება იმის შესახებ, რომ კაფსულიანი მედიკამენტები გრაფენს შეიცავს, დეზინფორმაციულია. კაფსულების შესაღებად გამოიყენება რკინის ოქსიდი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა, ამ ტიპის მედიკამენტების მაგნიტურობაც სწორედ რკინის ოქსიდით აიხსნება.

მტკიცებები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა სახის მედიკამენტები გრაფენის ოქსიდს შეიცავს, წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ფეისბუქზე გაზირებული ვიდეოს მსგავსი კადრები ბრიტანულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Full Fact-მა გადაამოწმა. მწარმოებლის მიერ მიწოდებული დეტალური შემადგენლობისა და ზოგად ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ დაადგინეს, რომ კაფსულა გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს. მისი მაგნიტურობა კი, დიდი ალბათობით რკინის ოქსიდმა გამოიწვია, რომელიც  მისი სხვა წამლებისაგან გარჩევადობის მიზნით, კაფსულის შესაღებად და შიგთავსის დასაცავად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ ანგარიშების მიერ ატვირთულ ვიდეოშიც მაგნიტი მხოლოდ კაფსულის შეღებილ ნაწილზე მოქმედებს. 

როიტერსმა (1, 2, 3.) და სხვა საერთაშორისო მედია საშუალებებმა (1, 2.) არაერთი მსგავსი მტკიცება გადაამოწმეს. გავრცელებულ პოსტებში ძირითადად კონკრეტული მედიკამენტები იყო ნაჩვენები, რომელთაც პოსტის ავტორები ხსნიდნენ, კაფსულის შეფერილ ნაწილს ცხელ წყალში აგდებდნენ და შემდეგ დაშლილ ნაწილზე მაგნიტით მანიპულირებდნენ. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს კონკრეტული მედიკამენტები (ფლუკლოკსაცილინი, იბუპროფენი, ამოქსიცილინი) გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს და მისი მაგნიტური თვისებებიც რკინის ოქსიდის გამოყენებით იხსნება. 

რკინა ადამიანის ყოველდღიური კვების რაციონის ნაწილია და მცირე დოზით მისი მიღება ორგანიზმისათვის აუცილებელია. ფარმაცევტიკის პროფესორმა ჰანა ბაჩელორმა როიტერსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ რკინის ოქსიდის გამოყენება კაფსულებში სახიფათოდ მივიჩნიოთ. 

რა არის გრაფენის ოქსიდი?

გრაფენის ოქსიდი მიიღება გრაფენის ოქსიდიზაციისაგან და წარმოადგენს ერთ ატომიან ნივთიერებას. მისი გამოყენება შესაძლებელი ენერგეტიკის, მედიცინისა და სხვა სფეროებში. თავად გრაფენი კი წარმოადგენს ნახშირბადისგან შემდგარ, ორ განზომილებიან კრისტალს, რომლის თითოეული ატომი მეზობელ სამ ატომთან იდენტური კუთხით არის დაკავშირებული და ჰექსაგონის ფორმას ქმნის. მისი უნიკალური თვისებების გამო, ის ფოლადზე მტკიცე და მსუბუქია და მრავალი სფეროს განვითარებისათვის გამოიყენება. 

გრაფენის ოქსიდი გამოიყენება ბიოტექნოლოგიისა და მედიკამენტების შექმნის პროცესში, თუმცა ის წამლის თუ ვაქცინების შემადგენლობაში არ შედის და შესაბამისად ადამიანის ორგანიზმში არ ხვდება. 

დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ტიპის მედიკამენტები, ვაქცინები თუ სამედიცინო დანიშნულების ნივთები გრაფენის ოქსიდს შეიცავს, ბოლო წლების მანძილზე ხშირად ვრცელდებოდა. დეტალურად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ ანგარიში “მაია თვალთვაძე” რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist