დეზინფორმაცია, თითქოს კალიფორნიის კანონპროექტი მშობელს ახალშობილის მკვლელობის უფლებას აძლევს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დეზინფორმაცია
2.7k
VIEWS

8 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა ამირანი ფრუიძემ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ვიდეოს ავტორი კალიფორნიის შტატში განხილულ კანონპროექტზე საუბრობს და ამბობს, რომ კანონპროექტის მიხედვით, ნებსმიერ მშობელს მისი 7 დღემდე ახალშობილის მოკვლის უფლება აქვს და ამისთვის სასჯელი არ დაემუქრება.

Screenshot 14 4 | mythdetector.com

1 აპრილს იდენტური ინფორმაცია მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის (СПЖ) რუსულენოვან ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. კანონპროექტზე ინფორმაცია სხვა რუსულენოვან ვებ-გვერდებსა და ფორუმებზეც (1, 2, 3, 4)  გამოაქვეყნეს.

Screenshot 15 4 | mythdetector.com

გარდა ამისა, ამ თემაზე პოსტები რუსულენოვან ფეისბუქ-გვერდებზე, ჯგუფებსა (1, 2, 3) და ინდივიდუალურ ანგარიშებზეც (1, 2, 3, 4)  გამოქვეყნდა.

მტკიცება, თითქოს კალიფორნიაში განხილული კანონპროექტი AB-2223 მშობელს ახალშობილების 7 დღის განმავლობაში მკვლელობის კანონიერ უფლებას აძლევს, დეზინფორმაციაა. კანონპროექტის არასწორი ინტერპრეტაცია “პერინატალური სიკვდილის” ტერმინმა გამოიწვია, მოგვიანებით კი დაკონკრეტდა, რომ ჩანაწერი ორსულობასთან დაკავშირებულ სიკვდილს ეხება, რომელიც მუცლადმყოფ ნაყოფს მიემართება და არა უკვე დაბადებულ ბავშვს. 

კანონპროექტი AB-2223, რომელმაც 26 მაისს კალიფორნიის ასამბლეის იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერა მიიღო (48 ხმა 21-ის წინააღმდეგ), სენატში კი პირველი მოსმენით განიხილეს, მიზნად რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვას ისახავს. კონკრეტულად კი, კალიფორნიის შტატის ასამბლეის წევრის, ბაფი ვიკსის წარდგენილი კანონპროექტი ქალებს, რომლებმაც გაიკეთეს აბორტი ან შეუწყდათ ორსულობა, სამართლებრივი დევნისა და დასჯისგან იცავს.

კანონპროექტის არასწორი ინტერპრეტაცია და შემდეგში დეზინფორმაციის გავრცელება მე-7 სექციაში ნახსენებმა ტერმინმა “პერინატალური სიკვდილი” (perinatal death) გამოიწვია. 

კანონპროექტში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, რომლის დროსაც მშობელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება, მათ შორისაა აბორტი, მკვდრადშობადობა, ორსულობის შეწყვეტა (“მუცლის მოშლა”). ამის გარდა, კანონპროექტის პირველ ვერსიაში ეწერა “ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზით გამოწვეული პერინატალური სიკვდილი”, 6 აპრილს კი ეს ნაწილი შეიცვალა და ჩაიწერა “საშვილოსნოში მომხდარი მიზეზით გამოწვეული პერინატალური სიკვდილი”.

Screenshot 16 3 | mythdetector.com

ამის მიზეზი ისაა, რომ პერინატალური სიკვდილი შეიძლება მოიცავდეს როგორც ნაყოფის მუცლადყოფნისას, ისე ჩვილის დაბადებიდან რამდენიმე დღიდან კვირამდე სიკვდილს.

ტექსტის კორექტირება იმის შემდეგ მოხდა, რაც 5 აპრილს ასამბლეის იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტის ანალიზი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პერინატალური სიკვდილის ტერმინში ნათლად არ ჩანს, რომ აქ ორსულობის გართულებების მიერ გამოწვეული შედეგი იგულისხმება და შეიძლება ამ ნაწილის ინტერპრეტაცია ისე მოხდეს, თითქოს კანონპროექტი ფეხმძიმეს ნებისმიერ სამართალდარღვევაზე იმუნიტეტს ანიჭებს, მათ შორის პერინატალურ პერიოდში ჩვილის ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის დროსაც, რაც კანონპროექტის ავტორის განზრახვა არ არის.

კანონპროექტის ავტორი ბაფი ვიკსის სპიკერმა – ერინ ივიმ The Associated Press-სთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ კანონპროექტი სპეციფიკურად ორსულობასა და მასთან დაკავშირებულ შედეგებს შეეხება და ის ახალშობილების მკვლელობის დეკრიმინალიზაციას არ ახდენს.

კანონპროექტის არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე სტატიები ამერიკულმა გამოცემებმაც Factcheck.org, Reuters და apnews მოამზადეს.

წყაროების შესახებ

ვიდეო, რომელშიც კალიფორნიის კანონპროექტზეა საუბარი, ტიკ-ტოკის პლატფორმაზე მომხმარებელ ლანა ბარამიძეს 8 ივნისს აქვს გამოქვეყნებული. 10 ივნისის მდგომარეობით, ვიდეოს 34 ათასზე მეტი ნახვა, 334 მოწონება და 202 გაზიარება აქვს. ლანა ბარამიძეს ტიკ-ტოკზე 17 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და უმეტესად ყოველდღიურობის ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებს.

Screenshot 17 3 | mythdetector.com

“მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის” “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში აღნიშნულია, რომ ის 2015 წელს უკრაინაში შეიქმნა, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, მიტროპოლიტ ონუფრეს  “უკრაინული ხელმძღვანელობის მიერ” დევნის “სრულფასოვნად  და ობიექტურად” გაშუქების მიზნით. ვებ-გვერდი უკრაინულ, რუსულ, ინგლისურ, ბერძნულ, რუმინულ, ქართულ და რუსულ ენებზე ფუნქციონირებს. 

Screenshot 18 4 | mythdetector.com

“მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის” ქართულენოვანი  ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ჯო ბაიდენის გაყალბებული ციტატის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist