დეზინფორმაცია, თითქოს ჯონათან ვან ნესი თეთრი სახლის პრესმდივნად აირჩიეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

Manipulation and disinformation
173
VIEWS

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო (1, 2, 3) რომელშიც სტილისტი და მსახიობი, ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი ჯონათან ვან ნესი თეთრი სახლის ტრიბუნასთან დგას. აღწერების მიხედვით ის თეთრი სახლის ახალ პრესმდივნად აირჩიეს და “შავკანიან ლესბოსელს” კარინ ჟან-პიერს ჩაანაცვლებს. კომენტარებში მომხმარებლების ნაწილი ამ ამბავს, როგორც რეალურს ისე აღიქვამს. 

Screenshot 2024 06 24 at 5.46.25 PM | mythdetector.com

Screenshot 2024 06 24 at 5.46.42 PM | mythdetector.com

ვიდეოში, თეთრი სახლის ტრიბუნასთან მოსაუბრე ადამიანი ნეტფლიქსის რეალითი შოუს ” Queer Eye” ერთ-ერთი მონაწილე ჯონათან ვან ნესია. მას და სხვა მსახიობებს  19 ივნისს აშშ-ის ვეცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თეთრ სახლში უმასპინძლა, რათა ლგბტქ+ თემის მიერ 20 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი განეხილათ. ჯონათან ვან ნესი თეთრი სახლის პრესმდივნად არ აურჩევიათ. მან ვიზიტისას იმიტირებული ბრიფინგი გამართა და პრესმდივნის როლი გაითამაშა.

19 ივნისს თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ნეტფლიქსის რეალითი შოუს Queer Eye -ის მსახიობებს შეხვდა. მათ შორის იყო ჯონათან ვან ნესი, რომელიც ვიდეოში ტრიბუნასთან დგას. ამის შესახებ ინფორმაცია კამალა ჰარისმა X-ზე გამოაქვეყნა

Screenshot 2024 06 24 at 5.49.37 PM | mythdetector.com

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი წერს, რომ მსახიობებთან განიხილა ლგბტქ+ თემის მიერ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიღწეული, მძიმე ბრძოლით მოპოვებული პროგრესი. 

ჯონათან ვან ნესმა  თეთრ სახლში იმიტირებული ბრიფინგი გამართა და პრესმდივნის როლი გაითამაშა.  ის პრესმდივნად არ აურჩევიათ.

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიშს Георгий Кушиташвили დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.


გრიშა მკრტჩიან

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist