დეზინფორმაცია, თითქოს ისრაელის საკონდიტრომ ზელენსკის ჩამოხრჩობის ამსახველი ტორტი გააკეთა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
432
VIEWS

2023 წლის 12 ოქტომბერს რუსულენოვანმა მედიამ utyug.info, ასევე რუსულ და ქართულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა გაავრცელეს მტკიცება, რომ ისრაელის ერთ-ერთმა ცნობილმა საკონდიტრო მაღაზიამ დაამზადა ტორტი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ჩამოხრჩობას ასახავს. ინფორმაციის წყაროდ, The Jerusalem Post-ის სტატიაა დასახელებული, ხოლო პოსტების ავტორების მტკიცებით, თელ-ავივში დაფუძნებული საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონე ავი მელამედსონმა  აღშფოთება ამ ფორმით გამოხატა და განაცხადა, რომ ეს არის “პერფორმანსი ზელენსკის კორუმპირებული მთავრობის მოქმედების წინააღმდეგ, რომელთა წყალობითაც ასობით ტონა იარაღი მოხვდა ჰამასის ხელში.” პოსტების ნაწილს აგრეთვე თან ერთვის ვიდეო და მელამედსონის საკონდიტრო მაღაზიის ინსტაგრამ სთორის სქრინშოთი. ყველა მათგანზე  The Jerusalem Post-ის ლოგოა გამოსახული.

zelenski sarchobelazed | mythdetector.com

zelenski sarchobelazed1 | mythdetector.com

მტკიცება, თითქოს ისრაელის საკონდიტრო Melamedsonpastry-მ პრეზიდენტი ზელენსკის ჩამოახრჩობის ამსახველი ტორტი დაამზადა დეზინფორმაციაა. ავი მელამედსონმა, Melamedsonpastry-ის მფლობელმა, გავრცელებული მტკიცება “მითების დეტექტორთან” მიმოწერაში უარყო. ამასთანავე, მსგავსი სტატია არც The Jerusalem Post-ის ოფიციალურ ვებ-საიტზე და არც გამოცემის სოციალური მედიის ანგარიშებზე არ გამოქვეყნებულა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „მითების დეტექტორი“ აღნიშნული საკონდიტროს მფლობელს, ავი მელამედსონს დაუკავშირდა, რომელმაც წერილობით კომუნიკაციაში კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მიზნად შუღლის გაღვივებას ისახავს. მან ასევე დასძინა, რომ მის საცხობს მსგავსი ტიპის პროდუქტი არასდროს შეუქმნია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებული ვიდეო “The Jerusalem Post”-ის ძველ ლოგოს იყენებს. უნდა აღინიშნოს, რომ TJP-ის ამჟამინდელი ლოგო და შრიფტი განსხვავებულია.

zelenski sarchobelazed2 | mythdetector.com
ასე გამოიყურება The Jerusalem Post-ის სთორი ახლა

“მითების დეტექტორმა” აგრეთვე საფუძვლიანად შეისწავლა როგორც  მელამედსონის საცხობის, ისე  The Jerusalem Post-ის ვებ-საიტი და სოციალური მედიის ანგარიშები. მელამედსონის საკონდიტროს ოფიციალურ ფეისბუქსა და ინსტაგრამ გვერდებზე ან მის ვებსაიტზე არცერთ მსგავს მოვლენასთან დაკავშირებული პოსტი ან განცხადება არ გვხვდება. გარდა ამისა, არცერთი მსგავსი სტატია არ გამოქვეყნებულა The Jerusalem Post-ის მიერ  არც ვებგვერდზე და არც მის სოციალური მედიის ანგარიშებზე (1,2,3).

წყაროს შესახებ:

ფეისბუქის ანგარიში “Eduard Jishkariani” ხშირად ანტიდასავლურ და ანტიუკრაინული შინაარსის შემცველ პოსტებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია მითების დეტექტორს წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3).


სუბჰან ჰესენლი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist