დეზინფორმაცია, თითქოს გიორგი გახარია 20 ოქტომბრის აქციას თბილისი პრაიდის გამო არ შეუერთდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

77
VIEWS

21 ოქტომბერს “ალტ-ინფოს” გადაცემაში “დღის კომენტარი” სტუმარმა რამაზ ღვალაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარია 20 ოქტომბრის აქციაზე “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” არ მივიდა, რადგან გაიგო, რომ აქციას “ელგებეტე პრაიდი” უერთდებოდა.

20 ოქტომბრის აქცია

მტკიცება, რომ გიორგი გახარია 20 ოქტომბრის აქციაზე არ მივიდა, რადგან აქციას პრაიდი შეუერთდა, ყალბია. გიორგი გახარიამ აქციის მხარდაჭერა გამოხატა. აქციას ესწრებოდნენ როგორც პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრები, ასევე უშუალოდ გახარიას ოჯახის წევრებიც.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” პარტია “გახარია – საქართველოსთვის” დაუკავშირდა. პარტიის წარმომადგენელმა “მითების დეტექტორს” “პალიტრანიუსთან” გიორგი გახარიას გაკეთებული კომენტარი მიაწოდა. “პალიტრანიუსის” ჟურნალისტმა გახარიას ჰკითხა, უერთდებოდნენ თუ არა ის და მისი გუნდი 20 ოქტომბრის მარშსა და აქციას “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”.

გიორგი გახარია: “ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ აქციაზე იქნებიან. ვიღაცა იქნება აქციაზე თბილისში, ვიღაცა იქნება ბათუმში კამპანიაზე, ვიღაცა იქნება ზუგდიდში. აქციაზე, რომელიც არის აპოლიტიკური და მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაცავად, გასაძლიერებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვიქნებით.”

გარდა ამისა გიორგი გახარიამ თავის ინსტაგრამ-გვერდზე ოჯახის წევრების აქციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით “საქართველო ირჩევს ევროპას”. 

20 ოქტომბრის აქცია

პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ 20 ოქტომბრის აქციას პარტიის წევრები, მათ შორის დიმიტრი ცქიტიშვილი, თეონა აქუბარდია და ვიკა ფილფანი შეუერთდნენ.

20 ოქტომბერს მარში და აქცია “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” 11 სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ იყო დაგეგმილი. მარშის მონაწილეები 17:00 საათიდან სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ და ბოლოს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც კონცერტი გაიმართა. მარშის მიზანი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს ევროპული არჩევანის ჩვენება იყო. აღსანიშნავია, რომ “თბილისი პრაიდი” აქციას შეუერთდა, თუმცა მისი ორგანიზატორი არ ყოფილა. მარშსა და აქციასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ღონისძიების გამართვამდეც გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist