დეზინფორმაცია, თითქოს FDA გეგმავს, აშშ-ში მარილი mRNA-ის შემცველი მარილით ჩაანაცვლოს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

FDA
58
VIEWS

2024 წლის 2 ივნისს ანონიმურმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Maria Maria გაავრცელა ინფორმაცია, რომ FDA (აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია) გეგმავს, ამერიკაში მარილი ჩუმად შეცვალოს Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის მიერ წარმოებული ახალი სინთეზური “მარილის შემცვლელით”, რომელიც მესენჯერულ რნმ-ს (mRNA) ქიმიკატებს შეიცავს. პოსტის აღწერაში ავტორი ეყრდნობა 2023 წლის 26 აგვისტოს The People’s Voice-ის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას.  

იგივე მტკიცება ქართული და რუსულენოვანი ფეისბუქ-მომხმარებლების მიერ წარსულშიც ვრცელდებოდა (1;2). 

Screenshot 2024 06 11 at 12.40.16 PM დეზინფორმაცია, თითქოს FDA გეგმავს, აშშ-ში მარილი mRNA-ის შემცველი მარილით ჩაანაცვლოს Screenshot 2024 06 11 at 12.40.34 PM დეზინფორმაცია, თითქოს FDA გეგმავს, აშშ-ში მარილი mRNA-ის შემცველი მარილით ჩაანაცვლოს

აშშ-ში სუფრის მარილის “mRNA მარილით” ჩანაცვლებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. მტკიცება, რომ FDA-ს მსგავსი გეგმა აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მარილს, რომელის “mRNA ქიმიკატებს” შეიცავს, ბილ გეითსთან დაკავშირებული კომპანია არ აწარმოებს. 

ინფორმაცია, რომ FDA აპირებს, სუფრის მარილი შეცვალოს mRNA ქიმიკატების შემცვლელი მარილით, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ნატრიუმის მოხმარების შემცირების მიზნით, აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას ჰქონდა შეთავაზება გარკვეულ საკვებში მარილის შემცვლელით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. The People’s Voice ეყრდნობა FDA-ს მოხსენებას, რომელშიც რეალურად განხილულია შეთავაზება სტანდარტიზებულ საკვებში ნატრიუმის ქლორიდის (მარილის) შემცვლელებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რათა შემცირდეს ნატრიუმის მოხმარება. მოხსენებაში განმარტებულია, რომ ნატრიუმის შემცირებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ჰიპერტენზიის რისკის კლებას, რომელიც გულის დაავადების და ინსულტის წამყვანი მიზეზია. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები “mRNA ქიმიკატები”.

ინფორმაციის გადასამოწმებლად Reuters-ი FDA-ს წარმომადგენელს დაუკავშირდა. მან განმარტა, რომ FDA-ს არ გაუკეთებია შეთავაზება მარილის რაიმე კონკრეტული შემცვლელით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დოკუმენტში არ არის ჩამოთვლილი მარილის ნებადართული შემცვლელები, “რაც ნათელს ხდის, რომ საკვებში ნატრიუმის ქლორიდის ნაწილის ან მისი მთლიანად ჩანაცვლების მიზნით გამოყენებული უნდა იყოს უსაფრთხო და შესაფერისი ინგრედიენტები, რომლებიც შეასრულებს მარილის ფუნქციას”. 

Reuters-ის ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გეითსი პირდაპირ აფინანსებს მარილის მწარმოებელ კომპანიებს – Nu-Tek-სა და Morton Salt-ს, რომლებსაც The People’s Voice მას უკავშირებს. ბილ გეითსმა 2011 წელს ინვესტიცია ჩადო კომპანია Khosla Ventures-ში, რომელმაც უშალოდ ცალკე ჩადო ინვესტიცია 2012 წელს Nu-Tek Salt-ში.

ბილ გეითსა და “mRNA მარილზე” გავრცელებული მტკიცებები მცდარ ინფორმაციად შეაფასა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Delfi-მაც.  

წყაროების შესახებ

The People’s Voice

გავრცელებული დეზინფორმაციის პირველწყარო, The People’s Voice, ხშირად აქვეყნებს სხვასხვა სახის ყალბ ინფორმაციას, მათ შორის, კონსპირაციული შინაარსის მტკიცებებს. ის შეიქმნა 2014 წელს და ერქვა YourNewsWire , შემდეგ სახელი შეიცვალა NewsPunch-ად. მას შემდეგ, რაც აღნიშნული სახელითაც არაერთხელ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, სახელი კვლავ შეიცვალა და ამჯერად The People’s Voice ჰქვია. Poynter.org–ის მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. „მითების დეტექტორმა“ მათ სტატიებზე დაყრდნობით გავრცელებული არაერთი ყალბი შინაარსის მტკიცება  გადაამოწმა

ერთ-ერთი ფეიბუქ პროფილი, რომელიც აღნიშნულ დეზინფორმაციას აზიარებს, ანონიმური ფეისბუქ-მომხმარებელი, Maria Maria-ა, რომლის მიერ გამოქვეყნებული პოსტები ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებს, მათ შორის, “მითების დეტექტორს”, ყალბ ინფორმაციად წარსულშიც აქვთ მონიშნული.  

Screenshot 2024 06 11 at 12.41.12 PM დეზინფორმაცია, თითქოს FDA გეგმავს, აშშ-ში მარილი mRNA-ის შემცველი მარილით ჩაანაცვლოს

ყალბი ინფორმაცია წარსულში ასევე აქვს გამოქვეყნებული George Tsivtsivadze-ს, რომელიც ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს სისტემატურად ავრცელებს. 

Screenshot 2024 06 11 at 12.41.24 PM დეზინფორმაცია, თითქოს FDA გეგმავს, აშშ-ში მარილი mRNA-ის შემცველი მარილით ჩაანაცვლოს

ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ მონიშნულია რუსულენოვანი მომხმარებლის, Елена Эдуардовна-ს პოსტებიც (1;2).  

Screenshot 2024 06 11 at 12.41.35 PM დეზინფორმაცია, თითქოს FDA გეგმავს, აშშ-ში მარილი mRNA-ის შემცველი მარილით ჩაანაცვლოს


ელენე ებანოიძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist