დეზინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება ბორჯომიდან ხდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

39
VIEWS

3 ოქტომბერს ერთ-ერთმა სომხურენოვანმა ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბარია, თითქოს ბორჯომის რკინიგზის სადგურიდან ხდება აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება. ვიდეოში ჩანს მანქანიდან გადაღებული კადრები, რომლებზეც ასახულია შენობები, რკინიგზა, სატვირთო მანქანები და რამდენიმე ტანკი.

12358 დეზინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება ბორჯომიდან ხდება

გავრცელებული ვიდეო არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკის გადატანა მიმდინარეობს. ასევე რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ სად და როდის არის გადაღებული ვიდეო. გავრცელებულ ცნობებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში სომხეთის საელჩოც უარყოფენ.

გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გადატანის შესახებ ცნობები ცალსახად დეზინფორმაციაა.

საქართველოში სომხეთის საელჩომ განაცხადა, რომ ცნობები საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების შესახებ, დეზინფორმაციაა.

„გაცნობებთ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის თანახმადაც, თითქოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, აზერბაიჯანს გადაეცემა, არ შეესაბამება სიმართლეს. სამხედრო აღჭურვილობა, რაც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“ – აცხადებენ საელჩოში.

ასევე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშუტებით სამხედრო ტვირთის გატარებაზე როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მიმართულებით და როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აღნიშნავს, ამის თაობაზე ისინი ინფორმირებულნიც იყვნენ.

მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გააქტიურების ფონზე პერიოდულად ხდება დეზინფორმაციების გავრცელებაც, რაც საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად. 4 ოქტომბერს ვრცელდებოდა დასპონსორებული პოსტი, ნახატით, სადაც ახალქალაქი და ახლალციხე წითლად არის მონიშნული, და დეზინფორმაციული ტექსტით “Akhalkalaki is Armenia. Akhaltsikhe is Armenia.” პოსტს ავრცელებდა 29 სექტემბერს შექმნილი გვერდი, რომელსაც სხვა კონტენტი განთავსებული არ აქვს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული გვერდი სწორედ მსგავსი პროვოკაციული პოსტის გასავრცელებლად შეიქმნა. ამას გარდა, ზიარდებოდა დეზინფორმაციული ვიდეოც, სადაც თითქოს თურქეთიდან საქართველოს გავლით ხდებოდა აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკის გადატანა, არ დადასტურდა.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist