დენვერის აეროპორტი 1995 წელს თუ ფილიპინელი მხატვრის 2020 წლის ნახატი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფოტოფაბრიკაცია, ხელოვნური ინტელექტი
1.3k
VIEWS

21 ოქტომბერს Facebook-მომხმარებელმა Veneno Menabde-მ გამოაქვეყნა ფოტო შემდეგი აღწერით: „ფრესკა დენვერის აეროპორტში. აეროპორტი ექსპლუატაციაში შევიდა 1995 წელს“. ფოტოზე გამოსახული არიან ბავშვები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის დიზაინის პირბადეები უკეთიათ. მოგვიანებით Veneno Menabde-მ აღწერის ტექსტი წაშალა, თუმცა აღნიშნული ნახატის ფოტო მის კედელზე კვლავ იძებნება. მომხმარებელთა ნაწილი, რომლებმაც ფოტო გააზიარეს ან მასზე დააკომენტარეს, ნახატი კორონავირუსის წინასწარ დაგეგმვას დაუკავშირეს.

dftbh | mythdetector.com

fgtrjhn | mythdetector.com

Veneno Menabde-ს პოსტი ფოტომანიპულაციაა, რადგან ასეთი ფრესკა დენვერის აეროპორტში არ არის და არც 1995 წელსაა შექმნილი. რეალურად ეს ნახატი ფილიპინელ მხატვარს ეკუთვნის და მისი მიზანი კორონავირუსის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მხატვარმა კრისტიან ტრინიდადმა აღნიშნული ნახატის ფოტო საკუთარ Facebook-ზე 2020 წლის 25 თებერვალს გამოაქვეყნა.

ფილიპინებში მცხოვრებმა მხატვარმა კრისტიან ტრინიდადმა ნახატის ფოტო, რომელზეც ბავშვები სხვადასხვა ქვეყნის დროშის დიზაინის პირბადეებით არიან გამოსახული სათაურით „MASKCOMMUNICATION” 25 თებერვალს Facebook-ზე გამოაქვეყნა. 5 მარტს მან ასევე გააზიარა ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ მისი ნახატის შესახებ მომზადებული სიუჟეტი.

sdf 1 | mythdetector.com

რაც შეეხება დენვერის აეროპორტს, მასში არის ფრესკა, რომელზეც ბავშვები სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ სამოსში არიან გამოსახული, ფრესკის სახელწოდებაა „მსოფლიოს ბავშვები მშვიდობაზე ოცნებობენ“ (Children of the World Dream of Peace).

erhd | mythdetector.com

ფოტოს არასწორი კონტექსტით გავრცელება

Veneno Menabde-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს 23 ოქტომბრის მდგომარეობით 81 გაზიარება აქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მან მოგვიანებით თავდაპირველი აღწერა („ფრესკა დენვერის აეროპორტში. აერიპორტი ექსპლუატაციაში შევიდა 1995 წელს“) მას შემდეგ წაშალა, რაც კომენტარებში Factcheck.org-ის სტატიის ბმული განათავსეს. სტატიაში ფოტოს რეალური ისტორია იყო მოცემული, თუმცა Veneno Menabde-ს ფოტოს აღწერაში მისი რეალური წარმომავლობა არც ამის შემდეგ დაუწერია და ამჟამად მას ფოტო უკონტექსტოდ აქვს გამოქვეყნებული.

მომხმარებელთა ნაწილი, რომლებმაც ფოტო გააზიარეს ან მასზე დააკომენტარეს, ის ასოციაციურად კორონავირუსის წინასწარ დაგეგმვას დაუკავშირეს.

thudf | mythdetector.com

გარდა ამისა, ფოტო იდენტური თავდაპირველი აღწერით გააზიარა Facebook-გვერდმა „წინაპართა ნაკვალევზე“. გვერდის პოსტს 10 გაზიარება აქვს.

fdtgh | mythdetector.com

ფოტო კონსპირაციულ თეორიებს აღვივებს საქართველოს გარეთაც. 1 ივლისს უკრაინულ ფაქტების გადამოწმების პლატფორმა „Stopfake.org-ზე“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ფოტოს დენვერის აეროპორტის ფრესკად გასაღებასა და მის კორონავირუსის წინასწარ დაგეგმვასთან კავშირს რეალური ფაქტებით აბათილებს.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ფილიპინები
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist