დავით თორდია უკრაინასა და აშშ-ზე 3 დეზინფორმაციასა და 1 კონსპირაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

Disinformation
661
VIEWS

4 აპრილს ფეისბუქ გვერდმა  “Davit Tordia – დავით თორდია” გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურით “მხილება –  10 ნაწილი. (ბაიდენი და უკრაინაში მოკლული ბავშვები).” ვიდეოს მთავარ ფოტოდ გარდაცვლილი ქალის ფონზე ატირებული გოგონას კადრია გამოყენებული.  ვიდეოში დავით თორდია რამდენიმე საკითხს ეხება და შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

  1. რამდენიმე წლის წინ გლობალური Ice Bucket-ის გამოწვევა მასონთა საიდუმლო ნათლობის რიტუალი იყო და მსოფლიო ლიდერები ამიტომ ჩაერთნენ;
  2. ფოტოზე გამოსახული ატირებული გოგონა რუსია და ამიტომ მედიასაშუალებები მის ტრაგედიას არ აშუქებენ;
  3. რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის დროს დანგრეული მარიუპოლის თეატრის კადრები ან დაბომბვის შედეგად გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, რაც ამ მოვლენას ეჭვქვეშ აყენებს;
  4. 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ის ხელისუფლების მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი. 

Screenshot 16 4 | mythdetector.com

დავით თორდიას ვიდეო 3 დეზინფორმაციულ და 1 კონსპირაციულ მტკიცებას შეიცავს, რეალურად:

  1. Ice Bucket-ის გამოწვევა ამოტროფული ლატერალური სკლეროზის საკვლევად ფულის შეგროვების მიზნით დაიწყო;
  2. ატირებული გოგონას ფოტო რეალური არ არის და მხატვრული ფილმის კადრს წარმოადგენს;
  3. დაბომბვის შედეგად დანგრეული მარიუპოლის თეატრის არაერთი ფოტო გავრცელდა, კადრები რუსულენოვანმა მედიამაც გააშუქა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაბომბვას 300 ადამიანი შეეწირა. 
  4. მტკიცება იმის შესახებ, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ის ხელისუფლებამ წინასწარ დაგეგმა, შეთქმულების თეორიაა. 
  • მასონების საიდუმლო ნათლობის რიტუალი თუ საქველმოქმედო შინაარსის გამოწვევა?

დავით თორდიას მიხედვით, Ice Bucket-ის გამოწვევა, რომელშიც მთელი მსოფლიო ჩაერთო და რომელიც თავზე ცივი წყლის გადასხმას გულისხმობდა, “მასონთა საიდუმლო ნათლობის” რიტუალს წარმოადგენდა და სინამდვილეში მასში მსოფლიო ლიდერები სწორედ ამ ფარული მიზეზის გამო ჩაერთნენ. 

რეალურად, Ice Bucket გამოწვევის სრული სახელწოდებაა ALS Ice Bucket-ის გამოწვევა. ALS იშიფრება, როგორც ამოტროფული ლატერალური სკლეროზი, რომელიც პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა. 2014 წლის ზაფხულში აღნიშნული დაავადების კვლევისთვის ფულის შესაგროვებლად გამოწვევა ორმა აქტივისტმა და ALS-ით დაავადებულმა პატ ქუინმა და პიტ ფრეიტსმა დაიწყეს. გამოწვევის საშუალებით მათ ALS-ის საკვლევად 200 მილიონზე მეტი  დოლარი შეაგროვეს

გამოწვევა კვლევისთვის დონაციის გაღებას და თავზე ცივი წყლის გადავლების ამსახველი ვიდეოს გადაღებას გულისხმობდა, ვიდეოში მონაწილეს სხვები უნდა გამოეწვია და მათთვის გამოწვევაში ჩასართავად 24 საათი მიეცა.  

  • რუსი გოგონას რეალური ფოტო თუ მხატვრული ფილმიდან ამოჭრილი კადრი?

გავრცელებულ ვიდეოში დავით თორდია ეკრანზე გარდაცვლილი ქალის გვერდით დამჯდარი ატირებული გოგონას ფოტოს აჩვენებს. თორდიას თქმით, ეს ბავშვი რომ უკრაინელი იყოს, მედიასაშუალებები მას აქტიურად გააშუქებდნენ, თუმცა გოგონა რუსია და ამიტომ მასზე არავინ არ საუბრობს.

Screenshot 17 4 | mythdetector.com

სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო რეალური არაა და რუსულენოვანი მხატვრული ფილმიდან “ომის ციხესიმაგრე” ამოჭრილ ერთ-ერთ ფრაგმენტს წარმოადგენს.

Screenshot 18 3 | mythdetector.com

ფოტო არასწორი აღწერით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე გავრცელდა. ფოტოს ძირითადად რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ ომს უკავშირებდნენ. 

  • არსებობს თუ არა დაბომბილი მარიუპოლის თეატრის ამსახველი კადრები?

დავით თორდია მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ მედიასაშუალებები დაბომბვის შედეგად დაზიანებული ან დანგრეული შენობის ამსახველ ვიზუალურ მასალას ან დაბომბვის შედეგად დაღუპული ადამიანების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ, რაც მოვლენის რეალურობას ეჭვქვეშ აყენებს. 

რეალურად, მარიუპოლის დანგრეული თეატრის ამსახველი სატელიტური ფოტოები მედიაში 29 მარტს გავრცელდა. ფოტოზე დანგრეული თეატრი და მასთან ახლოს მდებარე დაზიანებული შენობები ჩანს. 

Screenshot 19 3 | mythdetector.com Screenshot 20 3 | mythdetector.com

მარიუპოლის დაბომბილი თეატრის კადრები კრემლისტურ მედიასაშუალება Russia Today-მაც გააშუქა. კადრებში შენობის ჩამონგრეული კედლები და განადგურებული ინტერიერი ჩანს. 

Screenshot 21 3 | mythdetector.com

დაბომბვის დროს შენობას თავს მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები, აფარებდნენ. რაც შეეხება დაღუპულებს, უკრაინის მთავრობის ცნობით,  თეატრის დაბომბვის შედეგად, დაახლოებით, 300 ადამიანი დაიღუპა. 

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მარიუპოლის თეატრის და მშვიდობიანი მოსახლეობის სხვა თავშესაფრების დაბომბვის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

დავით თორდია 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ ცნობილ კონსპირაციას იმეორებს. შეთქმულების თეორიის მიხედვით, 11 სექტემბერი აშშ-ის ხელისუფლებამ წინასწარ დაგეგმა. 

ტერორისტული დაჯგუფება  ალ-კაიდას მიერ 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ს ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებს ჯამში 2 977 ადამიანი შეეწირა. მტკიცება იმის შესახებ, რომ მოვლენის შესახებ აშშ-ის ხელისუფლებამ ყველაფერი იცოდა, ტერაქტიდან რამდენიმე საათში  გავრცელდა, თუმცა არცერთი ოფიციალური გამოძიებით აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურებულა. 

სტატისტიკური კვლევის დეპარტამენტის 2019 წლის კვლევის მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის 11%-ს აღნიშნული თეორიის მტკიცედ სჯერა.

Screenshot 22 3 | mythdetector.com

11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist