29 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა სულიერი სამყარო პოსტი გამოაქვეყნა. მის მიხედვით, მომღერალი და დიზაინერი სელინ დიონი გუანტანამოს ციხეში სიკდილით დასაჯეს, ის ასევე ადრენოქრომსაც მოიხმარდა. ფეისბუქ მომხმარებელმა “მე მამასძე ქართველი” გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები ადრენოქრომს მოიხმარენ და მას ბავშვების წამების შედეგად იღებენ.
მტკიცება იმის შესხებ, რომ სელინ დიონი სიკვდილით დასაჯეს, მცდარია, რეალურად, ის ცოცხალია, ხოლო მტკიცებები მისი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავების ლიკვიდირების, ადრენოქრომის მოხმარებისა და ბავშვების წამების შესახებ შეთქმულების თეორიაა.
პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალი და დიზაინერი სელინ დიონი ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებთან, მათ შორის ელენ დეჯენერისთან და ოპრა უინფრისთან ერთად ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს 2020 წლის ივნისში, ულტრამემარჯვენე მოძრაობის QAnon-ის წევრების მიერ გავრცელდა. ინტერნეტში ქვეყნდებოდა სქრინები, სადაც გუანტანამოს ციხეში სიკვდილით დასჯილი ცნობილი ადამიანები იყვნენ ჩამოთვლილი.
ფოტო: Reddit
ინფორმაცია ამერიკელმა ფაქტების ანალიტიკოსებმა მალევე შეამოწმეს, რეალურად, ჩამოთვლილი ადამიანები არც დაკავებულნი იყვნენ და არც სიკვდილით დასჯილნი.
სელინ დიონის ინსტაგრამ და ტვიტერ ანგარიშებზე სხვადასხვა შინაარსის პოსტი აქტიურად ქვეყნდება, მათ შორის შობის მილოცვაა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.