დაკავშირებულია თუ არა ხელის დასკანერებით გადახდა ციფრულ ფულთან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

47
VIEWS

31 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა “გოდერძი ელგანდაშვილი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსულად მოსაუბრე მამაკაცი, ჩინეთის ერთ-ერთ მაღაზიაში პროდუქტის საფასურს იხდის ხელის დასკანერებით. პოსტის ავტორი, აღნიშნავს, რომ ამ მამაკაცს ხელზე არც შტრიხ-კოდი აქვს, არც ჩიპი და არც ტელეფონი, მაგრამ მაინც ახერხებს ნივთის ყიდვას. ელგანდაშვილი ვარაუდობს, რომ ჩინეთში პერსონალური და ბიომეტრიული მონაცემები მონაცემთა ბაზაში ციფრულ ფულთან უკვე დაკავშირებულია და ამას ყველგან დანერგავენ.

skaneri დაკავშირებულია თუ არა ხელის დასკანერებით გადახდა ციფრულ ფულთან?

გავრცელებული პოსტის აღწერა შეცდომაში შემყვანია. რეალურად, ხელით გადახდის მეთოდის გამოსაყენებლად აუცილებელია, მომხმარებელმა მონაცემთა ბაზაში თავად დაარეგისტრიროს მისი ბიომეტრიული მონაცემები. ამასთანავე, გადახდა ხდება ბანკის ანგარიშის მეშვეობით და ის არ წარმოადგენს ციფრული ფულის (CBDC) სისტემის ნაწილს. 

ვიდეოში ნაჩვენები ხელით გადახდის სისტემა ჩინეთში ტექნოლოგიის მწარმოებელმა ადგილობრივმა გიგანტურმა კომპანია Tencent-მა დანერგა და ხმარებაში 2023 წლის ივნისში ჩაუშვა. თავდაპირველად მისი გამოყენება მეტროს სადგურებში დაიწყო, რაც მწარმოებლების აზრით, დააჩქარებდა სატრანსპორტო სივრცეში მგზავრების გადაადგილების პროცესს. თუმცა, მეტროს გარდა გადახდის ეს მეთოდი მალევე არაერთ მაღაზიაში, კაფეტერიასა თუ სავარჯიშო დარბაზში გახდა ხელმისაწვდომი

სისტემის სკანერი აღჭურვილია ინფრაწითელი გამოსხივებით, რომელიც აანალიზებს ხელის გულის კანის მოყვანილობას და კანქვეშ არსებულ ვენებს, რისი საშუალებითაც ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირებას და ასრულებს ტრანზაქციას მისი საბანკო ანგარიშიდან. ეს პროცესი ძალიან სწრაფად ხდება და დაახლოებით 2 წამს გრძელდება. მეთოდის საშუალებით არამხოლოდ თანხის გადახდაა შესაძლებელი, არამედ მისი საშუალებით გარკვეულ შენობებში, მაგალითად სპორტ დარბაზებში შესვლაც შეიძლება. 

აღსანიშნია, რომ ჩინეთში გადახდის ეს სისტემა ხორციელდება Weixin Pay-ს მეშვეობით, რომელიც თითქმის იგივეა, რაც Wechat Pay. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ Weixin Pay მხოლოდ ჩინეთში მცხოვრები მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, მეორე კი ყველასთვის. იმისათვის, რომ მომხმარებელმა ხელით გადახდის ფუნქცია გამოიყენოს, საჭიროა რომ Weixin Pay-ის აპლიკაციაში მან ეს ფუნქცია ჩართოს. ეს აპლიკაცია ჩინეთში რამდენიმე წელია მოქმედებს და უკონტაქტო გადახდის მთავარ საშუალებას წარმოადგენს. ის წააგავს Google pay-ს და Apple Pay-ს სისტემებს, რომლებიც ამ ქვეყანაში დაბლოკილია, რის გამოც Wechat-ს დაახლოებით 1 მილიარდი მომხმარებელი ყავს, რომლებიც სმარტფონების დახმარებით სწრაფ გადახდებს ახორციელებენ. 

ბიომეტრიული გადახდის მეთოდებს  უკვე საკმაოდ დიდი ხანია გამოიყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა, ამ საკითხს უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა, რადგან წლების მანძილზე სისტემები იხვეწება და უფრო ფართოდ გამოიყენება. მსგავსი სისტემები მოიცავს ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა თითის ანაბეჭდების, თვალის ბადურის, სახის მოყვანილობის სკანირება, დნმ-ის ანალიზი, ხმის ამოცნობა, ვენების ანალიზი და სხვა.  

Tencent არ არის პირველი კომპანია, რომლემაც ხელით გადახდის მეთოდი დანერგა. 2020 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კომპანია “ამაზონმა” შექმნა პროდუქტი სახელად Amazon One, რომელიც თითქმის ანალოგიური სისტემაა და ძირითადად კომპანიის მფობელობაში არსებულ სასურსათო მაღაზიათა ქსელში გამოიყენება. რეგისტრაციისთვის საჭიროა თავდაპირველად ონლაინ დარეგისტრირება ამაზონის ანგარიშის გამოყენებით, შემდეგ კი უკვე მაღაზიაში ფიზიკურად მისვლა, სადაც მომხმარებელმა სკანერზე უნდა დააფიქსიროს ხელის გული, ასევე საბანკო ბარათი და მიუთითოს რამდენიმე პირადი მონაცემი

გადახდის ამ სისტემის დადებითი მხარეების მიუხედავად, ექსპერტებსა და პოტენციურ მომხმარებლებს ბევრი კითხვა აქვთ პირადი მონაცემების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რაც ამ ეტაპზე ხელს უშლის “ხელით გადახდის” მეთოდის უფრო სწრაფი ტემპებით გავრცელებას. თუმცა, ამ კითხვების საპასუხოდ, “ამაზონი” აცხადებს, რომ, მათთვის მომხმარებელთა ინფორმაციის დაცვა მთავარი პრიორიტეტია, რის გამოც ეს საკითხი უმაღლეს დონეზეა აყვანილი. სწორედ ამიტომ, ბიომეტრიული ინფორმაცია Amazon One-ის მოწყობილობებზე არ ინახება. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი განცხადება გააკეთა Tencent-ის წარმომადგენელმაც მათ მიერ შექმნილ პროდუქტზე. სანაცვლოდ, ეს მონაცემები ინახება მათ სერვერებზე, ე.წ. “ქლაუდზე” და თითოეული მათგანი არის დაშიფრული. ამასთანავე, ბიომეტრიული ინფორმაციის კომპანიისათვის მიწოდება მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში ხდება და მათ ასევე შეუძლიათ, არაავტორიზებულ გადახდებზე ლიმიტის არჩევაც. არსებული  წინაღობების მიუხედავად, Tencent გეგმავს, რომ მათი სისტემა მთელს მსოფლიოში დაინერგოს.

ციფრულ ფულს წარსულში სხვა შემთხვევებსაც უკავშირებდნენ და მის დანიშნულებაზე მცდარ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი გოდერძი ელგანდაშვილი შეთქმულების თეორიებსა და ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გამოუვლენია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist