დაემუქრა თუ არა ნიკოლ ფაშინიანი უკრაინას და რუსეთს ყირიმის სომხეთთან მიერთებით?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ნიკოლ ფაშინიანი
359
VIEWS

18 აპრილს ფეისბუქზე გავრცელდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის რუსულად გამოხვანებული ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ფაშინიანი უკრაინას და რუსეთს ყირიმის სომხეთთან მიერთებით დაემუქრა. 

ფაშინიანი: “ძმა არქეოლოგები დღემდე პოულობენ სომხურ კვალს სევასტოპოლის რაიონში. ძველ სომხურ ენაზე იქ პირდაპირ წერია “აქ იყო არამი, ნიჩაბს იქნევდა – ზღვას თხრიდა”. ჩვენმა წინაპრებმა ამოთხარეს შავი ზღვა, ნიჩბებით, ხელებით, კბილებით, როგორც შეეძლოთ, თხრიდნენ. ჩემმა ერთმა ბაბუამ პირადად ამოხაპა 6 ტონა წყალი სათლით, სანამ წყურვილით არ მოკვდა. და რატომ არის შავი ზღვა მლაშე? იმიტომ რომ სომხები ტიროდნენ, როცა მას თხრიდნენ. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ყირიმი სომხეთის შემადგენლობაში.“

ვიდეო რუსულენოვანი აღწერითაც გავრცელდა.

ნიკოლ ფაშინიანი ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანის გავრცელებული ვიდეო ყალბია და სატირულმა არხმა გაავრცელა.  ინფორმაცია, რომ ფაშინიანმა ყირიმის სომხეთთან მიერთების ინიციატივა წამოაყენა, სიმართლეს არ შეესაბამება. ყირიმთან დაკავშირებით ფაშინიანის მსგავსი განცხადება ღია, ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ჭვირნიშანი @moscowneverlies, რომელიც სატირულ ტელეგრამ-არხს Moscow Never Lies-ს ეკუთვნის. ვიდეოზე გადადებული ხმა სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს მიერ არის შემქნილი.

ნიკოლ ფაშინიანი

არხის აღწერაში მითითებულია, რომ ის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენებით დამუშავებულ სატირულ და სახუმარო შინაარსის ვიდეოებს აქვეყნებს. 

ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანის ვიდეო არხზე 10 აპრილს გამოქვეყნდა. 

ნიკოლ ფაშინიანი

ტელეგრამ-არხი სისტემატურად აქვეყნებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამუშავებულ და შექმნილ ვიდეოებს და ვიზუალებს.

ნიკოლ ფაშინიანი

დიმიტრი მედვედევის დამუშავებული ვიდეო, რომელშიც ის თითქოს მოსკოველებს მიმართავს და ეუბნება, რომ თოვლიანი აპრილი რადიაქტიული ფერფლის სიმბოლო გახდება, რომლითაც მალე ევროპა დაიფარება; იური გაგარინის დამუშავებული ვიდეო, სადაც ის თითქოს აცხადებს, რომ კოსმოსში გაფრენა ადამ გაგარინის დამსახურებით მოახერხა.

პოლიტიკურ თემებზე სხვადასხვა იუმორისტულ-სატირული რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის პოსტები, რომლებიც ნამდვილ ინფორმაციად გავრცელდა, “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, სომხეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist