23 აგვისტოს მსახიობ ჯიმ ქერისა და ჰოლივუდის შესახებ ფეისბუქ პოსტი გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯიმ ქერიმ ჰოლივუდის ელიტა ამხილა. პოსტის თანახმად, მან 2018 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლივუდში საშობაოდ ბავშვებს ჭამენ.
2018-2020 წლებში ფეისბუქ მომხმარებლები იმავე მტკიცებას რუსულენოვან პოსტებშიც აჟღერებდნენ.
ინფორმაცია, თითქოს ჯიმ ქერიმ ჰოლივუდი კანიბალიზმში დაადანაშაულა, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი განცხადება სანდო ღია წყაროებში არ იძებნება და სათავეს კონსპირაციული საიტიდან იღებს.
ჯიმ ქერის სახელით გაყალბებული განცხადება ჰოლივუდის და ბავშვების ჭამის შესახებ 2017-2018 წლებში აქტიურად ვრცელდებოდა და ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია leadstories-მა უკვე გადაამოწმა. ინფორმაციის პირველწყაროდ newspunch.com-ს ასახელებდნენ, თუმცა საიტზე სტატია ამჟამად მხოლოდ ონლაინ არქივშია ხელმისაწვდომი. სტატიის მიხედვით, 2017 წელს ჯიმ ქერიმ ნიუ იორკში დოკუმენტური ფილმის Jim & Andy: The Great Beyond-ის ჩვენების შემდეგ კითხვა-პასუხის სესიის დროს განაცხადა, რომ ჰოლივუდში ლუციფერის მსახურები შობას წლის ყველაზე ბნელ დღესასწაულად აქცევენ და ბავშვებს ჭამენ.
რეალურად, აღნიშნული დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ ჯიმ ქერის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ის არც ღია წყაროებში იძებნება.

Newspunch დეზინფორმაციის და კონსპირაციული თეორიების გამავრცელებელი ვებ-საიტია, სადაც გამიზნულად, ადამიანების შეცდომაში შესაყვანად, გამოგონილი ამბები ქვეყნდება. საიტი News Punch თავდაპირველად YourNewsWire-ის სახელით იყო ცნობილი. Poynter.org-ის მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წელს, საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. საიტზე გამოქვეყნებული სტატიები გასულ წლებში “მითების დეტექტორმაც” არაერთხელ გადაამოწმა, მათ შორის ზოგიერთი სტატია სწორედ ჰოლივუდს ეხებოდა:
- უწოდა თუ არა მელ გიბსონმა ჰოლივუდს კანიბალების თავშესაფარი?
- იმუქრებიან თუ არა ცნობილი ადამიანები გაფიცვით მანამ, სანამ ჰოლივუდში ყველა არ აიცრება?
- კონსპირაცია, თითქოს პორტუგალიაში ამერიკელმა სენატორებმა 3 წლის ბავშვი გაიტაცეს
ამერიკაში ბავშვების წამებასთან დაკავშირებით კონსპირაციის თეორიას სოციალურ ქსელსა და ბლოგებზე ჯგუფი QAnon-ი ავრცელებდა, რომლის მხარდამჭერები FBI-მ საშინაო ტერორისტულ საფრთხედ გამოაცხადა, რადგან ამ ჯგუფის მიერ წახალისებულმა მოქალაქეებმა რამდენჯერმე არეულობა გამოიწვიეს. “ჩვილი ბავშვების ორგანიზმიდან აღებულ სითხეზე” კონსპირაციის თეორია კი უსაფუძვლოა, ვრცლად იხილეთ:
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელ ნინო ბრეგაძეს, რომელიც ჯიმ ქერიზე გავრცელებული პოსტის ავტორია, ყალბი ინფორმაცია წარსულშიც რამდენჯერმე გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.