ჩრდილები, ტელეფონის დამტენები თუ კოკაინი – რა ჩანს ზელენსკის სამუშაო მაგიდაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დეზინფორმაცია
1.3k
VIEWS

რუსულენოვანი მედიასაშუალებები (Riafan.ru, Planeta RTR და სოციალური ქსელის მომხმარებლები (Dmitry Gromkov, Галина Любимова, Bella Shogenova,) აქტიურად ავრცელებენ უკრაინის პრეზიენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოს, რომელშიც მათი მტკიცებით, ზელენსკი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, ხოლო კადრებში მაგიდაზე დარჩენილი კოკაინის კვალი და შეფუთვაც ჩანს. Riafan.ru-ს მიხედვით, ზელენსკის მაგიდაზე კოკაინის შეფუთვის კვალი გერმანელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. Riafan.ru გერმანულენოვან გამოცემა report24.news-ს ეყრდნობა.

Screenshot 13 14 | mythdetector.com Screenshot 14 14 | mythdetector.com

მტკიცება იმის შესახებ, რომ გავრცელებული ვიდეოში ზელენსკის მაგიდაზე კოკაინის შეფუთვები და ნარკოტიკების კვალი ჩანს, დეზინფორმაციაა. რეალურად, ვიდეოს თავდაპირველ, მაღალი ხარისხის ვერსიაში მკაფიოდ ჩანს, რომ კადრებში მაგიდის დეკორი, ჩარჩოს ჩრდილები და ტელეფონის 2 დამტენია ასახული.

ვიდეო, რომელსაც რუსულენოვანი გამოცემები და მომხმარებლები აქტირუად ავრცელებენ, ვოლოდიმიერ ზელენსკის ოფიციალურ ინსტაგრამ არხზე 17 აპრილს გამოქვეყნდა. ვიდეო გვიან ღამითაა ჩაწერილი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი თავის სამუშაო გარემოს აჩვენებს. ორიგინალ, მაღალი ხარისხის ვიდეოში ჩანს, რომ ვიდეოში მოხვედრილი თეთრი ზოლები, რეალურად, ზელენსკის სამუშაო მაგიდის დეკორისა და ოჯახის ფოტოს ჩარჩოს ანარეკლია.

Screenshot 15 14 | mythdetector.com

მუქი მწვანე ფერის სამუშაო მაგიდა ზელენსკის სხვა ვიდეოებსა და ფოტოებშიც ჩანს, ყველა მათგანში აშკარაა, რომ მაგიდა ორი ოქროსფერი ზოლითაა გაფორმებული.

Screenshot 16 12 | mythdetector.com Screenshot 17 11 | mythdetector.com

რაც შეეხება დანარჩენ თეთრ ზოლებს, მაღალი ხარისხის ვიდეოში ადვილი შესამჩნევია, რომ ისინი რეალურად განათების შედეგად შექმნილი სურათის ჩარჩოს ანარეკლებია.

Screenshot 18 9 | mythdetector.com

რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლები ამტკიცებდნენ იმასაც, რომ ვიდეოში ნარკოტიკის შეფუთვაც ჩანს, თუმცა რეალურად მაღალი ხარისხის ვიდეოში ნათლად ჩანს, თეთრი ნივთი არა ნარკოტიკის შეფუთვა, არამედ ტელეფონის დამტენია.

Screenshot 19 9 | mythdetector.com Screenshot 20 9 | mythdetector.com

სოციალურ მედიაში საჭვოდ მიიჩნევდნენ ზელენსკის მაგიდაზე მდგარ კიდევ ერთ ნივთს. Riafun.ru-ს მიხედვით, გერმანელმა ჟურნალისტებმა შავ ნივთზე მოთავსებული თეთრი პატარა გორგალი ევროპაში გავრცელებულ კოკაინის შეფუთვებს მიამსგავსეს.

Screenshot 21 9 | mythdetector.com

რეალურად, მაღალი ხარისხის ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ ოჯახის ფოტოსთან ახლოს აიფონის სადგამი შავი ფერის დამტენი დევს და მის თავზე არა კოკაინის შეფუთვა, არამედ დამტენის თავია დამაგრებული.

Screenshot 22 8 | mythdetector.comScreenshot 23 8 | mythdetector.com

ასეთი დამტენების შეძენა ნებისმიერ მსურველს სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში შეუძლია.

Screenshot 24 8 | mythdetector.com

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანულენოვან გამოცემა report24.news-ის მასალა, რომელსაც Riafan.ru ეყრდნობა, არაერთმა ფაქტების ანალიტიკოსმა ორგანიზაციამ გადაამოწმა.

რუსულენოვანი მომხმარებლები ვიდეოში ზელენსკის სკამზე რამდენჯერმე განმეორებითი ტრიალის კადრებს იმის დასადასტურებლად იყენებდნენ, რომ ზელენსკი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. რეალურად, ზელენსკი სკამის საშუალებით სულ 2-ჯერ: ოჯახის ფოტოსა და უკანა მაგიდაზე მდგარი მამლის ქანდაკების საჩვენებლად ტრიალდება.

Screenshot 25 6 | mythdetector.com

ყალბი მტკიცებები იმის შესახებ, რომ ზელენსკი ნარკოტიკებს მოიხმარს და ამას მისი სხვადასხვა ვიდეო ადასტურებს, საქართველოსა და რუსეთში წარსულშიც რამდენჯერმე გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist