რეალურად რას წარმოადგენს ჩინეთში გაშვებული 10G ინტერნეტი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

10G
5.7k
VIEWS

20-24 აპრილს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩინეთში პირველად გაუშვეს 10G ინტერნეტი. სტატიებში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ახალი ქსელის ჩამოტვირთვის სიჩქარე აღწევს 9834 მეგაბიტს წამში, ხოლო ატვირთვისა – 1008 მეგაბიტს წამში, სტაბილური დაყოვნება კი მხოლოდ სამი მიკროწამია. აღნიშნული ინფორმაცია ასევე აქტიურად ვრცელდება ფეისბუქ ანგარიშებზეც.

10G

მიუხედავად იმისა, რომ მედიაში 10G ინტერნეტის შესახებ გავრცელებული დეტალები სწორია, ინფორმაცია მკითხველთა ნაწილისთვის შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდა, რადგან ფეისბუქ მომხმარებლები მას 5G ინტერნეტის გაუმჯობესებულ ვერსიად ანუ მეათე თაობის ინტერნეტად აღიქვამენ. რეალურად კი 10G ნიშნავს 10 გეგაბიტ წამში სიჩქარეს და არა მეათე თაობას და ის საერთოდ სხვა ტექნოლოგიას წარმოადგენს. 

უკნასკნელ დღეებში არაერთ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთმა ჰებეის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადა 10G ფართოზოლოვანი ინტერნეტი, რომელიც საოცრად სწრაფია და ჩამოტვირთვის სიჩქარე თითქმის 10გბ/წმ-ს აღწევს (9834). ტექნოლოგიის შექმნა და განვითარება მოხერხდა ადგილობრივი გიგანტური კომპანიების ჰუავეისა (Huawei) და ჩინეთის უნიკომის (Unicom) თანამშრომლობის შედეგად. სტატიებში ვკთხულობთ, რომ ეს შესაძლებელი გახდა 50G პასიური ოპტიკური ქსელის გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა დამატებითი ელექტრონული გამაძლიერებლების გამოყენების გარეშე, უკვე არსებულ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გავლით, ბევრად უფრო დიდი მოცულობის ინფორმაციის გატარებას. საგულისხმოა, რომ ფეისბუქზე გავრცელებულ ზოგიერთ პოსტში ეს დეტალი გამოტოვებულია. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ დაბნეულობა გამოიწვია მკითხველებში, რადგან მათმა ნაწილმა 10G აღიქვა 5G ინტერნეტის ახალ, გაუმჯობესებულ ვერსიად. რეალურად კი, ისინი სხვადასხვა ტექნოლოგიაა. 5G ნიშნავს მეხუთე თაობის ინტერნეტს, 10G-ში კი “G” არა თაობას, არამედ გეგაბიტს აღნიშნავს, რადგან მისი სიჩქარე თითქმის 10 გბ/წმ-ს აღწევს. ამის შესახებ განმარტება არაერთ მედიასა და ტექნოლოგიების საიტზე გავრცელდა. ამ სტატიებში ვკითხულობთ, რომ სინამდვილეში ჩინელების ეს გამოგონება ეხება საკაბელო ინტერნეტს, რომელიც ძირითადად ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, სწორედ ამიტომ გამოიყენეს მასში 50G პასიური ოპტიკური ქსელი. შესაბამისად ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელი იქნება მობილური 5G ქსელისა და ანტენების ჩანაცვლება ახალი მეათე თაობის ტექნოლოგიით.

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist