ვის გულისხმობს ჩეხეთის საელჩო “დემოკრატიის შუქურაში” და როგორ აშუქებს POSTV მათ განცხადებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ჩეხეთის საელჩო
1.9k
VIEWS

განახლება 8.04.25: მასალას დაემატა “ქართული ოცნების” წევრების განცხადებები.

2 აპრილს ტელევიზია POSTV-ის ფეისბუქ-გვერდებზე (1, 2) გამოქვეყნდა საინფორმაციო ბარათი საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ კუბერნატის ფოტოთი და წარწერით: “ჩეხეთის საელჩო საქართველოში სააკაშვილის რეჟიმს “დემოკრატიის შუქურად” მოიხსენიებს და პოლიციელზე თავდამსხმელი მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო ხელისუფლებას “ავტორიტარიზმისკენ გადახრაში” ადანაშაულებს.” 

ჩეხეთის საელჩო

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის საელჩოს განცხადებაში ნახსენები ტერმინი “დემოკრატიის შუქურა” ნაციონალური მოძრაობის მმართველობას დაუკავშირეს პარტია “ქართული ოცნების” წევრებმაც – პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმაც. მათი ნათქვამიდან ჩანს, თითქოს ჩეხეთის საელჩომ “ქართული ოცნების” მმართველობის კრიტიკის ფონზე წინა ხელისუფლება შეაქო და მას დემოკრატიის შუქურა უწოდა.

Screenshot 2025 04 08 163914 | mythdetector.com

ლევან მაჭავარიანი, ქართული ოცნება: “აქ საქმე გვაქვს, ან არაკომპეტენტურობასთან, ან გამიზნულ მავნებლობასთან. სხვა რა შეგვიძლია ამ ყველაფერს დავუძახოთ, როდესაც კვლავ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს უწოდებენ „დემოკრატიის შუქურას“ რეგიონის მასშტაბით, ანუ აცდენილები არიან რეალობას, ან სპეციალურად აკეთებენ ამას, მავნებლობენ რომ რაღაცა ტიპის ისევ ჟანგბადი მიაწოდონ რადიკალურად ოპოზიციას.“

POSTV მანიპულაციურად აშუქებს საქართველოში ჩეხეთის საელჩოს განცხადებას და შეცდომაში შეჰყავს მკითხველი, თითქოს ისინი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველოას მოიაზრებენ “დემოკრატიის შუქურად”. რეალურად, საელჩოს განცხადებაში “ნაციონალური მოძრაობა” და პარტიის ლიდერები ნახსენები არ არიან. საელჩოსთან წერილობითი კომუნიკაცისას “მითების დეტექტორს” განუმარტეს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება 2003 წლამდე დაიწყო, ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგაც გაგრძელდა და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ბოლო პერიოდამდე რეგიონში “დემოკრატიის შუქურას” წარმოადგენდა. 

2 აპრილს საქართველოში ჩეხეთის საელჩომ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავების შესახებაა საუბარი. განცხადების თანახმად, ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის საელჩოები საქართველოში ჩართული არიან ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგში. საელჩოს პოსტში ხაზგასმულია მედიის, როგორც მაკონტროლებლის, როლი და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა. განცხადების ბოლოს საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობაა შეფასებული. საელჩო წერს, რომ ქვეყანა, რომელიც “სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო”, ახლა ავტორიტარიზმისკენ იხრება, რისი ერთ-ერთი მანიშნებელია მედიისა და ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვა, ასევე მათ წინააღმდეგ ძალადობაში ჩართული პირების დაუსჯელობა. “სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ – ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს, კვლავ დაუსჯელი რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური და ციფრული არხებით თავდასხმები და ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების შევიწროების მიზნით, იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება,” – წერია საქართველოში ჩეხეთის საელჩოს განცხადებაში. 

ჩეხეთის საელჩო

საელჩოს 2 აპრილის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ საქართველოს უახლოესი პოლიტიკური წარსულის რომელი პერიოდი ან ვინ იგულისხმება “დემოკრატიის შუქურაში”. მასში ნახსენები არ არის არც “ქართული ოცნება”, არც “ნაციონალური მოძრაობა” და ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, მანიპულაციურია POSTV-ის ინფორმაციის გავრცელბა, რომ საელჩო “დემოკრატიის შუქურად” იხსენიებს პერიოდს 2003-დან 2012 წლამდე. 

“მითების დეტექტორმა” ჩეხეთის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი სთხოვა. წერილობით გამოგზავნილი პასუხი ადასტურებს, რომ მათ “დემოკრატიის შუქურაში” არ უგულისხმიათ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი და ქვეყანას 1991 წლიდან, ბოლო პერიოდის ჩათვლით, სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიით მოწინავედ აღიქვამენ. ჩეხეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, იანა გასპარიკოვამ “მითების დეტექტორის” შეკითხვის საპასუხოდ გამოკვეთა ის დემოკრატიული წინსვლა, რაც საქართველოს “ქართული ოცნების” მმართველობის დროს ჰქონდა. ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა 2012 წლიდანაც განაგრძობდა დემოკრატიულ განვითარებას. ჩეხეთის საელჩოს მიერ გამოგზავნილ პასუხში წერია: 

“[განცხადებაში] პერიოდი მითითებული არ არის. დემოკრატიზაციის პროცესი გრძელი გზაა, როგორც ჩვენ, ჩეხებმა, ეს ძალიან კარგად ვიცით საკუთარი თანამედროვე ისტორიიდან. საქართველო დემოკრატიზაციის პროცესს უკვე სამ ათწლეულზე მეტია გადის, დაწყებული დამოუკიდებლობით 1991 წელს. იყო აღმავლობა და დაღმასვლა, მაგრამ იყო ხელშესახები შედეგები ამ მომთხოვნ პროცესში: “ქართული ოცნების” მმართველობისას, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, მიიღო უვიზო რეჟიმი და 2023 წლის დეკემბერში პროცესი დაგვირგვინდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. საქართველო კვლავ “დემოკრატიის შუქურაა” სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ 2024 წლიდან ჩანს, რომ სინათლე მიილევა.” 

POSTV-ს წარსულშიც გავრცელებია დასავლური ქვეყნების ელჩების შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. გასულ წელს მედიის ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნდა ქარდები, რომელბზეც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ყალბი ციტატები იყო დატანილი. ერთ-ერთ შემთხვევაში POSTV წერდა “ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე”, რასაც მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავდა და ელჩის ყალბ ციტატას რეალურ განცხადებად აღიქვამდნენ. ორივე ასეთი პოსტი “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩეხეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

წყარო

პოს ტვ (POS TV)
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist