ჩატარდა თუ არა ბელგიაში ბავშვების გამოფენა-გაყიდვა?!

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დეზინფორმაცია პროპაგადა
498
VIEWS

2020 წლის 12 ნოემბერს ფეისბუქ ჯგუფში ,,საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის” მომხმარებელმა Lali Lali-მ გააზიარა რუსული ტელეკომპანია нтв-ს ვიდეოს tik-tok-ზე ატვირთული ფრაგმენტი, აღწერით  “ბელგიაში ბავშვების გამოფენა გაყიდვა“. ვიდეო რუსული ტელევიზიის нтв-ის საინფორმაციო გადაცემის ,,сегодня’’-ს ერთ-ერთი გადაცემიდან ნაწყვეტია, სადაც წამყვანები ბრიუსელში ჩატარებულ კონფერენციას  განიხილავენ, რომელსაც გამოფენა-გაყიდვას უწოდებენ და აცხადებენ თითქოს კონფერენციის ფარგლებში გეი წყვილებისათვის ბავშვების მიყიდვა მიმდინარეობდა, ხოლო ხელშეკრულების დადება გეი წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის სხვადასხვა ფასად ხდებოდა. მათი თქმით, ბავშვების ფასი მიკრული იარლიყებით იყო განსაზღვრული.

нтв: “ბელგიაში გაიმართა ბავშვების გამოფენა-გაყიდვა, მე შემთხვევით არ შემირჩევია ეს სიტყვები, ვინაიდან აქ სრულიად ლეგალურად იყო შესაძლებელი ახალშობილის შესასყიდად ხელშეკრულების გაფორმება. ეს გამოფენა ერთსქესიანი წყვილებისთვისაა, სადაც მათ სუროგატი დედის ნახვა და ფულის გადახდის გზით ,,ბედნიერ მშობლებად’’ ქცევა შეუძლიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ შეუძლიათ იყიდონ ბავშვი ქალისგან, ვისაც ბავშვის გაყიდვა უნდა. არ მინდა ცუდად გაიგოთ, თუმცა ეს ჩემთვის ზღვარგადასული ქმედებაა, რადგან იარლიყებიც კი არის სპეციალური ფასებით და ბავშვის ფასი 90-დან 160 ათას დოლარამდე მერყეობს’’.

yh | mythdetector.com

გავრცელებული პოსტი, თითქოს ბელგიაში ბავშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა,  მანიპულაციურია. სინამდვილეში, ბელგიაში გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანი გეი წყვილებისათვის სუროგაციის გზით შვილების ყოლის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. სესია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის იყო და “ბავშვების გაყიდვასთან” კავშირი არ ჰქონია. 

2020 წლის 7-8 ნომბერს ბრიუსელში ორგანიზაცია “Man having babies’’-ის ორგანიზებით ონლაინ ფორმატის კონფერენცია,  სახელწოდებით “მშობლობის შესაძლებლობები ევროპელი გეი კაცებისთვის” გაიმართა, რომელსაც ბავშვების გამოფენა-გაყიდვასთან კავშირი არ ჰქონია. ამ კონფერენციის მთავარი თემას გეი წყვილებისათვის შვილის ყოლის შესაძლებლობის მიცემა წარმოადგენდა, რაც ხელმისაწვდომ სუროგაციას მოიაზრებს. ღონისძიების მიზანს გეი წყვილებს შორის სუროგაციის პროცედურების შესახებ ინფორმირებულობის ზრდა და სუროგაციისთვის აუცილებელი ხარჯების მოძიებაში მათი ხელშეწყობა წარმოადგენდა. კონფერენციის პროგრამის მიხედვით, ერთ-ერთი სესია იმ ორგანიზაციების გაცნობა იყო, რომლებიც გეი წყვილებს სუროგაციის შესაძებლობას სთავაზობენ, თუმცა სესიაში სხვადასხვა ორგანიზაციები მონაწილეობდნენ და არა სუროგატი დედები. აღნიშნული სესიის მიზანი გეი წყვილებისთვის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება იყო და ბავშვების “გამოფენა-გაყიდვას”, რაზეც ვიდეოშია საუბარი, ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ იდენტური კონფერენცია  ბრიუსელში 2018 და 2019 წლებშიც ჩატარდა. ხოლო,  2019 წელს ეს ღონისძიება ბრიუსელის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში (ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სან-ფრანცისკო, ფლორიდა, ტორონტო, ტაიპეი) გაიმართა.

th 8 | mythdetector.com

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელგია

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist