რეალურად რაზეა აგებული Byline Times-ის სტატია, რომელსაც სახელისუფლებო მედია იდენტური ტექსტით ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

Byline Times
506
VIEWS

1 აპრილს თავდაპირველად ტელეკომპანია იმედმა, ხოლო შემდეგ 12-მა სხვა პროსახელისუფლებო მედიამ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც “იმედის” მფლობელის, ირაკლი რუხაძის რუსული კავშირების შესახებ Byline Times-ის სტატია არის განხილული.  

 სტატიები გამოქვეყნდა ნიუსჰაბის, მედიაჰოლდინგ კვირას, Ongo.ge-ის, მარშალპრესის, For.ge-ის, InfoPostalioni-ის, Mkhare.ge-ის, Tiflisnews-ის, რეპორტიორის, Xnews-ის, Spnews-ისა და exclusivetv-ის ვებ-საიტებსა და ფეისბუქ-გვერდებზე (1;2;3;4;5;6). ასევე, გავრცელდა კრემლისტური News Front-ის ვებ-საიტზე.

აღნიშნული მედიების ცნობით, სტატია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი რუხაძეს “რუსულ კავშირებს აბრალებენ”, აგებულია “რადიკალური ოპოზიციის წევრების”, სერგი კაპანაძისა და ნატალია საბანაძის მოსაზრებებზე. 

აღსანიშნავია, რომ სტატია 14 მედიას იდენტური ტექსტითა და იდენტური ფოტოთი აქვს გამოქვეყნებული. მედიის ნაწილს ტექსტისთვის დამატებული აქვს ასევე იდენტური ბოლო აბზაცი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ Byline Times-ის მასალა საქართველოდან იყო დაფინანსებული და “სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა” და “სამოქალაქო იდეის” დაკვეთით მომზადდა. მედიებიდან მხოლოდ For.ge-ის აქვს მითითებული, რომ მასალა იმედის მომზადებულია.  

POSTV-მ და იმედმა გამოაქვეყნეს საინფორმაციო ბარათი იგივე ვიზუალითა და მტკიცებით, რომ სტატია კაპანაძისა და საბანაძის მოსაზრებებზეა აგებული.

Byline Times

რეალურად, სერგი კაპანაძისა და ნატალია საბანაძის კომენტარები Byline Times-ის სტატიაში ნამდვილად გვხვდება, თუმცა, გამოძიება მხოლოდ ქართველი ექსპერტების მოსაზრებებზე არ არის აგებული. რა წყაროებს ეყრდნობა ავტორი და რა ინფორმაციას გვაწვდის მასალა, ქვემოთ მიმოვიხილავთ. 

  •  ეყრდნობა თუ არა სტატია კაპანაძისა და საბანაძის მოსაზრებებს? 

სათაურები, რომლითაც პროსახელისუფლებო მედია სტატიებსა და საინფორმაციო ბარათებს ავრცელებს, მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მასალა სრულად არის აგებული სერგი კაპანაძისა და ნატალია საბანაძის მოსაზრებებზე.  

 სტატია სახელწოდებით “ქართულ რეჟიმთან მოსკოვის კავშირები კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა”, რომელიც ჟურნალისტ უილ ნილის ავტორობით Byline Times-ის ვებ-საიტზე 31 მარტს გამოქვეყნდა, 8 ქვეთავისგან შედგება. 4 ქვეთავში თითო აბზაცი ეთმობა ნატალია საბანაძის, სერგი კაპანაძის, მედიის განვითარების ფონდის დამფუძნებლის, თამარ კინწურაშვილისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ჰანს გუტბროდის ციტატებს.  

 სტატიის ძირითადი ნაწილი აგებულია კვიპროსში დაფუძნებული ოფშორული კორპორაციული სერვისის პროვაიდერის, MeritServus-ის გაჟონილ დოკუმენტებზე, რომლის გაანალიზების შედეგადაც ავტორი ასკვნის, რომ რუსული ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ირაკლი რუხაძის კომპანია Hunnewell Partners-ი  წარმოადგენდა რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის ინტერესებს. სწორედ ეს არის ძირითადი ამბავი, რომლის ირგვლივაც ავტორი მიმოიხილავს დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციას, მათ პოზიციებს, კავშირებს რუსეთთან და ა.შ. ინფორმაციის ნაწილში ავტორი ღია წყაროებს ეყრდნობა. 

პროსახელისუფლებო მედიის მტკიცების მიუხედავად, რომ სტატია საბანაძისა და კაპანაძის მოსაზრებებზეა აგებული, კონკრეტული თავების ანალიზით ნათელი ხდება, რომ ავტორი მათ მოსაზრებებს იყენებს, როგორც შეფასებას და არა როგორც ინფორმაციის წყაროს. მაგალითად: 

სერგი კაპანაძის ციტატა მოყვანილია მხოლოდ ერთ თავში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილზე, ტელეკომპანია იმედსა და მისი მფლობელის პოლიტიკურ პოზიციებზეა საუბარი. “ივანიშვილმა საქართველოს დემოკრატია გაიტაცა და ქვეყანა კრემლის ინტერესების მორჩილების გზაზე მიჰყავს. […] რუსული ტრადიციის მიხედვით, მან ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი გაანადგურა, დააპატიმრა ოპოზიციონერები, მიიტაცა სასამართლოები და ხელისუფლების ყველა შტო, პარალელურად, თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოებას”. – ამბობს კაპანაძე.  

ნატალია საბანაძის მოსაზრებაც სტატიაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება, თავში სახელწოდებით “ყველა გზა ლონდონში მიდის” რომელშიც რუხაძის დიდი ბრიტანეთიდან მართული კომპანიის შესახებ არის საუბარი. “ტელეკომპანია იმედი ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია, რათა წინ წამოსწიოს ნარატივი და პოზიციები საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის, როდესაც ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ახდენს ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდირებას. […] თუკი მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სანქციები მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ ივანიშვილზე, არამედ მის ხელშემწყობთა მეტად ფართო ჯგუფზე, მაშინ იმედი ამ კატეგორიაში აუცილებლად მოხვდება”.  

  • რა ინფორმაციას გვაწვდის რუხაძის კომპანიაზე სტატია? 

Byline Times-ზე გამოქვეყნებული სტატია იწყება მცირე შესავლით, რომლის მიხედვითაც გამოჟონილი დოკუმენტები ცხადყოფს, თუ როგორ უწყობდა ხელს პუტინის მოკავშირეს ბრიტანული კომპანია Hunnewell Partners-ი, რომელსაც “საქართველოს მმართველი ოლიგარქის” სავარაუდო ხელშემწყობები აკონტროლებენ, სარგებელი მიეღო უზბეკეთში მომხდარი $1.5 მილიარდის ღირებულების სკანდალიდან. ტექსტი Byline Times-ის გამოძიებას წარმოადგენს. 

ტექსტის დასაწყისში გულნარა კარიმოვაზეა საუბარი, რომელიც უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის უფროსი ქალიშვილია. ერთ დროს დიდი ძალაუფლების მქონე კარიმოვა 2012 წლის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ სკანდალში გაეხვა. საქმე ეხებოდა კორუფციულ საქმეს, რომლის მიხედვითაც სამი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გიგანტი კორუფციულ გარიგებაში შევიდა კარიმოვას კომპანიებთან უზბეკურ ბაზარზე ოპერირების მიზნით. აღნიშნული გიგანტების მიერ გადახდილი ქრთამის ყველაზე მეტი წილი მოდიოდა MTS-ზე, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აღრიცხულ რუსულ ჯგუფზე. 2019 წელს MTS-მა სასამართლო პროცესის ასაცილებლად შეთანხმება დადო, ბრალდება აღიარა და $850 მილიონის ჯარიმა გადაიხადა.  

აღიარების მიუხედავად, MTS-ის პრობლემა არ გადაჭრილა – მისი აქციების ფასი დაეცა და აქციონერებმა ფული დაკარგეს. სწორედ ამას უკავშირდებოდა მთავარ მოსარჩელედ დანიშნული ირაკლი რუხაძის Hunnewell Partners-ის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელშიც მინიმუმ $13 მილიონის ზარალზე იყო საუბარი. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, იმ დროს კი ეჭვი არავის შეუტანია იმაში, რომ MTS-ის აქციები სინამდვილეში Hunnewell Partners-ს არ ეკუთვნოდა. სარჩელის დეტალები ფარული დარჩა მანამ, სანამ ოფშორული სერვისის პროვაიდერის, MeritServus-ის დოკუმენტებმა არ გაჟონა.  

სწორედ ეს დოკუმენტები გააანალიზა Byline Times-მა და მათზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ 2019 წელს Hunnewell Partners-მა დადო ხელშეკრულება კვიპროსში დაფუძნებულ კომპანია Pro-Alpha Investments Ltd-სთან. Hunnewell Partners-ი იღებდა ნომინალურ უფლებებს, ქონებრივ უფლებას, კუთვნილებასა და ინტერესს MTS-ის ფასიან ქაღალდებზე. რეალურად, აღნიშნულ ქაღალდებს 2018 წლის ნოემბრამდე Pro-Alpha Investments Ltd ფლობდა, ხოლო შემდეგში მესამე კვიპროსული ფირმა, Pro-Beta Investments Ltd.

 შესაბამისად, რუხაძის Hunnewell Partners-ს შეეძლო, ემოქმედა, როგორც Pro-Alpha-ს წარმომადგენელს და Pro-Alpha მიიღებდა ზარალის ანაღაურებას ისე, რომ მისი სახელი არსად გასაჯაროვდებოდა. Hunnewell-ს საბოლოოდ მიღებული თანხის 10%-ს დაჰპირდნენ. 

  MeritServus-ის გამოჟონილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ Pro-Alpha და Pro-Beta მხოლოდ პირველ რგოლებს წარმოადგენენ ჯაჭვში, რომელიც, სულ მცირე, ექვს სხვადასხვა სუბიექტს მოიცავს და საბოლოოდ მიდის ერთ პირამდე – რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩამდე.  

Hunnewell-ის წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარში სარჩელს “სრულიად ნორმალური” უწოდა, ასევე, აღნიშნა, მხარეებს შორის დაიდო “სასამართლო საქმის დაფინანსების ჩვეულებრივი გარიგება”. მან ასევე უარყო, რომ კომპანიას აბრამოვიჩთან ჰქონდა შეთანხმებები დადებული, თქვა, რომ აღნიშნულ დროს აბრამოვიჩი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული არ ყოფილა და დაამატა, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია სარჩელში მისი ჩართულობის (თუ ეს სიმართლეა) შესახებ. ფირმის წარმომადგენლის მტკიცებითვე, Hunnewell Partners-ს პირდაპირ ან ირიბად რუსეთში საქმიანი გარიგებები ან ინვესტიციები არ აქვს, ასევე, არ აქვთ კავშირი რომან აბრამოვიჩთან. ის Hunnewell-ს “ცალსახად პროდასავლურსა და პროუკრაინულს” უწოდებს.  

სწორედ ამ ამბავთან დაკავშირებული პირების ირგვლივ განხილვით გრძელება სტატია – ავტორი მიმოიხილავს ტელეკომპანია იმედის ისტორიას, წერს ბადრი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის მემკვიდრეობის შესახებ და ა.შ. მომდევნო თავებში ტელეკომპანია იმედისა და ირაკლი რუხაძის შესახებ ქართველი ექსპერტების შეფასებითი კომენტარებია გადმოცემული. თუმცა, მტკიცება, რომ სტატია მათ მოსაზრებებზეა აგებული, რეალობას არ ასახავს. ციტატები შეფასებისთვის არის გადმოცემული და ავტორი გამოძიებაზე ინფორმაციის მიწოდების ნაწილში მათ არ ეყრდნობა.  

სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ მასალაზე კვლევა მხარდაჭერილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოება – საქართველო) გრანტით, თბილისის ანალიტიკურ ცენტრ Civil Idea-ს მეშვეობით.  

სტატიების არქივი: კვირა; ONGO; For.ge; InfoPostalioni; მხარე; News Front; SPNEWS; Exclusive TV; NEWSHUB; XNEWS; TIFLISNEWS, მარშალპრესი

ფეისბუქ-პოსტების არქივი: InfoPostalioni; კვირა; მხარე; Tiflisnews; რეპორტიორი; მარშალპრესი

წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist