გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ბუჩუკურისა და მეზვრიშვილის ჩხუბის ხმა არ ისმის

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ბუჩუკურისა და მეზვრიშვილის ჩხუბი
901
VIEWS

22 აპრილს Facebook-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელსაც პარტია “საქართველოსთვის” წევრების, ანა ბუჩუკურისა და ნათია მეზვრიშვილის ფოტო აქვს დართული და, ავტორის მტკიცებით, მასში ბუჩუკურისა და მეზვრიშვილის ჩხუბის ხმა ისმის. იგივე ვიდეო გავრცელდა ფეისბუქ-ჯგუფში “ანტი-მაიდანი! ერის ხმა!” 

ბუჩუკურისა და მეზვრიშვილის ჩხუბი

სოციალურ ქსელში გავრცელებული აუდიო ბუჩუკურისა და მეზვრიშვილის ჩხუბის ამსახველი არ არის. სრული აუდიო, Live ვიდეოს ჩანაწერთან ერთად, Tik Tok-ზე არის გავრცელებული და მასში პლატფორმის მომხმარებლებს – tata.morieli-სა და gijunia69gijunia-ს  შორის მომხდარი ჩხუბის ხმა ისმის. 

გავრცელებულ ვიდეოზე დატანილია ავტორის Tik Tok ანგარიშის სახელი “butrossbutrosgal” თუმცა 23 აპრილის მდგომარეობით მის გვერდზე აღნიშნული ვიდეო აღარ იძებნება. ვიდეო იმავე მტკიცებით გამოქვეყნებული აქვს სხვა Tik Tok მომხმარებელს

ხმა, რომელიც ვიდეოჩანაწერს ადევს, Tik-Tok-ზე გამოქვეყნებული სხვა ვიდეოდან არის აღებული. რეალურად, ჩანაწერი არა მეზვრიშვილსა და ბუჩუკურს შორის, არამედ Tik Tok-ზე Live-ში მომხდარ დაპირისპირებას ასახავს. ამას ადასტურებს Live ვიდეოს ჩანაწერები (1;2), რომლებიც 22 აპრილს, დილის საათებშია გამოქვეყნებული. Live ვიდეოში Tik Tok მომხმარებლებს კამერები აქვთ გათიშული, თუმცა მომხდარი დაპირისპირება სრულად ჩანს და მოგვიანებით პოლიტიკოსების შესახებ გავრცელებულ ვიდეოს მისი მოჭრილი ვერსია ადევს. ჩანაწერის ბოლოს ქალი, რომელიც LIVE-ში იყო და სხვა ქალს დაუპირისპირდა, კამერას რამდენიმე წამით რთავს, რათა მაყურებელს აჩვენოს, თუ როგორ გარბის ის.  

ბუჩუკურისა და მეზვრიშვილის ჩხუბი

სრულ ჩანაწერში ისმის, რომ სხვა პირები, რომლებიც საერთო LIVE ვიდეოში არიან ჩართული, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთ ქალს მიმართავენ სახელით თათა. ვიდეოში ასევე ჩანს კომენტარები, რომლებშიც იმავე სახელს ახსენებენ.  

ბუჩუკურისა და მეზვრიშვილის ჩხუბი

ვიდეოს მიხედვით, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი ქალის Tik-Tok სახელი არის “gijunia69gijunia”. აღნიშნული სახელით Tik-Tok მომხმარებელი ნამდვილად არსებობს და იმავე ფოტოს იყენებს, რაც ვიდეოს ჩანაწერში ჩანს. ის პლატფორმაზე ასევე სისტემატურად უშვებს LIVE ვიდეოებს.    

ბუჩუკურისა და მეზვრიშვილის ჩხუბი

დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი ქალი, რომლის Tik Tok-ის ანგარიშსაც “tata.morieli” ჰქვია, მომხდარს რამდენიმე ვიდეოთი გამოეხმაურა (1;2;3). ვიდეოებში ის ახსენებს “გიჟუნიას” და მასთან მომხდარ ჩხუბს, რომელსაც ლაივ ვიდეოთი აჩვენებდა. ვიდეოებში ასევე ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, რადგან მის წინააღმდეგ “გიჟუნიამ” საჩივარი დაწერა. ქალი ასევე საუბრობს LIVE ვიდეოს იმ მონაკვეთზე, რომელშიც ის მირბოდა: “ასე რომ აჩვენებდა ხალხს კამერას, გაიქცაო. სად გავიქეცი, შე საცოდავო, პიჟამოთი ვიყავი და სპეციალურად გინდოდა, დაგენახებინე ხალხს კამერაში დაენახა ჩემი თავი…” 

ამრიგად, აუდიოჩანაწერი ნათია მეზვრიშვილისა და ანა ბუჩუკურის ჩხუბს არ ასახავს. რეალურად, დაპირისპირება, რომელიც Tik Tok-ის ორ მომხმარებელს შორის მოხდა, პლატფორმაზე გაშვებული LIVE ვიდეოდან არის ჩაწერილი.  


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist