27 მარტს რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმა უკრაინაში დაღუპულ ადამიანთა მასობრივი დაკრძალვის ამსახველი კადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანს თუ როგორ მარხავენ ათეულობით ადამიანს ერთდროულად. ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ უკრაინაში ხალხს ამ ფორმით კრძალავენ, რათა ოჯახის წევრებისთვის ფულის გადახდა არ მოუწიოთ.
გავრცელებული კადრები მანიპულაციურად ვრცელდება. ვიდეო რეალურად 2022 წლის მარტშია გადაღებული, როდესაც ბუჩასა და ირპინში რუსეთის ინტენსიურ დაბომბვას ათობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა მოყვა და რადგან მსხვერპლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, მათი ამ ფორმით დამარხვა გახდა საჭირო.
2022 წლის მარტში რუსეთის ინტენსიური დაბომბვის შედეგად მარიუპოლში, ბუჩასა და ირპინში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მასობრივი სამარხის კადრები 2022 წელს ირპინში მომუშავე ექიმმა, ანდრეი ლევკოვსკიმ ფეისბუქზე გამოაქვეყნა . ექიმებმა დაკრძალეს დაზარალებულები, რომლებიც ირპინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ახლა კი რაც შეეხება უსიამოვნო საკითხს: ბუჩაში ქალაქის ეკლესიის ტერიტორიაზე 67 მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს მასობრივ საფლავში. დაღუპულთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ამბობთ, რომ ომი არ არის?!” – წერდა ფეისბუკზე ანდრი ლევკივსკი 2022 წელს.

BBC-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ მაშინ ამ ქალაქების დიდ ნაწილს რუსები აკონტროლებდნენ, ასევე, ვერ ხერხდებოდა დაღუპული ადამიანების იდენტიფიცირება, ამიტომ, საჭირო გახდა მსხვერპლის მასობრივ საფლავებში დამარხვა. გავრცელებული კადრები სწორედ ერთ ასეთ სამარხს ასახავს.
BBC-ის საავადმყოფოში უთხრეს, რომ დაკრძალვამდე “რიტუალური მსახურება” ჩატარდა . ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და არავინ იცოდა ზუსტად სად იყვნენ მათი ნათესავები.

წყაროს შესახებ
ფეისბუკ-ანგარიში Ирина Илларионова ანტიუკრაინული შინაარსის მასალებს აქვეყნებს და დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.