ბრუნდება თუ არა “მაკდონალდსი” რუსეთში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მაკდონალდსი
408
VIEWS

26-27 აპრილს მედიებმა “იმედი”(  1, 2, 3),“POSTV” (1, 2) და “რუსთავი 2”, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი “მაკდონალდსი” რუსეთში ბრუნდება. “იმედისა” და POSTV-ის გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ „მაკდონალდსი“ პირველი ამერიკული კომპანიაა, რომელმაც რუსულ ბაზარზე 2022 წლის შემდეგ დაბრუნების სურვილი ოფიციალურად დაადასტურა.

პოსტებს თან დოკუმენტის ფოტო ერთვის, რომელშიც ჩანს, რომ ბრენდმა თავიდან დარეგისტრირებისთვის „როსპატენტს” განაცხადით მიმართა.

brundeba thu ara makdonaldsi rusethshi ბრუნდება თუ არა “მაკდონალდსი” რუსეთში?

brundeba thu ara makdonaldsi rusethshi1 ბრუნდება თუ არა “მაკდონალდსი” რუსეთში?

მტკიცება, თითქოს “მაკდონალდსი” რუსეთში ბრუნდება სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიამ სავაჭრო ნიშნების პატენტი გაახანგრძლივა რუსეთში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით, თუმცა ოფიციალურად დაბრუნებაზე განცხადება არ გაუკეთებია. აღნიშნული ინფორმაცია Економічна правда-სთან კომპანიის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

“მაკდონალდსმა” რუსეთის ფედერაციაში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით “როსპატენტს” მიმართა.  “როსპატენტის” ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, განაცხადი 2024 წლის 28 დეკემბერს იყო წარდგენილი, თუმცა 2025 წელს გამოქვეყნდა. განხილვა აპრილში დაიწყო. 

“მაკდონალდსის” წარმომადგენელმა უკრაინულ Економічна правда– სთან კომენტარში დაადასტურა, რომ რუსეთში დაბრუნებას არ აპირებენ და სავაჭრო ნიშნის პატენტების გახანგრძლივება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით მოხდა. 

„ჩვენ ამას ჩვენი ბრენდის დასაცავად ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ მესამე მხარის ბიზნესების ან ფიზიკური პირების მიერ, განსაკუთრებით რუსეთში, ჩვენი სავაჭრო ნიშნების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა Економічна правда – სთან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის არასწორი ინფორმაცია წარსულში “კოკა-კოლაზე” გავრცელდა. აღნიშნული მტკიცება “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. “კოკა-კოლასა” და “მაკდონალდსთან” ერთად, სავაჭრო ნიშნების დაცვის მიზნით, მსგავსი განცხადებები “როსპატენტში” არაერთმა სხვა დასავლურმა კომპანიამ შეიტანა, მათ შორის, ამერიკულმა კომპანია Starbucks-მა და შვედურმა კომპანია IKEA-მ.

“მაკდონალდსი” რუსეთიდან 2022 წლის მაისში გავიდა. გადაწყვეტილება ამერიკულმა კომპანიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიიღო. წარსულში ასევე მანიპულაციურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მაკდონალდსი რუსული ბრენდის ქვეშ აგრძელებდა მუშაობას.

წყაროს შესახებ:

Саня во Флориде რუსი ვლოგერია, რომელსაც დეზინფორმაცია ადრეც გაუვრცელებია. 

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4


სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა, სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist