შეცდომაში შემყვანია მტკიცება, თითქოს ბრიტანეთი ბონუსს უხდის ოჯახებს, რომელთა წევრებიც ევთანაზიას იკეთებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

125
VIEWS

6-8 დეკემბერს Threads-ისა და Facebook-ის რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა ფინანსურ ბონუსს გადაუხდის მოქალაქეებს, რომელთა ასაკოვანი ოჯახის წევრებიც ევთანაზიას გაიკეთებენ. პოსტების ავტორებს წყაროდ The People’s Voice-ის სტატია აქვთ მითითებული, რომელიც, თავის მხრივ, The Telegraph-ს ეყრდნობა.   

ევთანაზია

გავრცელებული მტკიცება, თითქოს ბრიტანეთის მთავრობა ფინანსურ ბონუსს გადაუხდის ოჯახებს, რომელთა ასაკოვანი ნათესავებიც ევთანაზიას მიმართავენ, შეცდომაში შემყვანია. რეალურად, The Telegraph-ის სტატიაში 2 სხვადასხვა კანონის კავშირი და შესაძლო შედეგებია განხილული და მსგავსი მტკიცება არ გვხვდება.   

29 ნოემბერს ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც ინგლისსა და უელსში მცხოვრებ იმ პირებს, რომლებსაც ექიმის ოფიციალური დასკვნით მაქსიმუმ 6 თვის სიცოცხლე აქვთ დარჩენილი, აძლევს უფლებას, ევთანაზიის გზით დაასრულონ სიცოცხლე. 

The Telegraph-ის 4 დეკემბრის სტატია, რომელსაც The People’s Voice ინფორმაციის წყაროდ ასახელებს, ეხებოდა ამ ახალი კანონის კავშირს უკვე არსებულ იურიდიულ ნორმებთან, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაიღუპება 75 წლის ასაკამდე, მისი დაგროვებული პენსია ოჯახს საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის გარეშე გადაეცემა. 75 წელს ზემოთ სიკვდილის შემთხვევაში, პენსია დაიბეგრება და ოჯახი ნაკლებ თანხას მიიღებს. სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ თუ 75 წელს მიახლოებულ ადამიანს დაუსვამენ სასიკვდილო დიაგნოზს და განუსაზღვრავენ 6 თვეზე ნაკლებ სიცოცხლეს, ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შესაძლოა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რადგან 75 წლამდე ევთანაზიით მის ოჯახს ასობით ათასი ფუნტით მეტ თანხას დაუტოვებს. ამიტომ, ეს ფაქტორი ევთანაზიაზე დათანხმების მიზეზი შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დეტალები The People’s Voice-ის სტატიაშიც არის მოყვანილი, თუმცა მისი სათაური და სოციალურ ქსელებში მომხმარებლების მიერ გავრცელებული პოსტები არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის. The Telegraph-ის სტატიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ მთავრობა ოჯახებს, რომელთა ნათესავებიც სიცოცხლეს სამედიცინო გზით დაასრულებენ, ფულად ბონუსს გადაუხდის, მსგავსი ინიციატივა არც ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-საიტზე იძებნება.  

კონსპირაციულ გამოცემა The People’s Voice-ის სტატიაზე დაყრდნობით გავრცელებული პოსტები Reuters-მაც გადაამოწმა და დაადგინა, რომ ისინი შეცდომაში შემყვანია. 

The People’s Voice რეგულარულად ავრცელებს კონსპირაციების თეორიებსა და დეზინფორმაციას. გამოცემის არაერთი მტკიცება და სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ მასზე დაყრდნობით გავრცელებული პოსტები “მითების დეტექტორს” წარსულშიც მრავალჯერ გადაუმოწმებია

არქივი (1;2)  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist