რა ვიცით საგადასახადო რეესტრში ბრიჯიტ მაკრონის ჟან მიშელის სახელით მოხსენიებაზე და როგორ აშუქებს ამბავს ქართული მედია?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ბრიჯიტ მაკრონი
531
VIEWS

25 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტოებმა Info 9 და “ნიუსჰაბი”, ასევე რამდენიმე ფეისბუქ გვერდმა (1;2) და ანგარიშმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ცოლმა, ბრიჯიტ მაკრონმა აღმოაჩინა, რომ საგადასახადო ვებ-გვერდზე კაცის, ჟან მიშელის სახელით იყო მითითებული. ინფორმაციის გავრცელებისას ნაწილი მიუთითებს, რომ ფრანგულ მედიას BFMTV ეყრდნობიან. ორი საინფორმაციო სააგენტო კი ამბავს იდენტური ტექსტებით ავრცელებს: “საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ ბრიჯიტ მაკრონმა აღმოაჩინა, რომ საგადასახადო ვებგვერდზე მამაკაცის სახელით (ჟან მიშელი) არის მითითებული.” 

ბრიჯიტ მაკრონი

ბრიჯიტ მაკრონი

ქართულენოვანი სააგენტოები გავრცელებულ საინფორმაციო ბარათებს დამატებით დეტალებს არ ურთავენ და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრიჯიტ მაკრონს კაცის სახელი საგადასახადო ვებ-გვერდმა მიანიჭა. კომენტარებიდან და გაზიარებებიდან ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილი ამ ფორმით გავრცელებულ ინფორმაციას საფრანგეთის პირველი ლედის დისკრედიტაციის მიზნით იყენებს.  აღსანიშნავია ისიც, რომ BFMTV-ის დოკუმენტური სერია, რომელსაც ქართულენოვანი მედია ეყრდნობა, ბრიჯიტ მაკრონის შესახებ შეთქმულების თეორიის გავრცელებას ეძღვნება და საგადასახადო საიტზე, სავარაუდოდ, გარე ჩარევის შედეგად სახელის შეცვლაც ამ კონტექსტშია განხილული. 

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ მიმოხილვას, თუ რა ინფორმაციაა ცნობილი საგადასახადო ვებ-გვერდზე ბრიჯიტ მაკრონის სახელის ცვლილების შესახებ და რას ეხება BFMTV-ის დოკუმენტური სერია. 

24 ოქტომბერს ფრანგულმა ტელევიზიამ BFMTV გაავრცელა დოკუმენტური სერიის ანონსი, რომელიც ეთერში 26 სექტემბერს გავიდა. დოკუმენტური სერიის სახელია – “წითელი ხაზი: ჭორებიდან შეთქმულებამდე, ბრიჯიტ მაკრონის საქმე.” ანონსსა და თავად სიუჟეტის პირველ ნაწილში მოთხრობილია 2024 წელის შემთხვევა, როდესაც ბრიჯიტ მაკრონმა აღმოაჩინა, რომ საგადასახადო საიტზე მითითებული იყო არა მისი ნამდვილი სახელი, არამედ კაცის სახელი, ჟან მიშელი. 2021 წლიდან საჯარო სივრცეებში განიხილავენ კონსპირაციის თეორიას, თითქოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცოლი სინამდვილეში კაცია და მისი რეალური სახელი ჟან მიშელია. 

ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ახალი არაა. საფრანგეთის საგადასახადო პორტალზე ბრიჯიტ მაკრონის სახელის ცვლილების შესახებ ფრანგული მედია ადრეც წერდა. მაშინ ორი ადამიანის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიყო, თუმცა სასამართლომ ისინი საბოლოოდ გაამართლა. BFMTV-ის დოკუმენტურ სერიაში პირველი ლედის შესახებ გავრცელებულ ცნობების, მათი წარმოშობისა და განვითარების შესახებაა საუბარი.  

“ჭორიდან შეთქმულებამდე” – რის შესახებაა BFMTV-ის სიუჟეტი?

ფრანგული ტელევიზიის BFMTV დოკუმენტური სერია შეეხება ბრიჯიტ მაკრონზე გავრცელებულ შეთქმულების თეორიებს, თითქოს ის კაცია და თანაც თავისი ძმა, ჟან მიშელია. სიუჟეტის დასაწყისში მოთხრობილია 2024 წელს მომხდარი შემთხვევა, როდესაც საგადასახადო დოკუმენტების შესავსებად ბრიჯიტ მაკრონი ვებ-გვერდზე შევიდა და აღმოაჩინა, რომ მისი სახელი შეცვლილი იყო. როგორც ბრიჯიტ მაკრონის ადმინისტრაციის უფროსი, ტრისტან ბრომეტი, მედიასთან იხსენებს, რომ სახელის გრაფაში შემდეგი წინადადება ეწერა: “ჟან მიშელი, ცნობილი როგორც ბრიჯიტ მაკრონი.” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საუბრობს გარე ჩარევის შესაძლებლობაზეც, რადგან ბრიჯიტ მაკრონის გარდა მის პირად ინფორმაციაზე წვდომა არავის უნდა ჰქონოდა.

ra vitsith sagadasakhado reestrshi brijit makronis zhan mishelis sakhelith mokhseniebaze da rogor ashuqebs ambavs qarthuli media2 | mythdetector.com
სახელის გრაფაში მითითებულია: “ჟან მიშელი, ცნობილი, როგორც ბრიჯიტ მაკრონი.”
წყარო: BFMTV

ტრისტან ბრომეტის თანახმად, შემთხვევასთან კავშირში მყოფი ორი პირის (ინიციალებით Juliette. A და Laurent. A) იდენტიფიცირება მოხდა და მათ წინააღმდეგ სამართალწარმოებაც დაიწყო. ბრალდებულების თქმით, მათ ამ ფორმით გააპროტესტეს საფრანგეთის მთავრობის პოლიტიკა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოზე თქვა, რომ ჩადენილ ქმედებას ნანობდა. პარიზის სასამართლომ ბრალდებულები გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყევტილების მიხედვით, მართალია, ქმედებამ ზიანი მიაყენა ბრიჯიტ მაკრონის ღირსებასა და რეპუტაციას, თუმცა ბრალდებულებს არ ჰქონიათ მცდელობა წვდომა მოეპოვებინათ პირველი ლედის პერსონალურ სივრცესა და ინფორმაციაზე. 

ბრიჯიტ მაკრონის ადმინისტრაციის პოზიციით, ბრალდებები სერიოზული იყო და შეეხებოდა არა მხოლოდ სქესის ცვლილებას, არამედ იდენტობის დამადასტურებელი ყველანაირი დოკუმენტის გაყალბებას. 

დოკუმენტური სერიის შემდეგ ნაწილში მიმოხილულია 2021 წლიდან განვითარებული შეთქმულების თეორია, თითქოს საფრანგეთის პირველი ლედი კაცი და თანაც თავისი ძმაა. სიუჯეტის ავტორები ყვებიან, ვინ და როდის დაიწყო საკითხზე საუბარი, რა რეაგირება მოჰყვა საფრანგეთში და როგორ გავრცელდა კონსპირაციის თეორია მსოფლიოში.

როგორ გავრცელდა ბრიჯიტ მაკრონის სქესთან დაკავშირებული კონსპირაციის თეორია?  

BFMTV ბრიჯიტ მაკრონის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ სერიაში აღნიშნავს, რომ პირველი ლედის სქესის შესახებ შეთქმულების თეორიის ავტორია ნატაშა რეი, რომელიც თავს ჟურნალისტად წარადგენდა. ფრანგ ჟურნალისტებთან ჩაწერილი ინტერვიუებიდან ვიგებთ, რომ 2021 წელს ნატაშა რეი მათ უკავშირდებოდა და ეუბნებოდა, რომ ბრიჯიტ მაკრონის შესახებ საინტერესო ინფორმაცია ჰქონდა. როგორც დოკუმენტურ სერიაში ადგილობრივი ჟურნალისტები განმარტავენ, ინფორმაცია იყო ზედაპირული, ბუნდოვანი და კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე. მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გავრცელდა სულიერი მედიუმის ამანდინ როის ინტერვიუ ნატაშა რეისთან. ინტერვიუში ამტკიცებდნენ, რომ ბრიჯიტ მაკრონი სინამდვილეში მისი ძმაა, რომელმაც 30 წლის ასაკში სქესი შეიცვალა და ქალი გახდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ფართო მასებში დაიწყეს ბრიჯიტ მაკრონის სქესის საკითხის განხილვა. 

ra vitsith sagadasakhado reestrshi brijit makronis zhan mishelis sakhelith mokhseniebaze da rogor ashuqebs ambavs qarthuli media3 | mythdetector.com
ამანდინ როის ინტერვიუ ნატაშა რეისთან 
წყარო: BFMTV

დისკუსია ბრიჯიტ მაკრონის სქესის შესახებ საფრანგეთის გარეთაც გაგრძელდა, რაც BFMTV-მა თავის სიუჟეტშიც განიხილა. მაგალითად, ავტორებმა გაიხსენეს ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ ამერიკელი ჟურნალისტის, ქენდის ოუენსის ბრალდებები. ცნობისთვის, საფრენგეთის პირველმა ლედიმ ამერიკელ ჟურნალისტს მის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელების გამო უჩივლა და საქმეს ცილისწამების მუხლით განიხილება. დოკუმენტურ სერიაში ასევე მოხვდა ხავიერ პუსარდთან ჩაწერილი ინტერვიუ. ის არის ავტორი ბრიჯიტ მაკრონის შესახებ გამოცემული წიგნის – “ბრიჯიტად გახდომა”. წიგნში მოთხრობილია, რომ საფრანგეთის პირველი ლედი თავს სხვა ადამიანად ასაღებს და მისი ბიოგრაფია იდუმალია. 

ინტერვიუში ბრიჯიტ მაკრონის ადმინისტრაციის ხელმძღავნელი ამბობს, რომ მაკრონებმა აირჩიეს მათ შესახებ გავრცელებულ მცდარ ცნობებზე სასამართლოს გზით ეპასუხათ. ბრიჯიტ მაკრონმა სასამართლოში უჩივლა ნატაშა რეისა და ამანდინ როისაც. თანამოსარჩელე იყო ბრიჯიტ მაკრონის ძმაც. პირველი ინსტანციის სასამართლომ ისინი ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო (30:33), თუმცა სააპელაციო სასამართლომ ცილისწამების საქმეში ორივე მათგანი გაამართლა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიჯიტ მაკრონის სქესს ქართული მედია და ფეისბუქ მომხმარებლები განიხილავენ. “მითების დეტექტორმა” აქამდეც გადაამოწმა კონსპირაციის თეორია და ფოტოფაბრიკაცა, რომლის გავრცელებითაც ამტკიცებდნენ, თითქოს ემანუელ მაკრონის ცოლი კაცია. მათ შესახებ ვრცლად წაიკითხავს სტატიებში: 

გარდა ბრიჯიტ მაკრონისა, მსგავსი ცნობების გავრცელება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ცოლის, მიშელ ობამას დისკრედიტაციასაც ისახავდა მიზნად. წლების წინ მიშელ ობამას ერთ-ერთი ფოტო საფუძველი გახდა დეზინფორმაციული მტკიცების, თითქოს ის კაცია. 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist