დეზინფორმაცია, თითქოს ბილ გეიტსი, აღიარებს, რომ რნმ ვაქცინები დნმ-ს ცვლის

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ბილ გეიტსი
41
VIEWS

30 იანვარს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო აღწერით, რომლის მიხედვითაც ბილ გეიტსი აღიარებს, რომ რნმ ვაქცინა ადამიანის დნმ-ის ცვლის. ინგლისურენოვან ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ გეიტსი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მუშაობენ სპეციალურ ტექნოლოგიაზე, “ჩიპზე”, რომელიც ადამიანებში ორგანიზმში იქნება შეყვანილი და “ხელის ტატუს” სახე ექნება. ეს “ჩიპი” შეინახავს ადამიანის პერსონალურ მონაცემებს და ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ, მისი გააქტიურებისთვის კი საჭირო იქნება ფერმენტი ლუციფერინი.

ბილ გეიტსი

ვიდეოში ბილ გეიტსი არ ამბობს, რომ რნმ ვაქცინა დნმ-ის ცვლილებას იწვევს. კადრები ამოჭრილია საინფორმაციო ვიდეოდან, სადაც გეიტსი სხვადასხვა ვაქცინის მოქმედებას ხსნის. დამატებით ვიდეო ვაქცინებზე კონსპირაციულ თეორიებს ავითარებს: 1) ტექნოლოგია, რომელზეც მასაჩუსეტსის ინსტიტუტის გუნდი მუშაობდა, ადამიანის ჩიპირებას არ მოიაზრებს. 2) ლუციფერინი ბუნებრივი ფერმენტია, რომელსაც ვაქცინები არ შეიცავს.

ვიდეოში გამოყენებული კადრები, რომლებზეც ბილ გეიტსია ასახული, 2020 წლის 1 მაისს გეიტსის მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ვიდეოდან არის ამოჭრილი. ვიდეოში ის სხვადასხვა ტიპის ვაქცინების მუშაობის პრინციპს ხსნის, თუმცა არსად ამბობს, რომ რნმ ვაქცინები დნმ-ის ცვლილებას იწვევს.

ბილ გეიტსი

გეიტსი: “ბოლო და იმედისმომცემი მეთოდი კი არის რნმ ვაქცინა. რნმ-სა და დნმ-ს შემთხვევაში, ვირუსის ფორმის შეყვანის ნაცვლად, ორგანიზმს გადაეცემა კოდი, რომელიც მას ამ ფორმის შექმნის ინსტრუქციას აძლევს.”

გეიტსი საუბრობს რნმ-ით ორგანიზმისთვის ვირუსის საწინააღმდეგო ანტიგენების წარმოქმნის ინსტრუქციის მიწოდებაზე და არა ვაქცინით დნმ-ის შეცვლაზე.

მტკიცება, რომ რნმ ვაქცინები დნმ-ის ცვლილებას იწვევს ვაქცინებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული მითია და სიმართლეს არ შეესაბამება. რნმ ვაქცინები დნმ-ში ცვლილებებს არ იწვევს. რნმ ვაქცინები შეიცავს საინფორმაციო რნმ-ს, რომელიც უჯრედის ბირთვში, სადაც დნმ ინახება, არ შედის. რნმ ვაქცინები უჯრედებს აწვდის ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ვირუსის საწინააღმდეგო ცილების გამომუშავებისთვის. თავისი ფუნქციის შესრულების შემდეგ რნმ ორგანიზმიდან გამოიდევნება.

ტექნოლოგია, რომელიც ვიდეოს მიხედვით, ადამიანების “ჩიპირებისთვის” იქნება გამოყენებული, სავარაუდოდ, ე.წ “კვანტური წერტილოვანი ტატუირებაა” (Quantum-dot tattoos-ა. ეს ვაქცინის ადმინისტრირების და ასევე ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის ადამიანზე სხეულზე დატანის მეთოდია, რომელზეც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ჯგუფი მუშაობდა, თუმცა ეს ტექნოლოგია ადამიანის ჩიპირებას არ მოიაზრებს. 

ვაქცინის ადმინისტრირება 1.5 მილიმეტრიანი მიკრონემსებით ხდება, რომლებიც ვაქცინასთან ერთად ფლუორესცენტული კვანტური წერტილების შეიცავს. მიკრონემსები კანში იხსნება, ხოლო კვანტური წერტილებით დატოვებული პატერნი კი ადამიანის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ბილ გეიტსი
ტექნოლოგიის მექანიზმის ილუსტრაცია. წყარო: Rice University

პროექტი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მიერ იყო დაფინანსებული. პროექტში ჩართული ერთ-ერთი მკვლევრის, კევინ მაკჰიუს თანახმად, ხშირად, სოფლებში და რთულად მისადგომ ადგილებში მცხოვრებმა მშობლებმა ზუსტად არ იციან, რა ვაქცინები აქვთ მათ შვილებს გაკეთებული. ტექნოლოგია, რომელიც ექიმებს ვაქცინაციის ისტორიის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის დაეხმარება მათ ზუსტად იცოდნენ, რა ვაქცინები სჭირდება ამა თუ იმ ადამიანს და ასევე არ მოხდება ამა თუ იმ დაავადების წინააღმდეგ უკვე ვაქცინირებული ადამიანის ხელმეორედ აცრა. 

გავრცელებული ვიდეო ასევე გადაამოწმა გამოცემა Reuters-მა. გამოცემასთან კომენტარში მაკჰიუმ აღნიშნა, რომ ტექნოლოგია მიკროჩიპი არ არის და ასევე ადამიანის სათვალთვალოდ მასზე პერსონალურ ინფორმაციას არ შეიცავს ის ასევე არ ცვლის ადამიანის დნმ-ს.

  • რა არის ლუციფერინი/ლუციფერაზა?

ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ტექნოლოგიის გასააქტიურებლად საჭიროა ფერმენტი ლუციფერაზა. ლუციფერაზა ბუნებრივი ფერმენტია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებში სინათლის გამოსხივების შექმნაში მონაწილეობს. ის სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში, მათ შორის ციცინათელებში გვხვდება. სწორედ, ლუციფერაზას გამო შეუძლიათ ციცინათელებს ნათება. ამ თვისებებიდან გამომდინარე მეცნიერები ლუციფერინს კვლევებში იყენებენ. ლუციფერინის საშუალებით ქიმიური რეაქციის შედეგად მიღებული სინათლით შესაძლებელი ხდება ბიოლოგიური პროცესებზე დაკვირვება მათ შორის გენების ექსპრესიის, ბიომოლეკულური შეკავშირებისა და უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის მონიტორინგი. ლუციფერინი კორონავირუსის ვაქცინის გამოცდის დროს იყო გამოყენებული, თუმცა ვაქცინები ლუციფერინს არ შეიცავს.

Reuters-თან კომენტარში კევინ მაკჰოიმ ისიც აღნიშნა, რომ არც წერტილოვანი ტატუირებისთვის საჭირო ტექნოლოგია იყენებს ლუციფერინს ან ბიოლუმინესცენციის რაიმე სხვა სახეობას. 

ლუციფერაზა, სიტყვის ლუციფერთან, ეშმაკთან დაკავშირების გამო სხვადასხვა კონსპირაციული თეორიისა და დეზინფორმაციის საბაბი გახდა. ვრცლად, ლუციფერაზასთან და ვაქცინებთან დაკავშირებულ სხვა დეზინფორმაციაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist