ითხოვს თუ არა ბილ გეითსი სამხედრო ძალების ჩართულობით მოსახლეობის აცრას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ბილ გეითსი
236
VIEWS

2025 წლის 9 ივნისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქის ანგარიშმა, Oleg Dor-მა გამოაქვეყნა სკრინშოტი, რომელიც ასახავს The people’s voice-ის სტატიას ბილ გეითსისა და ჯანმოს კოლაბორაციის შესახებ – თითქოს ისინი თავდაცვის ძალებს მოუწოდებენ ძალისმიერი მეთოდებით აცრან მოსახლეობა მომდევნო პანდემიის დროს. სქრინშოტს ერთვის წარწერა დაე ყოვლისშემძლე მეუფემ ამ ფსიქოპატს და მის დამქაშებს ცოდვებისთვის მიუზღოს” 

ბილ გეითსი

მტკიცება, რომ ბილ გეითსი ჯანმოსთან ერთად რნმ-ვაქცინების ძალადობრივი შემოღებისთვის სამხედრო მობილიზაციის ინიციატივას გამოთქვამს, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია ჯანმოს წარმომადგენლებმაც უარყვეს. ყალბი მტკიცებების პირველწყარო The People’s Voice-ია, რომელიც დეზინფორმაციის გამავრცელებელი ცნობილი ვებსაიტია. 

ინფორმაცია, რომ ბილ გეითსი და ჯანმო რნმ-ვაქცინების ძალადობრივი შემოღებისთვის სამხედრო მობილიზაციის ინიციატივას გამოთქვამენ, მედიასაშუალებების არ გაუშუქებიათ. მისი პირველწყაროა The people’s voice, 2014 წელს დაარსებული ამერიკული ვებსაიტი, რომელიც მრავალჯერ ყოფილა დეზინფორმაციის გავრცელებაში მხილებული. კონკრეტული სტატია გამოქვეყნდა ფრინველის გრიპის (H5N1) გავრცელების პერიოდში 2024 წელს, როცა მეცნიერები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობდენ. მას შემდეგ სტატიაში ნახსენები ფაქტები არაერთმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ გადაამოწმა მათ შორის, АFP-მ, Logically Facts, Delfi, Lead Stories.

ფეისბუქზე გავრცელებულ სქრინშოთზე ასევე დართულია ტექსტი, რომლის მიხედვითაც გეითსი ვაქცინაციაზე უარს განიხილავს, როგორც აგრესიის აქტს”, რომელსაც ძალადობრივი პასუხი სჭირდება. Тhe People’s Voice-ის სტატიაში არანაირი მტკიცებულება არ ჩანს, რომ ეს სიტყვები გეითსს ეკუთვნის. მეტიც, ავტორი ირწმუნება, რომ გეითსის მოკავშირემ” დოქტორ პიტერ ჰოტეზმა განაცხადა, რომ ყველას, ვინც ვაქცინებს აკრიტიკებს, სიძულვილის დანაშაულში უნდა დასდონ ბრალი. თუმცა წყაროდ მითითებულ, ჰიუსტონის ადგილობრივი მედიის სტატიაში, სინამდვილეში აღნიშნულია, რომ პიტერ ჰოტეზმა გამოთქვა წინადადება, მეცნიერები, რომლებიც ანტი-ვაქსერებისგან და სხვადასხვა უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფებისგან თავდასხმების სამიზნე ხდებიან, დაცულნი იყვნენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღმკვეთი კანონმდებლობის ფარგლებში. 

Тhe People’s Voice-ის სტატიას ერთვის ბილ გეითსის პოსტი X-ზე, რომლის შინაარსია: “ისინი, ვინც ვაქცინაზე უარს ამბობენ, კანონის სრულ სიმძიმეს იგრძნობენ”. ამასთან ვაქცინაზე უარის მთქმელი პირის აღმნიშვნელი სიტყვა მარკირებულია რუსული სუფიქსით “nik” (“-ник”). პოსტი გაყალბებულია, ის არც გეითსის ანგარიშზე იძებნება და არც მედიასაშუალებებს გაუშუქებიათ. 

ბილ გეითსი

2024 წლის აგვისტოში იგივე ყალბი ინფორმაცია X-ზე გამოაქვეყნა მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, ბრექსიტის პარტიის” ყოფილმა პარლამენტარობის კანდიდატმა ინგლისში ჯიმ ფერგიუსონმა, რომლის პოსტსაც გები სტერნი, ჯანმოს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი გამოეხმაურა და უარყო.

სტერნი: ეს ტყუილია. სახიფათო ტყუილი. ტრაგედიაა, რომ მეცნიერებისა და ჯანმრთელობის შესახებ ტყუილებს ასე თავხედურად ავრცელებენ, მაშინ, როცა მოსახლეობა ცდილობს, გააზრებულად მიიღოს გადაწყვეტილება თავიანთი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის შესახებ.”

ბილ გეითსი

დეზინფომაციას ასევე გამოეხმაურა მარია ვან კერკჰოვი, ჯანმოს წარმომადგენელი ეპიდემიოლოგი და განაცხადა, რომ ჯანმოს არ აქვს უფლებამოსილება ვინმე დააკავოს.

კერკჰოვი: “…პირადად ვმუშაობ #H5N1-ზე არაჩვეულებრივ მეცნიერებთნ ერთად. სოციალურ მედიაში ტყუილები ვრცელდება. ჯანმო არ არის უფლებამოსილი ვინმე დააკავოს. მტკიცებები, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანმო მთავრობებთან თანამშრომლობს, ცრუ და სახიფათოა.”

ბილ გეითსი

საყურადღებოა ისიც, რომ  Тhe People’s Voice-ის სტატიაში საუბარია ვაქცინის ძალისმიერ ადმინისტრირებაზე ფრინველის გრიპის მომდევო პანდემიის დროს. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სტატიის გამოქვეყნების პერიოდში ფრინველის გრიპის პანდემია იყო. ჯანმოს ვებგვერდის თანახმად, 2021-2022 წლებში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დადასტურდა ფრინველის გრიპის ეპიდემია, რომელიც ხასიათდებოდა უჩვეულო მედეგობით გარეულ ფრინველებში, თუმცა მას არ მიუღია პანდემიის სახე. 2022 წლის შემდეგ პერიოდულად ფიქსირდება დაინფიცირებული ფრინველების რაოდეობის ზრდა. ვირუსი ასევე ახდენს სხვადასხვა ძუძუმწოვრის ინფიცირებას, მათ შორის, იშვიათად, ადამიანებისაც. 

ვებსაიტზე ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმო არ გასცემს ფრინველის გრიპი H5N1-სთვის ვაქცინის ადმინისტრირების რეკომენდაციას, რადგან ადამიანთა დაინფიცირება შეზღუდულია. The American Society for Microbiology-ს თანახმად დღევანდელი მდგომარეობით ფრინველის გრიპი H5N1-ის ვაქცინა არსებობს, მაგრამ განკუთვნილია საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად და ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. 

კოვიდ-პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული აქტიურად ვრცელდება ანტივაქსერული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ჯანმოს საქმიანობის შესახებ. იხილეთ მითების დეტექტორის”  მიერ მომზადებული მასალები:

The People’s Voice-ის შესახებ

გავრცელებული დეზინფორმაციის პირველწყარო, The People’s Voice, ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა სახის ყალბ ინფორმაციას, მათ შორის, კონსპირაციული შინაარსის მტკიცებებს. ის შეიქმნა 2014 წელს და ერქვა YourNewsWire , შემდეგ სახელი შეიცვალა NewsPunch-ად. მას შემდეგ, რაც აღნიშნული სახელითაც არაერთხელ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, სახელი კვლავ შეიცვალა და ამჯერად The People’s Voice ჰქვია. Poynter.org–ის მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ სტატიებზე დაყრდნობით გავრცელებული არაერთი ყალბი შინაარსის მტკიცება  გადაამოწმა. 

მოამზადა თიკო სალუქვაძემ

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist