ბერძენიშვილის ციტატები ვაჟა-ფშაველას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.2k
VIEWS

23 მაისს ფეისბუქ გვერდმა არ აგარევინებთ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ფილოლოგის და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრის ლევან ბერძენიშვილის რამდენიმე ინტერვიუსა და ლექციის ნაწყვეტს აერთიანებს. ერთ-ერთ ნაწყვეტში ლევან ბერძენიშვილი შემდეგ ფრაზებს ამბობს: “ვაჟა-ფშაველა იყო სოფლელი”, “ვაჟა ფშაველა რომ იყო ჩამორჩენილი კაცი და გაუნათლებელი, დროს აცდენილი”. 

24 მაისს იგივე ვიდეო გვერდმა სიმართლის დროა გამოაქვეყნა. პოსტს თანდართული აქვს წარწერა: “კარგით რა ბატონო ლევან, საქართველოს ისტორიას ნუ გადააყოლებთ თქვენი და ნიკა გვარამიას სექსუალურ ურთიერთლტოლვას…”. 

Screenshot 1 17 ბერძენიშვილის ციტატები ვაჟა-ფშაველას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ლევან ბერძენიშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ვიდეოში ვაჟა-ფშაველას შესახებ ორი ციტატა მოჭრილი სახით არის გამოყენებული და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბერძენიშვილი კლასიკოს მწერალზე შეურაცხმყოფელად საუბრობს. რეალურად, ვიდეოში მოცემულ ორივე ფრაზას ბერძენიშვილი ვაჟა-ფშაველას შესახებ გავრცელებული მცდარი შეხედულებების აღსაწერად იყენებს. 

კადრები, რომლებშიც ლევან ბერძენიშვილი ვაჟა-ფშაველას შესახებ საუბრობს, ამოჭრილია საჯარო ლექციდან, რომელიც 2015 წლის 28 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით წიგნის სახლ “ლიგამუსში” გაიმართა

Screenshot 4 13 ბერძენიშვილის ციტატები ვაჟა-ფშაველას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ვაჟა-ფშაველას შესახებ ლევან ბერძენიშვილის ორი ფრაზა გვხვდება: “ვაჟა-ფშაველა იყო სოფლელი” და “ვაჟა ფშაველა რომ იყო ჩამორჩენილი კაცი და გაუნათლებელი, დროს აცდენილი”. ციტატების სრულად გაცნობის შემდეგ, ნათელია, რომ ბერძენიშვილი ვაჟა-ფშაველას შესახებ უარყოფით კონტექსტში არ საუბრობს.

ციტატები გავრცელებული ვიდეონაწყვეტებიდან ციტატების სრული ვერსია
“ვაჟა-ფშაველა იყო სოფლელი” “ვაჟა-ფშაველა იყო სოფლელი, ვაჟა-ფშაველა იყო წარმართი, ორივე არი მართალი, მაგრამ თუ ამით ვინმეს ვაჟა-ფშაველას შეურაცხყოფა უნდა, ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანი შეურაცხყო იმით, რომ თქვა რომ ვაჟა-ფშაველას ერქვა ლუკა რაზიკაშვილი, იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად?” 
“ვაჟა ფშაველა რომ იყო ჩამორჩენილი კაცი და გაუნათლებელი, დროს აცდენილი” “ვაჟა-ფშაველას რომ არ ესმოდა ელექტრონი და ვაჟა ფშაველა რომ იყო ჩამორჩენილი კაცი და გაუნათლებელი, დროს აცდენილი ეს 1915 წელს თქვა გერონტი ქიქოძემ, ჩვენმა მთავარმა ინტელექტუალმა” 

ორივე ფრაზა ლევან ბერძენიშვილს იმის ასახსნელად მოჰყავს, როგორ შეცვალა ვაჟა-ფშაველამ წარმოდგენები ქართველ გენიოსებზე. ლექციის დასაწყისში ბერძენიშვილი განმარტავს, რომ ქართველ გენიოსებს, როგორც წესი, რამდენიმე მახასიათებელი აერთიანებდათ: ისინი იყვნენ ცოტანი, არ იყვნენ თბილისიდან (ნიკოლოზ ბარათაშვილის გამოკლებით) და როგორც წესი, იყვნენ თავადები ან აზნაურები, ვაჟა-ფშაველამ კი თავისი ნიჭითა და ტალანტით ეს წრე გაარღვია. 

ამასთან, მეორე ფრაზა ნამდვილად გვხვდება გერონტი ქიქოძის სტატიაში, რომელიც ჟურნალ განთიადში 1915 წელს გამოქვეყნდა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist