ვიდეომანიპულაცია, თითქოს BBC-ის სიუჟეტში უკრაინაში ბრძოლის კადრები დადგმულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

BBC
85
VIEWS

17 ნოემბერს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1; 2; 3) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც მიწაზე მწოლიარე კაცი ჩანს მიკროფონით და პრესისთვის განკუთვნილი ჟილეტით. კაცი ინგლისურად ამბობს, რომ ის მოსახლეობასთან ერთად ქალაქის განაპირასაა და საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა. ის ასევე ახსენებს ქალს ძაღლით, რომელიც კადრშიც ჩანს. თანდართული აღწერის მიხედვით, კაცი BBC-ის კორესპონდენტია, რომელიც რეპორტაჟს “რუსული ცეცხლის ქვეშ” აკეთებდა, თუმცა მოულოდნელად კადრში ქალი შევიდა, რომელმაც კაცს ჰკითხა, რამე ხომ არ სჭირდებოდა. პოსტების ავტორები მიანიშნებენ, რომ BBC-ის ჟურნალისტი არსებული სიტუაციის სიმწვავეზე იტყუებოდა, რაშიც ხელი ადგილობრივმა შეუშალა.

BBC

ვიდეო BBC-ის სიუჟეტიდან მანიპულაციურად ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი დადგმულია. რეალურად, სიუჟეტი 2022 წლის მარტში გამოქვეყნდა და მასში საარტილერიო დაბომბვის ფონზე მოქალაქეების გადაადგილებაა აღბეჭდილი. 

გავრცელებული ვიდეოს აღწერაში გვხვდება ფრაზები “როგორ აშუქებს დასავლური მედია “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” საკითხს” და “ეს ყველაფერია, რაც უნდა იცოდეთ ყველაზე „თავისუფალი“, „დემოკრატიული“ და „მართალი“ დასავლური მედიის შესახებ”. პოსტების მიზანი იმის წარმოჩენაა, რომ BBC-ის კორესპონდენტი სიუჟეტში იტყუებოდა და რომ დასავლური მედია უკრაინის კონფლიქტის გაშუქებისას არასანდოა. 

კადრებში BBC-ის საერთაშორისო რედაქტორი ჯერემი ბოუენია აღბეჭდილი. სიუჟეტი, საიდანაც ეს კადრებია აღებული, 2022 წლის 7 მარტს გამოქვეყნდა. სიუჟეტში ასახულია ქალაქ ირპინისთვის ბრძოლის პარალელურად როგორ ცდილობდა მშვიდობიანი მოსახლეობა კიევის მიმართულებით გადაადგილებას. სიუჟეტში ვხედავთ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობასა და მედიას გადაადგილებაში ეხმარებიან. ფონად კი მუდმივად ისმის აფეთქებების ხმა. სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია ერთ-ერთი ასეთი აფეთქების მომენტი და დაბომბვის შედეგად დაღუპული ოჯახის ცხედრები. 

ფეისბუქზე გავრცელებული რამდენიმეწამიანი მონაკვეთი აღებულია იმ ნაწილიდან, როცა ჯერემი ბოუენი მიწაზე წევს და საუბრობს. ვიდეოს ამ მონაკვეთიდანაც ჩანს, რომ მის დასაწყისში თავად ვიდეოში ასახული ქალიც ჩამუხლულია. ბომბებს ემალებიან ვიდეოში ასახული სხვა სამოქალაქო და სამხედრო პირებიც

BBC
სქრინშოტები BBC-ის სიუჟეტიდან

შესაბამისად, ვიდეოში ქალის გამოჩენა არ ამტკიცებს, რომ კადრები ნამდვილი არაა და ჯერემი ბოუენი ცრუობს ან სიტუაციას მოტყუებით წარმოაჩენს მწვავედ. 

აღსანიშნავია, რომ ვიდეო მცდარი აღწერით ჯერ კიდევ 2022 წელს გავრცელდა. მაშინ გავრცელებული ცნობები AFP-მა და Voice of America-მ გადაამოწმეს. 2022 წელს ფოტო აღნიშნული ვიდეოდან მცდარი აღწერით გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმაც გაავრცელა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist