ბარაკ ობამას შესახებ ბარონ ტრამპის ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ბარონ-ტრამპი
445
VIEWS

16 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა Tamuna Tamo, რომელიც დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს, დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟის, ბარონ ტრამპის ციტატა გამოაქვეყნა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას შესახებ. ციტატაში ვკითხულობთ, რომ ობამა არა პროგრესის სიმბოლო, არამედ მომენტი იყო, როდესაც ამერიკამ დაშლა დაიწყო. ციტატის მიხედვით, ობამამ მოდად აქცია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდობლობა და ქაოსი და მისგან მიყენებული ჭრილობებიდან ამერიკას ახლაც სისხლი სდის.

ბარონ ტრამპი

გავრცელებული ციტატა ყალბია და ბარონ ტრამპს არ ეკუთვნის. ციტატის პირველწყარო X-ის ანგარიშია, რომელიც ტრამპის გულშემატკივარს ეკუთვნის. ტრამპის მსგავსი განცხადება სხვა ღია წყაროებში არ იძებნება. 

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს X-ის პოსტის ბმული აქვს დართული. ბმულს X-ის ანგარიშზე “ⁿᵉʷˢ Barron Trump” გადავყავართ, რომელმაც ეს ციტატა 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა. საგულისხმოა, რომ ორიგინალ პოსტში არ გვხვდება მტკიცება, რომ გამოქვეყნებული სიტყვები ტრამპს ეკუთვნის. 

ბარონ ტრამპი

აღსანიშნავია, რომ ანგარიში არა ამერიკის პრეზიდენტის უმცროს შვილს, არამედ მის გულშემატკივარს ეკუთვნის. ამას თავად ანგარიშის აღწერაშიც ვკითხულობთ.

ბარონ ტრამპი

ანგარიში რეგულარულად აქვეყნებს როგორც ბარონ ტრამპთან, ასევე ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებულ სიახლეებსა და მოსაზრებებს. მაგალითად, 14 ოქტომბერს ანგარიშმა ბარაკ ობამას შესახებ მეორე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც ობამას ფოტოზე წარწერა “თაღლითი” გვხვდება. 

ინფორმაცია, რომ ბარონ ტრამპმა ბარაკ ობამას შესახებ მსგავსი განცხადება გააკეთა, ღია წყაროებში არაა ხელმისაწვდომი. თავად ტრამპს X-ის ანგარიში არ აქვს

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist