ვინ უკავშირებს აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებას უკრაინას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

აზერბაიჯანული თვითმფრინავი
120
VIEWS

25 დეკემბერს ფეისბუქ-ანგარიშებმა გავრცელეს ინფორმაცია (1;2;3;4;5), რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანული მედია ირწმუნება, რომ 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე უკრაინაა პასუხისმგებელი. ფეისბუქ-პოსტების თანახმად, კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ თვითმფრინავის ფრთა დაზიანდა უკრაინული დრონის ან მისი ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად. 

აზერბაიჯანული თვითმფრინავი

ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნა უკრაინული დრონის მოხვედრამ გამოიწვია, არ დასტურდება. საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ოფიციალური წყაროების მიერ განიხილება თვითმფრინავის რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ დაზიანება. რუსეთი დაადანაშაულა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც. 

25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ტერიტორიაზე, ქალაქ აქთაუს სიახლოვეს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა.   

29 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთი დაადანაშაულა. მისივე ინფორმაციით, ჩამოგდება გამიზნული არ ყოფილა. ალიევი სამწუხაროსა და გასაკვირს უწოდებს ფაქტს, რომ თავდაპირველად რუსეთი ბრალეულობის დაფარვას შეეცადა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო თავდაპირველად აცხადებდა, რომ თვითმფრინავს გროზნოს სიახლოვეს, სავარაუდოდ, ჩიტების ჯგუფი შეეჯახა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პილოტის მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთმა მათ არ მისცა უფლება, თვითმფრინავი რუსეთის რომელიმე აეროპორტში დაესვათ, რის გამოც კასპიის ზღვის გადაფრენა და ყაზახეთისკენ (აქთაუსკენ) წასვლა მოუწიათ.

vin ukavshirebs azerbaijanuli thvithmphrinavis chamogdebas ukrainas1 ვინ უკავშირებს აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებას უკრაინას?
რუკა, რომელზეც აღნიშნულია თვითმფრინავის საწყისი (ბაქო), თავდაპირველი დანიშნულების (გროზნო) და ჩამოვარდნის (აქტაუ) წერტილები.

“ჩვენ დღეს ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო. ეს ფაქტია. […] ფაქტის უარყოფა არავის შეუძლია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, თუმცა ეს მოხდა”. – თქვა ალიევმა. მისივე ცნობით, თვითმფრინავს მიწიდან ესროლეს, რამაც დაზიანებები გამოიწვია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ალიევს ესაუბრა და ბოდიში მოუხადა “რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის” გამო. თქვა, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები მომხდარის დროს აქტიური იყო. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ თვითმფრინავზე დაზიანებები ძალიან ჰგავს საჰაერო თავდაცვის სარაკეტო დარტყმას და რუსეთმა მკაფიო ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს. თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯონ კირბი კი ამბობს, რომ აშშ-მა დაინახა “ადრეული ნიშნები”, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე რუსეთი იყოს პასუხისმგებელი.   

vin ukavshirebs azerbaijanuli thvithmphrinavis chamogdebas ukrainas2 1 ვინ უკავშირებს აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებას უკრაინას?
თვითმფრინავის კარკასზე აღნიშნული დაზიანებების კვალი, რომელიც ადასტურებს, რომ მას მძიმე ნამსხვრევები მოხვდა

საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რუსეთის ბრალეულობის შესახებ წერს უცხოური მედიაც. მაგალითად,  წყარომ აზერბაიჯანის მთავრობიდან Euronews-ს დაუდასტურა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი რუსული საჰაერო რაკეტა გახდა. წყაროს ცნობით, რაკეტა გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს გაისროლეს, რა დროსაც თვითმფრინავის გვერდით აფეთქდა და ის დააზიანა. ასევე, Reuters-ი ესაუბრა ოთხ წყაროს, რომლებმაც აზერბაიჯანის გამოძიების წინასწარი დასკვნები იციან. ინფორმაციას რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ისინიც ადასტურებენ. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ დაზიანება გამოიწვია თავდაცვის სისტემამ “Pantsir-S”. ექსპერტებზე დაყრდნობით იგივე ინფორმაციას ავრცელებს ამერიკის ხმაც

მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება აზერბაიჯანულ, მათ შორის, მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიაში. თვითმფრინავის დაზიანების სავარაუდო მიზეზად რუსულ თავდაცვის სისტემებს ასახელებენ რუსი სამხედრო ბლოგერები და ექსპერტებიც.

უცნობია თუ კონკრეტულად რომელ აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებს ეყრდნობიან ფეისბუქ-ანგარიშები უკრაინის ბრალეულობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას. “მითების დეტექტორმა” სცადა ამ წყაროს მოძიება, თუმცა აზერბაიჯანულ მედიაში მხოლოდ რუსეთის მხარის ბრალეულობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მიაკვლია.

წყაროს შესახებ:

 მათ შორის ვინც მომხდარი ინციდენტი უკრაინას დაუკავშირა, დავით ჯებაშვილია, ის ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, ყალბ ცნობებს რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” ჯებაშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წასრულშიც არაერთხელ გადაამოწმა.   

არქივი (1;2;3)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist