ავიაკომპანია აზიმუტი თუ უკრაინის ავიახაზები? – რას ასახავს ვიდეო რეალურად

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დეზინფორმაცია, პროპაგადა
567
VIEWS

2023 წლის 19 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ რუსეთიდან თბილისში ავიაკომპანია Azimut-ის პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. რუსეთიდან პირველი პირდაპირი რეისის ჩამოსვლას აეროპორტში მოქალაქეები აპროტესტებდნენ. 

რეისის შესრულებიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელსა და ტელევიზიებში გავრცელდა ინფორმაცია და კადრები, რომ რუსული ავიაკომპანიის ბორტზე ქართული ცეკვა შესრულდა. კადრებში ორი ტრადიციულ სამოსში ჩაცმული ქალი აჭარულს ცეკვავდა. 

ინფორმაცია და კადრები ამის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებამ მათ შორის მთავარმა არხმა, Georgian Times-მა, ტელეკომპანია კავკასიამ, Tia.ge  და კომერსანტმა საკუთარ ფეისბუქის გვერდებზე გამოაქვეყნეს. TV პირველმა ვიდეო ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გაუშვა. Pia.ge-მ TV პირველის ვიდეო Vimeo-ზე გამოაქვეყნა. 

Screenshot 3 5 | mythdetector.com

თვითმფრინავში ქართული ცეკვის ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება, რეალურად, ვიდეო 2021 წელს უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავშია გადაღებული და მას რუსულ ავიაკომპანია Azimut-თან კავშირი არ აქვს. 

უკრაინული ავიაკომპანიის (UIA) 2021 წლის 29 მარტის პოსტის მიხედვით, კომპანიამ ქართულ ეროვნულ ბალეტს “სუხიშვილები” მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო. ტექსტის მიხედვით, სუხიშვილებმა უკრაინელი აუდიტორიისთვის იცეკვეს, ახლა კი უკრაინელმა ბორტგამცილებლებმა იცეკვეს მათთვის. 

Screenshot 5 2 | mythdetector.com

ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ორი ბორტგამცილებელი გოგონა ჩანს. ცეკვის შემდეგ ბორტგამცილებლებმა მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგეს. 

Screenshot 6 3 | mythdetector.com

ქართულ სოციალურ ქსელსა და ტელევიზიაში გავრცელებული კადრები, სავარაუდოდ ტელეფონით რეისის ერთ-ერთი მგზავრის მიერრაა გადაღებული, თუმცა იგივე კადრები ავიაკომპანიის ოფიციალურ ვიდეოშიც მოხვდა. 

Screenshot 7 3 | mythdetector.com
2023 წელს საქართველოში გავრცელებული კადრები.
Screenshot 8 2 | mythdetector.com
ავიაკომპანიის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული კადრები

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist