ავალდებულებს თუ არა ევროკავშირი უკრაინასა და საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.9k
VIEWS

8 ოქტომბერს პრორუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალების ალტ-ინფოს გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა” პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების “საიდუმლო მუხლები” საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, მიწის უცხოელებზე გაყიდვას ავალდებულებს. ლორთქიფანიძის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტებამდე დასავლეთმა უკრაინის სხვა ხელისუფლებებს მიწები ვერ გააყიდინა, ხოლო 2019 წლიდან უკრაინაში მილიონობით ჰექტარი მიწა გაიყიდა.

lorthqiphanidze ავალდებულებს თუ არა ევროკავშირი უკრაინასა და საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვას?

მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით დიმიტრი ლორთქიფანიძის მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება: 1) ასოცირების ხელშეკრულება არც საქართველოს და არც უკრაინას მიწის გაყიდვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს არ აკისრებს; ევროკავშირის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგულაცია არსებობს 2) უკრაინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა აკრძალულია, ხოლო 2019 წელს ზელენსკის რეფორმა უკრაინელების მიერ საკუთარი მიწის განკარგვას ეხებოდა და არა უცხოელებზე გასხვისებას. 

  • ასოცირების ხელშეკრულება არც საქართველოს და არც უკრაინას მიწის გაყიდვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს არ აკისრებს; ევროკავშირის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგულაცია არსებობს

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება (1,2) არ მოიცავს რაიმე სახის “საიდუმლო მუხლებს”, რომელიც რომელიმე ქვეყანას მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებულ პირობებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმებებშივე, რომლებზეც საქართველოს და უკრაინას ხელი აქვთ მოწერილი, ჩაწერილია რიგი პირობები, რომლებიც ევროკავშირის სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შესყიდვას უკავშირდება. მაგალითად, ბულგარეთსა და სლოვაკეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შეძენა ეკრძალებათ; ჩეხეთში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შესყივდა უცხო ქვეყნის მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც მუდმივი რეზიდენტობის სტატუსი აქვთ; ირლანდიაში მიწის შესყიდვისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო და ა.შ. შესაბამისად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიწის ფლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა განსხვავებულია. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ 2019 წელს მიღებული კანონი არეგულირებს. უკრაინაში კი სასოფლო-სამეურნეო მიწის მიმოქცევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები 2020 წელს გატარდა.

  • უკრაინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და კომპანიებზე მიწის გაყიდვა აკრძალულია. 2019 წელს ზელენსკის რეფორმა უკრაინელების მიერ საკუთარი მიწის განკარგვას ეხებოდა და არა უცხოელებზე გასხვისებას. 

უკრაინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და კომპანიებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა არ შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ 1992 წლიდან 2020 წლამდე უკრაინაში მიწის ყიდვა-გაყიდვაზე მორატორიუმი მოქმედებდა და მიწით ვაჭრობა თავად უკრაინის მოქალაქეებსაც კი არ შეეძლოთ. მიწის რეფორმების გატარების იდეა ვოლოდომირ ზელენსკიმ 2019 წელს წამოაყენა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი თავიდანვე ამბობდა, რომ კანონში ცვილებების გატარების შემდგ მიწის შესყიდვის უფლებას უცხო ქვეყნის მოქალქეები არ მიიღებდნენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის სრული უფლება ჰქონდეთ და მიწის ყიდვა-გაყიდვა თავისუფლად შეეძლოთ.

სასოფლო-სამეურნეო მიწის მომოქცევასთან დაკავშირებული ცვლილებები კანონში 2020 წელს შევიდა და მოქალქეებს მიწით ვაჭრობის უფლება მიენიჭათ. ახალი კანონმდებლობით უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის უფლება აქვთ: უკრაინის მოქალაქეებს, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც ასევე უკრაინის მოქალაქეები არიან; ტერიტორიულ თემებს; სახელმწიფოს. ამასთანავე, 2024 წლამდე უკრაინის მოქალაქე ფიზიკურ პირებს მხოლოდ 100 ჰექტარი მიწის შესყიდვა შეუძლიათ. ასევე 2024 წლამდე იურიდიულ პირებს არ აქვთ უფლება, ფიზიკური პირის მფლობელობაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეისყიდონ. კანონში ხაზგასმულია, რომ უცხოელებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და იურიდიულ პირებს საწესდებო კაპიტალში წილების, აქციების შეძენა, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე იურიდიული პირების წევრობა ეკრძალებათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვის უფლების მინიჭების საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედევად რეფერენდუმის შედეგებისა, უცხოელები უკრაინის საზღვრიდან 50 კილომეტრზე ნაკლები მანძლით დაშორებული მიწის ნაკვეთების შესყიდვას ვერ შეძლებენ. არსებული კანონმდებლობით უცხოელებისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ ამ მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონებაა (მაგ.სახლი) განლაგებული და მიწის ნაკვეთი საქალაქო ტიპის დასახლებას ეკუთვნის.

ლორთქიფანიძე ამბობს, რომ 2019 წლიდან უკრაინაში მილიონობით ჰექტარი მიწა გაიყიდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სასოფლო სამეურნეო ბაზარი უკრაინაში 2021 წლის 1 ივლისს გაიხსნა. უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით კი, ამ პერიოდიდან დღემდე 287 144 ჰექტარი მიწა გასხვისდა. (მონაცემები ყოველკვირეულად ახლდება).

lorthqiphanidze2 ავალდებულებს თუ არა ევროკავშირი უკრაინასა და საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვას?
წყარო: უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო სამსახური

უცხო ქვეყნების მოქალქეების და კომპანიების მიერ უკრაინაში მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist