
ობიექტივის მანიპულაცია, თითქოს ტურისტები სამედიცინო სექტორს აზარალებენ
4 ოქტომბერს ტელეკომპანია ,,ობიექტივის” საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თითქოს ტურისტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს სერიოზულ ფინანსური ზიანს აყენებენ. სტატისტიკური მონაცემების გაუმჟღავნებლად ჟურნალისტი ასკვნიდა, რომ საუბარია ათასობით ლარის დავალიანებაზე, რადგან ,,ტურისტები ხშირ შემთხვევაში მკურნალობის თანხის გადახდაზე უარს აცხადებენ”.
























