Picture of სანდრო გიგაური
სანდრო გიგაური
სანდრო გიგაური "მითების დეტექტორის" გუნდს 2021 წლის ივლისში შეუერთდა და  ინგლისურენოვანი რედაქტორის პოზიციას იკავებს. ის არის რამდენიმე პუბლიკაციის თანაავტორი, მათ შორის: „რუსეთის საინფორმაციო ომი: ორი თვე უკრაინაში ინტერვენციიდან“ და „მედია წიგნიერების სექტორის კვლევა საქართველოში“. MDF-ში გაწევრიანებამდე სანდრო იყო კონტრიბუტორი ანალიტიკოსი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Oxford Analytica-ში, სადაც გეოპოლიტიკურ ანალიზის კუთხით მუშაობდა. სანდროს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მოიპოვა, ხოლო ბაკალავრის ხარისხი ამავე სფეროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის არის Erasmus+ სტიპენდიანტი, რომლის ფარგლებშიც ერთი წელი ზალცბურგის უნივერსიტეტში გაატარა. სანდროს ასევე ერთი სემესტრი აქვს გავლილი Bard College New York-ში ბარდის გლობალიზაციისა და საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის (BGIA) ფარგლებში.

მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist