აწვდის თუ არა გერმანია უკრაინას იარაღს DHL-ის მანქანებით?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ყალბი ამბები
302
VIEWS

2022 წლის 28 მარტს, რუსული პირველი არხის Facebook გვერდზე Новости Первого канала გამოქვეყნდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა აღიარა, რომ გერმანია უკრაინას DHL-ის საფოსტო მანქანების საშუალებით იარაღს ფარულად აწვდის. სიუჟეტის მიხედვით,  გერმანულმა მედიაპლატფორმა Bild-მა პირდაპირ ეთერში გერმანიის საფოსტო სამსახურის მანქანა აჩვენა და გააჟღერა უკრაინელი სამხედროს კომენტარი, რომლის მიხედვითაც, მოცემული მანქანა გერმანიიდან იარაღს მიწოდებისათვის გამოიყენება. 

Screenshot 2 17 | mythdetector.com

ამ ინფორმაციაზე მომზადებული კიდევ ერთი სიუჟეტი პირველი არხის Twitter ანგარიშზეც გამოქვეყნდა.

Screenshot 3 17 | mythdetector.com

მტკიცება, თითქოს გერმანული DHL-ის საფოსტო მანქანების მეშვეობით უკრაინისთვის იარაღის ფარულად მიწოდება ხდება, დეზინფორმაციაა. რეალურად, საფოსტო მანქანებით უკრაინაში გერმანული ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა, ხოლო თავად DHL-ის მანქანები უკრაინელებს გადაეცათ. უკრაინელები DHL-ის მანქანების საშუალებით ანაწილებენ საკვებ პროდუქტებს და, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინული იარაღი ფრონტის ხაზზე მიაქვთ. სწორედ მოცემულ იარაღზე საუბრობდა უკრაინელი ჯარისკაცი. 

პირველი არხის მიერ მომზადდებულ სიუჟეტს თავად Bild.de გამოეხმაურა, რომელმაც ბრალდებას მტკნარი სიცრუე უწოდა. იმ ჟურნალისტმა, რომელმაც ურკაინელ ჯარისკაცებს ინტერვიუ ჩამოართვა, განმარტა, რომ რეალურად DHL-ის ავტომობილებს თავად უკრაინელები იყენებენ საკვები პროდუქტების დასარიგებლად და ფრონტის ხაზზე იარაღის მისატანად, თუმცა მათი საშუალებებით გერმანული შეარაღების უკრაინაში შეტანა არ ხდება. პაულ რონცჰაიმერმა აღნიშნა, რომ ეს ბრალდება რუსული პროპაგანდის მიერ არის გამოგონილი.

პაულ რონცჰაიმერი, Bild.de: “ის, რაც რუსულ ტელევიზიაში აჩვენეს, პროპაგანდის ნათელი გამოხატულებაა. მე ჯარისკაცებს ვესაუბრე. ისინი ამ მანქანებს საკვების გადანაწილებითვის და ფრონზე იარაღის მიწვდისთვის იყენებენ. რუსულმა ტელევიზიამ კი ეს  ამბავი გააშუქა ისე, თითქოს DHL-ის ავტომობილების საშუალებით იარაღი პირდაპირ გერმანიიდან ჩადიოდა უკრაინაში, რაც სრული სისულელეა.” 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, უკრაინა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist